Jump to content
Planeta.Ge

ალიანსი საქართველოსთვის კრახი


Recommended Posts

ამ არჩევნებზე ალიანსმა საქართველოსთვის პროგრამა მინიმუმიც კი ვერ შეასრულა. ის ვერ დაფიქსირდა წამყვან ოპოზიციურ ძალად.

 

მეორე ადგილი მან დაიკავა მხოლოდ თბილისში (სამგორის და გლდანის გარდა), ახმეტაში, წალკაში, ლენტეხში, ზუგდიდში და წალენჯიხაში (ბოლო ორი სავარაუდოდ ალასანიას მეგრული გვარის გამო).

 

ყველა დანარჩენ ოლქში ალიანსს ქრისტიან დემოკრატებმა აჯობეს და საერთო შედეგშიც 3%-ით აჯობეს.

 

მეტიც. საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში, თიანეთში, გარდაბანში, მარნეულში, დმანისში, დუშეთში, ყაზბეგში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, სამტრედიაში, ხონში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ლანჩხუთში, მარტვილში, ხობში, ფოთში, ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურში და ხულოში მათ ეროვნულმა საბჭომაც აჯობა.

 

ალიანსის კონსტრუქციულმა და რიცხვებით გათვლილმა ჯანდაცვის და დასაქმების პროგრამებმა ვერ დააინტერესეს ამომრჩევლები. ხოდა ალიანსს ურჩევნია გაითვალისწინოს ეს შედეგები და იმ რიჟა ბაზარს შეეშვას რომ თბილისში მეორე ადგილი მათ უალტერნატივო ოპოზიციურ ძალად აქცევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი ახლა სამარტლიანები ვიყოთ.

განა ვერ დაფიქსირდა, არ დააფიქსირეს :)

რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ალასანია გათამაშებული ფიგურაა, აი თარგამაძე კი შესაწირად დაინანეს...

მოკლედ ალასანია მოკვდა როგორც ფიგურა...

და ეხლა გინდა თიკო ხიდაშელმა აჯაზოს, გინდა ლევან და დავით ბერძენიშვილებმა იფილოსოფოსონ...

პ.ს.

სწორედ ამ ჩვევამ მიიყვანა რესპები ჩემის აზრით პოლიტიკური სამარის კარამდე, შეცდომას ვერ აღიარებენ და ბოდიშს ვერ იხდიან.

არადა რამდენ ადამიანს დაკერავ ერთი გულწრფელი ბოდიშით :) ეს ხომ საქართველოა? ყველას უყვარს შემცდარი ადამიანები :)

მაგრამ ამერიკული წიგნები ჯიუტად გვასწავლიან რომ....

 

და აგერ შედეგიც სახეზეა :)

რესპებს ნელ ნელა პოლიტიკური მძორის სუნი აზდით...

რაც მე პირადად მიხარია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მინდა მე ეგეთი ალიანსი,რომელიც ნაცების დონეზე დავლენ, მირჩევნია 10 წელი ოპოზიიაში იყვნენ,მაგრამ თავისი ამომრჩეველი "გაზარდოს".

 

ქდმ-ს პროცენტებს უზრდის ვანო, ემზადებიან "საპარლამენტო" მოდელისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

არ მინდა მე ეგეთი ალიანსი,რომელიც ნაცების დონეზე დავლენ,

უკაცრავად.

მე ვუღიარე ნაცებს სახალხოდ გამარჯვება? თუ ალიანსმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქრისტიან-დემოკრატებზე" ისევე მუშაობდა პროპაგანდა, როგორც ხელისუფლებაზე.. ალასანიას კი მთელი ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად ებრძოდა///

 

მეორეც, ქდმ-ს ჰქონდა ფული, ალასანიას არა//

 

ჩემი აზრით, ალასანია თუ ალიანსიდან გამოვა და ცალკე იბრძოლებს, ოღონდ მართლა იბრძოლებს, ნაცები ვეღარ გადაურცებიან.....ქდმ-ს კი ბოლოს მოსაღებად, ინგა გრიგოლიაც ეყოფა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ყველა დანარჩენ ოლქში ალიანსს ქრისტიან დემოკრატებმა აჯობეს და საერთო შედეგშიც 3%-ით აჯობეს.

