Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "ის, რაც სამეგრელოსა და კახეთში ჩატარდა, არჩევნები არ იყო"


Recommended Posts

გაზიარება

[22:42 01.06.2010]

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAVUuxoPpcI/AAAAAAAADuA/snxhZwezYQg/s200/yle.gifადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის აღამსრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, რომლის ორგანიზაციის დამკვირვებლები 30 მაისის არჩევნებს კახეთის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში და სამეგრელოში აკვირდებოდნენ, ის, რაც ამ რეგიონში ჩატარდა, არჩევნები არ იყო.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებს დაკვირვების შედეგები გააცნო და მის ხელთ არსებული დარღვევების დამადასტურებელი ვიდეომასალა წარუდგინა. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ კახეთის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში და სამეგრელოს რეგიონში საარჩევნო უბნებზე და მათ მიმდენარე ტერიტორიაზე ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე უნიფორმაში გამოწყობილი ძალოვანები პატრულირებდნენ. გარდა ამისა, ნანუაშვილის თქმით, უბნებზე დაფიქსირდნენ ამოუცნობი პირები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე და კონტაქტში შედიოდნენ კომისიის წებრებთან.

დაფიქსირდა ასევე ხმის მიცემის და დათვლის პროცედურული დარღვევები, ტექნიკური პრობლემები, რომელიც მარკირების აპარატს უკავშირდებოდა. ამასთან, იყო შემთხევები, როცა არჩევნებში სხვის მაგივრად არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ, რომლებიც უბნებზე სხვა პირების პირადობის მოწმობებით მიდიოდნენ - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

განსაკუთრებული ყურადღება კი მან აზერბაიჯანულენოვან სოფლებში დაფიქსირებულ იმ უხეშ დარღვევაზე გაამახვილა, რომლის დროსაც აზერბაიჯანელებს მათ ენაზე 5 ნომრის შემოხაზვაზე მიუთითებდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი ცენტალური საარჩევნო კომისიისგან მის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

“პირWელი“

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-7057184996890063858?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...