Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - შეცდომით დაბეჭდილი ბიულეტენები უბნების შედეგების გაუქმების საფუძველი არ გახდა


Recommended Posts

8 საარჩევნო უბნის გაუქმებას ითხოვდა ”სამართლიანი არჩევნები”, თუმცა წუხანდელ სხდომაზე ცესკომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის საჩივრები.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ბათუმის 79.02 მაჟორიტარული ოლქის მე-4, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, 50-ე, მე-60 და 73-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებასა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის #58/2010 განკარგულების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

 

ბათუმის 79.02 ოლქის ზემოთ დასახელებულ უბნებში შეტანილ მაჟორიტარულ ბიულეტენებში აღმოჩნდა ბეჭდური წუნი. ”თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოლქვაძის რიგით ნომრად 21-ის ნაცვლად15 ნომერი (”პარტია თავისუფლება”) იყო მითითებული.

 

რაც შეეხება ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარულებას, იგი აღნიშნულმა საოლქო კომისიამ ბიულეტენებში შეცდომების გასწორების მიზნით მიიღო.

 

”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა სირაძის, სახელით შესულ საჩივარში წერია:

 

”ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წევრის არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებს და ბლოკებს. შესაბამისად, არჩევებში მონაწილე ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის პარტიულ კუთვნილებას.”

 

 

 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს რომ აღნიშნული წუნი აღნოაჩინეს არჩევნების დასრულების შემდეგ, რაც შეცდომაში შეიყვანდა ამომრჩველს და გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

 

არჩილ ანასაშვილმა, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ ცდომილებას არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

 

”შევისწავლეთ აღნიშნული მდგომარეობა და კანდიდატი, რომელიც მონაწილოებდა არჩევნებში და რომელსაც რიგითი ნომერი ჰქონდა სხვა პარტიის, მან მაჟორიტარული წესით ამ უბნებში მიიღო 45 ხმა, და იმავე უბნებში მისი წარმდგენი პარტია, რომელიც თავისი ნომრით გამოდიოდა მოაგროვა 34 ხმა,”- ამბობს არჩილ ანასაშვილი.

 

იურიდიულმა დეპარტამენტმა ბათუმის საოლქო კომისიის დადგენილება კანონიერად სცნო.

 

”კანონში არის ჩანაწერი, რომ უნდა ეცნობოს ცესკოს და შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინოს შესაბამისი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე დოკუმენტის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. საოლქო საარჩევნო კომისია მოიქცა კანონის შესაბამისად,”- ნათქვამია იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

 

ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, ” საჩივარს სადავოს არ ვხდით, ეს ჩვენი ხარვეზი იყო. თუმცა, ასეთი ხარვეზი შეიძლება მოხდეს, როცა ათასზე მეტი სხვადასხვა სახის ბიულეტენია დაბეჭდილი. რადგან ეს ხარვეზი შედეგზე გავლენას არ ახდენს, შედეგების გაუქმებით კიდევ უფრო გაურკვევლობაში ჩავცვივდებით.”

 

კომისიამ გაითვალისწინა ისიც, რომ არც ერთ მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს არ შეუტანია საჩივარი ცესკოში. ასევე, აღნიშნეს, რომ ”არჩევნების ჩატარება არ არის იაფი სიამოვნება.”

 

ცესკომ არ გააუქმა აღნიშნულ უბნებზე არჩევნების შედეგები.

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...