Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 11 ოპოზიციონერი დეპუტატი ეყოლება

12:39 01-06-2010

ცესკო-მ თბილისის პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის მანდატების გადანაწილების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა .

თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით არჩევნებში, 765 უბნის მონაცემებით, 4-პროცენტიანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა.

წინაწარი შედეგებით, ლიდერის პოზიციას ხმათა 52.48 %-ით ინარჩუნებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც საკრებულოში 14 მანდატი ექნება.

ამომრჩეველთა 17,92%-მა დაუჭირა მხარი "ალიანსი საქართველოსთვის", შესაბამისად - 5 მანდტი. 11,99%-მა - "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანებას" – 3 მანდატი.

ბარიერი, ასევე, გადალახეს "ეროვნულმა საბჭომ" 8.32 % -ით – 2 მანდატი, და ’’თოფაძე-მრეწველებმა’’ - 6.3 % -ით – 1 მანდატი. დანარჩენი პარტიები ბარიერს მიღმა დარჩნენ.

მანდატები კი, პარტიული სიები მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება : "ნაციონალური მოძრაობა" - ზაალ სამადაშვილი, კონსტანტინე იონათამიშვილი, მარიამ დიდებულიძე, ლაშა იმედაშვილი, ტარიელ ხიზანეიშვილი, პეტრე მეტრეველი, დავით ნინიძე, თამაზ შოშიაშვილი, სევდია უგრეხელიძე, მამუკა ახვლედიანი, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, მიხეილ ქავთარაძე, ნინო ბაბუნიძე, გელა ომანიძე.

"ალიანის საქართველოსთვის" - თინათინ ხიდაშელი, დავით საგანელიძე, ზურაბ აბაშიძე, ნათელა მაჭავარიანი, ვიქტორ დოლიძე.

"ქრისტიან-დემოკრატები" - ინგა გრიგოლია :givi: , ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია ; "ეროვნული საბჭო" - კობა დავითაშვილი, კახა კუკავა. "თოფაძე – მრეწველები" - გიორგი ტყემალაძე.

50-კაციან საკრებულოში პროპორციული წესით 25 მანდატია. 30 მაისის თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში 17 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. დედაქალაქში 10 ოლქი და 774 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. თბილისის მასშტაბით რეგისტრირებული იყო 981 505 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 477 903-მა, რამაც ამომრჩეველთა 46.7% შეადგინა. ამასთან, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასწარი მონაცმებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს და, შესაბამისად, დანარჩენ 25 ადგილს მმართველი პარტია დაიკავებს.

http://new.interpressnews.ge/ge/politika/136268-tsinastsari-monacemebith-thbilisis-sakrebulos-11-opozicioneri-deputati-eyoleba.html

 

 

მაგ თერთმეტიდან რამდენი არის ოპოზიცია და რამდენი ხელისუფლების დასმული?

 

 

რამდენი წევრის ხმაა საჭირო,რამე კანონი რომ მიიღონ?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი წევრის ხმაა საჭირო,რამე კანონი რომ მიიღონ?

საკრებულომ რა კანონი უნდა მიიღოს? კანონებს პარლამენტი იღებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკრებულომ რა კანონი უნდა მიიღოს? კანონებს პარლამენტი იღებს.

 

 

მითუმეტეს,მაგრამ რაღაცა ქალაქის დაფინანსების საკითხებს ხომ იღებენ?

 

 

აი ვთქვათ ის სირი ხიდი რომ ააშენეს და მონუმენტი(მაგ სიტვას არ ვხმარობ)ქალაქმა არ დააფინანსა?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამ შემადგენლობიდან 7 ოპოზიციონერია. ასლანიჩებს არ ვთვლი, არც ტყემალაძის შვილს. მაგი წინა საკრებულოში იყო და ვინმეს მაგისგან რამე გაუგია? თანაც ხელისუფლების წარმოუდგენელი უტიფრობით მოხდა მაშინ საკრებულოში.1000%-ით თინასი იყო მაგი ადგილი და ნაგლად წაართვეს.მრეწველებმა(ვაჭრებმა)მშვენივრად შეირგეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მითუმეტეს,მაგრამ რაღაცა ქალაქის დაფინანსების საკითხებს ხომ იღებენ?

 

 

აი ვთქვათ ის სირი ხიდი რომ ააშენეს და მონუმენტი(მაგ სიტვას არ ვხმარობ)ქალაქმა არ დააფინანსა?

 

ამ შემადგენლობით ამათ ერთი რაც შეუძლიათ ეს არის ამინდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მითუმეტეს,მაგრამ რაღაცა ქალაქის დაფინანსების საკითხებს ხომ იღებენ?