მოდი ახლა სამარტლიანები ვიყოთ.

განა ვერ დაფიქსირდა, არ დააფიქსირეს

ერთს ვიტყვი...

 

ალასანია ბრძოლის გაგრძელებას აპირებს! თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს, გავისტუმრებთ ნაცებს...!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ალასანია ბრძოლის გაგრძელებას აპირებს! თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს, გავისტუმრებთ ნაცებს...!

ამიხსნას გუშინდელი გამოსვლა.

გამოეყოს რესპებს.

და ქუჩაში გასვლაც არ ითაკილოს, მიტინგებიც და რაც მთავარია!!!! გამოვიდეს, ცენტრალური ტელევიზიით და თქვას საჯაროდ, არჩევნები გაყალბდა! და მე შევცდი როდესაც მივულოცე გამარჯვება გამყალბებელსო.

და მერე მოითხოვოს მიტინგები.

შეიჭრას შენობებში,

დაეჭიდოს პოლიციას.

და აი მერე, მერე შეიძლება ვირწმუნო.

 

მაგრამ ხომ ვიცით რომ არ იზავს? :)

გოშიაა რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ამიხსნას გუშინდელი გამოსვლა.

რა აგიხსნას რა არ მოგეწონა?

 

და მე შევცდი როდესაც მივულოცე გამარჯვება გამყალბებელსო.

ვახ, არ მიულოცია...ან დადე ლინკი...იქნებ სადმე მიულოცა????? :read:

 

 

 

მაგრამ ხომ ვიცით რომ არ იზავს?

თუ საჭიროა იზავს...ნახავ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

prologic

Quote

არ მინდა მე ეგეთი ალიანსი,რომელიც ნაცების დონეზე დავლენ,

 

უკაცრავად.

მე ვუღიარე ნაცებს სახალხოდ გამარჯვება? თუ ალიანსმა?

 

 

ეხლა ღაწვების ხოკვას და მოთქმას "არ მჯერა,არ მჯერა",აზრი არა აქვს.

 

ფაქტების უარყოფას აზრი არა აქვს, კი იყო გაყალბება ,ამწუთშიც მაგას აწვება ხიდაშელი კავკასიაზე.

მაგრამ ეს იყო სადღაც 10-15%,მაგრამ დანარჩენი ხომ მივიდა თავის ნებით.

 

მუშაობს რ2 და იმედი , ტყუილად კი არ ასხავდა ბენზინს უგულავა, მუშაობს ეს "მეურნე" იმიჯი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კარგი რა. მართლა კარგი რა!!!!

მთელი მისი გამოსვლა დითირამბების მოყოლა იყო...

ადმიანისტრაციული, ფინანსური და მედია რესურსი :D :D :D სასაცილოა!

არჩევნები შედგა!

მე პატივს ვცემ თბილისელების არჩევანს!!!

 

სირცხვილია რა.

 

თრაგამაძე რომ გვატყუებდა, ეს ჩანდა მაინც.

და ამან რეები იკადრა....

 

prologic

და რის საფუძველზე დაითვალე 10 ან 15 % ???

სატურნმა რომ სთქვა ამიტომ?

დარღვევა დარღვევაა, და დადასტრურებული დარღვევა კი იარაღია.

და როდესაც შენ ამ იარაღს დაყრი და კაპიტულაციას გამოაცხადებ...

 

 

 

პლიუს ამას.

 

 

აი ამ სისულელებს რომ ამბობთ.

მომავალზე დაგიწერენ 75%...

 

 

არ ვიცი რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

"ქრისტიან-დემოკრატებზე" ისევე მუშაობდა პროპაგანდა, როგორც ხელისუფლებაზე.. ალასანიას კი მთელი ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად ებრძოდა///

კარგი, ქრისტიან-დემოკრატებზე პროპაგანდა მუშაობდა. მაგრამ 25 ოლქში რომ ეროვნულმა საბჭომაც აჯობა ალიანსს, ამას რა ვუყოთ?

