Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მერაბიშვილის "წინასწარმეტყველება" გამართლდა


Recommended Posts

გაზიარება

[ნინო მიქიაშვილი. 20:24 01.06.2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAU0N4aFPxI/AAAAAAAADt4/DHcqW2RxBKI/s200/vano.gifტელეკომპანიების – “რუსთავი ორისა“ და “იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ე.წ. ეგზიტპოლების, ანუ არჩევნების წინასწარ შედეგებს, პოლიტოლოგები პრესა.გე–სთან საუბრისას არაერთგვაროვნად აფასებენ.

თბილისში ჩატარებული “ეგზიტპოლების“ 16 საათისთვის მიღებული შედეგები, დაითვალეს და 20 სააათის შემდეგ გამოაქვეყნეს (და თან დააყოლეს, ცდომილება 2–3%–იაო), რომელიც ასე გამოიყურება: გიგი უგულავა – 61%, ირაკლი ალასანია – 17%, გია ჭანტურია – 10%, ზვიად ძიძიგური – 6%... პროპორციული არჩევნების, “ეგზიტპოლისეული“ შედეგები ასეთია – “ნაცმოძრაობა“ – 60%, “ალიანსი საქართველოსთვის“ – 16%; “ქრისტიან–დემოკრატები“ – 10%, ეროვნული საბჭო – 7%...

სოსო ცისკარიშვილი: “საქართველო, უპირველეს ყოვლისა, მოტივირებულია შეასრულოს ყველა საშინაო დავალება, რომელსაც იღებს იგი ვანო მერაბიშვილისგან, ან ვანო მერაბიშვილს შეჰყრია ჯუნას და ვანგას ნიჭი, ციფრების გამოცნობისა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე. “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ვგულისხმობ, რომელშიც იგი ამბობს: “თბილისში ჩვენ 64 პროცენტი გვიჭერს მხარს. მსოფლიოში ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომლის დედაქალაქშიც მმართველ ძალას 64 პროცენტი უჭერდეს მხარს“. ასე რომ თუ ვინმეს უნდა მივულოცოთ “ეგზიტპოლის“ შედეგები, ეს გახლავთ ვანო მერაბიშვილი. ქვეყანაში, რომელსაც მორალური უფლება ენიჭება ჩაატაროს “ეგზიტპოლები“ ისეთმა ამორალურმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის “რუსთავი 2“ და “იმედი“; ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების დონეზეა აყვანილი ამ ორი ტელეკომპანიის მფლობელთა გვარებიც კი, რასაკვირველია, ვერც ერთი ღირსეული კომპანია ვერ დადებდა კონტრაქტს, ასეთი იმიჯის მქონე ვაი -ტელევიზიებთან და შესაბამისად, ნდობა, რომელიც ხელისუფლების მიმართ, არც აქამდე იყო მაღალი, დღეის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ეს არ ნიშნავს რომ ასეთი შედეგის დადგომაში საკუთარი წვლილი არ მიუძღვის ოპოზიციასაც“.

გია ნოდია: “ნუ, ასეთი შედეგები ძალიან მოულოდნელი არ ყოფილა – საზოგადოებრივი აზრის მრავალი წინასწარი გამოკვლევა იყო. ეგზიტპოლების შედეგები ლოგიკურად არ ეწინააღმდეგება მოლოდინს, რაც სოციოლოგიური გამოკვლევებით იყო შექმნილი. მოსალოდნელთან შედარებით უფრო მაღალი შედეგი ჰქონდა ზვიად ძიძიგურს და ეროვნულ საბჭოს. როგორც ჩანს, ამ გაერთიანებამ ყველაზე უფრო რადიკალური, საპროტესტო ელექტორატის მიზიდვა შეძლო და მათ მიმართ სწორი იყო იმ ოპოზიციონერების ვარაუდები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის დროს, ზოგი ადამიანი ინტერვიუერთან (ადამიანს, რომელიც გამოკითხვას ატარებს) თავის აზრს ღიად არ აფიქსირებს. აი, ასეთი ვარაუდები იყო გამოთქმული, რაც ეროვნულ საბჭოსა და ზვიად ძიძიგურთან მიმართებაში გამართლდა“.