რა თქმა უნდა, ქალაქის ბიუჯეტს საკრებულო ამტკიცებს.საკრებულოსთვის თინა ზედგამოჭრილია. ის ერთადერთია(როგორც ხელისუფლებიდან ისე ოპოზიციიდან) ვინც ბიუჯეტს თავიდან ბოლომდე გულდასმით კითხულობს და ყველა დეტალი იცის. მართალია გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ მაგათ სისხლს გაუშრობს და ყველაფერს სააშკაროზე გამოიტანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ მაგათ სისხლს გაუშრობს და ყველაფერს სააშკაროზე გამოიტანს.

ხო მაგის იმედზე იყავით თქვენ და მაგი ჩაუთვალეთ თქვენ ოპოზიციას მთავარ გამარჯვებად... ვაი უბედურო საქართველოვ...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

რა თქმა უნდა, ქალაქის ბიუჯეტს საკრებულო ამტკიცებს.საკრებულოსთვის თინა ზედგამოჭრილია. ის ერთადერთია(როგორც ხელისუფლებიდან ისე ოპოზიციიდან) ვინც ბიუჯეტს თავიდან ბოლომდე გულდასმით კითხულობს და ყველა დეტალი იცის. მართალია გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ მაგათ სისხლს გაუშრობს და ყველაფერს სააშკაროზე გამოიტანს.

ჭეშმარიტად :)

ბიუჯეტის გულდასმით კითხვა და დეტალები რა კაცის საქმეა

სისხლის გაშრობაში კი, ბადალი არ ეყოლებოდა :(

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ქალაქის ბიუჯეტს საკრებულო ამტკიცებს.საკრებულოსთვის თინა ზედგამოჭრილია.

 

 

გამოიტანოს და იყოს მიშა,ეგრე პარლამენტიდანაც გამოაქვთ ვითომ და რამე ისე ხდება როგორც ნაციონალებს არ სურთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ხო მაგის იმედზე იყავით თქვენ და მაგი ჩაუთვალეთ თქვენ ოპოზიციას მთავარ გამარჯვებად... ვაი უბედურო საქართველოვ...

ვინმეს თუ ეგონა რომ ოპოზიცია არჩევნებს მოიგებდა, სამწუხაროდ ძალიან ცდებოდა.უგულავამ ამ არჩევნებზე დაახლოებით 250 000 ხმა მიიღო.როცა მიშამ საპრეზიდენტოზე 160 000. ანდა პირობები(ხელისუფლების ზეწოლა)ერთნაირი იყო.აი ამაზე შეიძლება ვთქვათ ვაი უბედურო საქართველო.

იქნებ ვინმემ ახსნას ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

იქნებ ვინმემ ახსნას ეს.

 

 

მეც გამიკვირდა პროცენტების სხვაობა,მაგრამ ხალხი დაიღალა პროსტა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უგულავამ ამ არჩევნებზე დაახლოებით 250 000 ხმა მიიღო.როცა მიშამ საპრეზიდენტოზე 160 000. ანდა პირობები(ხელისუფლების ზეწოლა)ერთნაირი იყო.აი ამაზე შეიძლება ვთქვათ ვაი უბედურო საქართველო.

იქნებ ვინმემ ახსნას ეს.

გავა დრო და გაირკვევა, ამ არჩევნებში გაყალბების რა ახალი, ისტორიაში ჯერ უცნობი ხერხი მოიფიქრეს და მერე ავხსნით :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მე იმ ლიდერისთვის მიმიფურთხებია, ასე რომ მოიქცევა.

დათო საგანელიძე ბრძოლობს გამიყალბესო, და ამან კიდევ ამის თქმაც კი ვერ გაბედა...

ქათამია რა...

 

რეინჯერიიიიიი მამაააააა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ვინმეს თუ ეგონა რომ ოპოზიცია არჩევნებს მოიგებდა, სამწუხაროდ ძალიან ცდებოდა.უგულავამ ამ არჩევნებზე დაახლოებით 250 000 ხმა მიიღო.როცა მიშამ საპრეზიდენტოზე 160 000. ანდა პირობები(ხელისუფლების ზეწოლა)ერთნაირი იყო.აი ამაზე შეიძლება ვთქვათ ვაი უბედურო საქართველო.

იქნებ ვინმემ ახსნას ეს.

 

20 ლარი დაურიგეს ღატაკ ხალხს და მერე მათი მისვლა კოორდინატორმა ქალბატონებმა უზრუნველჰყვეს :yes:

100 000 კაცის ხმა 2 ლიმონი დაჯდა დაახლოვებით, არც თუ ისე ბევრია პრინციპში, ერთი მილიანერის გაწეწავა ფულია რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...