Siknadmo Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებს "ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის მიზნით "წამყვან ოპოზიციურ ძალებთან" კონსულტაციებს იწყებს. როგორც "ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა, კონსულტაციები პირველ რიგში, "ფორუმის" მიერ საარჩევნო გარემოს შესასცვლელად შემუშავებული წინადადებების ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებთან გაიმართება, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციიდან – "ქრისტიან-დემოკრატებთან". ამასთან, ფორუმი ყოფილ პრემიერთან ზურაბ ნოღაიდელთან მიმართებაში პოზიციებს არ ცვლის და მასთან კონსულტაციებს კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა მზადაა, ითანამშრომლოს ნოღაიდელის "ეროვნულ საბჭოში" შემავალ ძალასთან – "კონსერვატორებთან", რომლებმაც საარჩევნო გარემოს შესაცვლელად "ფორუმის" წინადადებები მოიწონეს. "ამ ბრძოლაში ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს გამოვიყენებთ, რათა საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მივაღწიოთ პრინციპით "ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა". ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სწორედ ამ გზით უნდა იქნას უზრუნველყოფილი. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით პაექრობის დრო დასრულდა და ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ორგანიზება ერთიანი ძალებით უნდა მოხერხდეს" - განაცხადა შარტავამ და დასძინა, რომ კონსულტაციებთან დაკავშირებით საზოგადოება პერიოდულად იქნება ინფორმირებული. რაც შეეხება 30 მაისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, შარტავამ იგი "პოლიტიკურ სპექტაკლად" შეაფასა და განაცხადა, რომ "ამომრჩეველთა ნებაზე ტოტალური კონტროლი ხორციელდებოდა". "არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია დამარცხდა, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად და ამ მიზნით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ადგილობრივი არჩევნების მიმართ განსხვავებული პოზიციებისა, 30 მაისის შემდეგ ყველა რეალური ოპოზიციური ძალა თანამშროლობის ფორმატის გამონახვის უნარს გამოავლენს" - დასძინა შარტავამ. შეგახსენებთ, რომ "ეროვნულ ფორუმს" 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...bs-itsyebs.html დიახ, რეჟიმთან ბრძოლა გრძლედება! ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, არა, ნიჰილიზმის დედაც ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts