Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ინტერი ტორესით დაინტერესდა?!


Recommended Posts

http://b.pix.ge/j/u09cn.jpgარაერთი წყაროს ცნობით, მილანის ინტერმა თვალი დაადგა ლივერპულის ესპანელ ფეხბურთელს, ფერნანდო ტორესს, რომლის სანაცვლოდაც საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან არც ისე დიდი ხანია, რაც მაურინიო მილანის ინტერს გამოემშვიდობა და მადრიდს მიაშურა, “სამეფო კლუბის” მწვრთნელი გახდა. მაურინიო როგორი მწვრთნელი იქნებოდა, თითოეული ფეხბურთელის თამაშის სტილი კარგად რომ არ შეესწავლა. ინტერი კი მიატოვა, მაგრამ დიეგო მილიტოს ვერ თმობს და ყველაფერს აკეთებს მის მადრიდში გადასაბარგებლად.

 

“Il Carriere dello–ს ცნობით, მაურინიომ “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა თავიდანვე გააფრთხილა, რომ თუ ამ კლუბში გადავიდოდა, მილიტოსთვის  ბოლომდე იბრძოლებდა.

 

რაც შეეხება თავად დიეგო მილიტოს, განაცხადა, რომ საინტერესო შემოთავაზებები კი აქვს, მაგრამ არ აპირებს გუნდიდან  წასვლას.

 

ინტერი კი თადარიგს იჭერს და შესაბამის კანდიდატურას ეძებს დიეგო რომ ღირსეულად შეცვალოს. ლივერპულის მე–9 ნომერი, ფერნანდო ტორესი კი მათთვის საინტერესო და ამავდროულად კარგი კანდიდატურა აღმოჩნდა.

 

მაურინიო და მადრიდის რეალი თანახმანი არიან 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ დიეგო მილიტოს და დუგლას მაიკონის სანაცვლოდ. ინტერი კი აპირებს დასახელებულ თანხას კიდევ 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაამატოს და “წითლებს” 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს ფერნანდოს სანაცვლოდ.

 

წყარო:  goal.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...