 

newstudio

ალასანია ბრძოლის გაგრძელებას აპირებს! თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს, გავისტუმრებთ ნაცებს...!

პირადად მე მხარს აღარ დავუჭერ, თუ რამე არ შეიცვალა. 30 მაისს მე ცვლილებას დავუჭირე მხარი, და არა თინა ხიდაშელის ან დათო საგანელიძის საკრებულოში დასაქმებას.

 

ასე რომ სავარაუდოდ შემდეგ არჩევნებზე ის 9%-იც არ ექნებათ რაც ახლა მიიღეს. იმ მიშისტების იმედზე კიდე, ალასანიას სიყვარულს რომ უხსნიან ახლა, ჩემი მტერი იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა მე ვიტყვი ჩემსას,

ზოგიერთ ადამიანებზე ამბობენ-,,არც წყალია და არც ღვინოვო"

ანუ ჩემის აზრით, ეს ალასანია მკვეთრად გამოხატული პიროვნება, კონკრეტული მიზნით არ არის,

ამიტომ თავის თავში დარწმუნებულობაც აკლია, ეს მას ჰაბიტუსზეც ეტყობა,

მაგის აბდა უბდა მოღვაწეობა უშიშროების სტრუქტურაში(როდის აქეთ გახდა უშიშროება ვაჟკაცობის სამჭედლო?),

მანამდე უბნის ბიჭები და კულინარიელებთან ძმაკაცობა, მერე გაძვრომ გამოძვრომა და გაეროს ელჩად დანიშვნა,

კარგი რააა, მიშიკოსთან მომუშავე ერთი პრინციპული ადამიანი დამისახელეთ? აქამდე როგორ გაძლო იქ?

ბოლოს კიდევ ხიდაშელების და ბერძენიშვილების იმედად ყოფნა, მაგათი კონცეფციებით სპეკულირება,

საკუთარი ქონია ოდესმე? რასაც ისინი ჩასძახოდნენ იმას ამოილუღლუღებდა ხოლმე შემკრთალი :D

მაგისგან გამოვა მშვენიერი შემსრულებელი მოხელე, ან ელჩი,

რაც შეეხება შეუცვლელ ერთადერთ ლიდერს, მაგის შნო მაგას არ აქვს, ვერ გაქაჩავს.

სამწუხაროდ არც არავინ ჩანს უკეტესი, ნუ ჰაბიტუსით :D

უნდა გამოჩნდეს ვინმე, ღმერთი არ გაგვწირავს.....

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ამიტომ თავის თავში დარწმუნებულობაც აკლია, ეს მას ჰაბიტუსზეც ეტყობა,

არ აკლია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არ აკლია!

რომ არ აკლდეს, მაშინ სხვებიც დაიჯერებდნენ მაგის სლოგანს ,,ცვლილებების დროა"

და თუნდაც სახლებიდან გამოვიდოდნენ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად,

თავის თავსი დარწმუნებული ადამიანი სხვას იოლად არწმუნებს,

რისიც შენ არ გჯერა, სხვას დაარწმუნებ?

ვერა, და აჰა შედეგიც.

აბა დასჭექოს ახლა და რამდენი გამოვა გარეთ პროტესტის ნიშნად,

არავინაც არ გამოვა. 100-200 კაცს არ ვთვლი.

იმ დებილ გრეჩოს გამოყავდა ხალხი, იმიტომ რომ გულწრფელი იყო,

რასაც ამბობდა სჯეროდა.

ნიუტონის კანონია :D

თუ ლავუაზიეს

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

რომ არ აკლდეს, მაშინ სხვებიც დაიჯერებდნენ მაგის სლოგანს ,,ცვლილებების დროა"

და თუნდაც სახლებიდან გამოვიდოდნენ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად,

დავწერე მეზობელ თემაში უკვე მარცხის მიზეზები

 

აბა დასჭექოს ახლა და რამდენი გამოვა გარეთ პროტესტის ნიშნად,

არავინაც არ გამოვა. 100-200 კაცს არ ვთვლი.

100 000

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...