რამაზ საყვარელიძე: “საინტერესო შედეგებია. მართალი გითხრათ, ჩემთვის, ადრინდელი გამოკვლევებიდან გამომდინარე, გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელი იყო უგულავას ძალიან ძლიერი დინამიკა, მაგრამ რადგან დარღვევებზე არსებითად ლაპარაკი არ არის, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საარჩევნო კამპანიით უგულავამ შედეგს მიაღწია. “ეგზიტპოლი“ საბოლოო წერტილი არ არის, მაგრამ იშვიათად განსხვავდება ხოლმე საბოლოო შედეგისგან. გამომდინარე აქედან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სურათი არსებითად არ შეიცვლება. რამდენად ახლოსაა რეალობასთან “ეგზიტპოლის“ შედეგი? პარალელური რეალობა უნდა არსებობდეს და მაშინ შევძლებდი ლაპარაკს. ანუ, ან პარალელური სხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხალხის მიერ ჩატარებული “ეგზიტპოლები“ უნდა არსებობდეს, ან – სხვების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები. ერთიდაგიგვე პოლიტიკური ჯგუფი უზრუნველყოფდა როგორც გამოკვლევების, ისე – “ეგზიტპოლების“ ჩატარებას. ამიტომ, ალტერნატიული ინფორმაცია არ არის და დანარჩენი, რით უნდა იხელმძღვანელო ადამიანმა?!“

ხათუნა ლაგაზიძე: “მერობის კანდიდატებს შორის თანმიმდევრობა ლოგიკურია, ეს მოსალოდნელიც იყო. თანმიმდევრობის გაპროტესტებას, იგივე ოპოზიციური ძალების მხრიდან, აზრი არა აქვს. უგულავას გამარჯვებას თავად ოპოზიციური პარტიები და მთელი პოლიტიკური სპექტრი აღიარებდნენ, მაგრამ რაც შეეხება სხვაობას პროცენტების კუთხით, უგულავასა და ალასანის შორის, უბრალოდ გამორიცხულია ამხელა სხვაობა ყოფილიყო, არა იმდენად ალასანიას ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენადაც იმ საპროტესტო განწყობიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაშია.

თან, აქ არის მეორე ფაქტორი – ბოლო პერიოდში უგულავამ ხმები სერიოზულად აკრიფა, რადგან ის აქტივობები, რაც მან განახორციელა, რეალურად შედიოდა ქალაქის მერის ფუნქციებში. ანუ, მან თავი წარმოაჩინა, როგორც უაღრესად ქმედითმა საარჩევნო მერმა, რაც მის რეიტინგზე დადებითად აისახა; პლუს ამას, უგულავა მაქსიმალურად ეცადა დისტანცირებას “ნაციონალური მოძრაობისგან“ – გარკვეულწილად ზეპარტიული მოღვაწის იმიჯი შეიქმნა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა და იყო უაღრესად მეურნე. ამგვარი მეურნე ადამიანის იმიჯი აძლევს საშუალებას მოსკოვის მერს, ლუჟკოვს, შეინარჩუნოს მერის თანამდებობა ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ ბოლო პერიოდში ირაკლი ალასანიას რეიტინგმაც ზრდა დაიწყო, გამომდინარე მისი აქტივობიდან და იმ საპროტესტო განწყობიდან, რომელიც საზოგადოებაში იყო; გამომდინარე იქიდან, რომ იგი ამომრჩეველს ლიდერის პრინციპულად ახალ სახეს სთავაზობდა. ანუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ალასანიას რეიტინგიც გაიზარდა“.

მერობის კანდიდატებს შორის, “ეგზიტპოლებისეული“ თანამიმდევრობის (უგულავა, ალასანიას, ჭანტურია, ძიძიგური) ლოგიკურობაზე, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, უპირველესად ის მეტყველებს, რომ “ოპოზიცია იყო დაქსაქსული და ვერ შეძლო გაერთიანება. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ოპოზიციური ძალა და მათ შორის, საკმაოდ რეიტინგული, პროტესტს უცხადებდა არჩევნებს, ოპოზიციას საარჩევნო კამპანიისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და პლუს ამას, ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას უაღრესად არაკვალიფიციურად, არაპროფესიულად ატარებდა“.

პროპორციულ არჩევნებში, “ეგზიტპოლებით“ წარმოდგენილ შედეგებზე ხათუნა ლაგაზიძე ასეთ კომენტარს აკეთებს: “მედიასაშუალებებით არაერთხელ ვთქვი, რომ საკრებულო დაკომპლექტდებოდა: ნაციონალებისგან, ქრისტიან–დემოკრატებისგან და ალიანსისგან. ეს პროგნოზი აბსოლუტურად გამართლდა. თუმცა, ველოდი რომ “ალიანსი“ მეტი ადგილებით იქნებოდა წრამოდგენილი, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებზე შედეგები დათვლილი არ არის; ამ პროცესის დასრულების შემდეგ “ალიანსის“ წარმომადგენლობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ეს ფონს არსებითად ვერ შეცვლის“.

presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

2907431438646605030-7782528123204581322?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...