planetanews Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 2 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო `რედისონში~ ქართულ-შვედური ბიზნეს-სემინარი გაიხსნება. თემა: `როგორ გავიტანოთ ექსპორტი შვედეთში”. 2 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდება.თემა: საგადასახადო კოდექსის ცვლილებები 2 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მის: გლდანი, გმირ კურსანტთა ქ. #1 2 ივნისს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება. 2 ივნისს, 12.00 საათზე, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გურამ ჩახვაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “ედპ-ის ახალი ინიციატივა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით”.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 2 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. თსუ-ის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი #135 2 ივნისს, 12:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია პრესკონფერენციას გამართავს. მის: ბურძგლას ქ. #110ა (“ალიანსი საქართველოსთვის~ ცენტრალური ოფისი) 2 ივნისს, 12:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე ბრიფინგს გამართავს.თემა: “თანამშრომლობის საკითხი ბარიერგადალახულ პარტიებთან”.მის: ხორავას ქ. #9 2 ივნისს, 13.00 საათზე, რუმინეთში გასამართ IღB-ს ერთა თასის ტურნირთან დაკავშირებით, რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გაიმართება. 2 ივნისს, 13.00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბი უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს უმასპინძლებს. 2 ივნისს, 13.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ფრაქციის წევრი მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტში, ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს თემა: “უმწეოთა დახმარების პროგრამის მონიტორინგი”. 2 ივნისს, 13.00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს, რომელზეც 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს შეაფასებს. მის: ვაჩნაძის ქ. #7 2 ივნისს, 14:00 საათზე, “სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მემორანდუმს გააფორმებენ. მის: მუხაძის ქ. #4 2 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: “პატიმართა უფლებების დაცვა”.პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 2 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სტუდენტებს შეხვდება და სემინარს გამართავს. თემა: “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება”. მის: ქ. ჩოლოყაშვილის #3/5, G კორპუსი, ენციკლოპედიის შენობა, მე-5 სართული, ოთახი #505 2 ივნისს, 18.00 საათზე, პროექტის “დებატები საჯარო პოლიტიკაზე” ფარგლებში, ამერიკის ელში საქართველოში ჯონ ბასი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დებატებს გამართავს. თემა: “აშშ-საქართველოს ურთიერთობა”. მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. #32, A კორპუსი, #101-ე აუდიტორია იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts