Blaugranator Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 "ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებს ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის მიზნით "წამყვან ოპოზიციურ ძალებთან" კონსულტაციებს იწყებს. როგორც "ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა, კონსულტაციები პირველ რიგში, "ფორუმის" მიერ საარჩევნო გარემოს შესასცვლელად შემუშავებული წინადადებების ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებთან გაიმართება, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციიდან – "ქრისტიან-დემოკრატებთან". ამასთან, ფორუმი ყოფილ პრემიერთან ზურაბ ნოღაიდელთან მიმართებაში პოზიციებს არ ცვლის და მასთან კონსულტაციებს კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა მზადაა, ითანამშრომლოს ნოღაიდელის "ეროვნულ საბჭოში" შემავალ ძალასთან – "კონსერვატორებთან", რომლებმაც საარჩევნო გარემოს შესაცვლელად "ფორუმის" წინადადებები მოიწონეს. "ამ ბრძოლაში ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს გამოვიყენებთ, რათა საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მივაღწიოთ პრინციპით "ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა". ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სწორედ ამ გზით უნდა იქნას უზრუნველყოფილი. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით პაექრობის დრო დასრულდა და ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ორგანიზება ერთიანი ძალებით უნდა მოხერხდეს" - განაცხადა შარტავამ და დასძინა, რომ კონსულტაციებთან დაკავშირებით საზოგადოება პერიოდულად იქნება ინფორმირებული. რაც შეეხება 30 მაისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, შარტავამ იგი "პოლიტიკურ სპექტაკლად" შეაფასა და განაცხადა, რომ "ამომრჩეველთა ნებაზე ტოტალური კონტროლი ხორციელდებოდა". "არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია დამარცხდა, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად და ამ მიზნით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ადგილობრივი არჩევნების მიმართ განსხვავებული პოზიციებისა, 30 მაისის შემდეგ ყველა რეალური ოპოზიციური ძალა თანამშროლობის ფორმატის გამონახვის უნარს გამოავლენს" - დასძინა შარტავამ. შეგახსენებთ, რომ "ეროვნულ ფორუმს" 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...bs-itsyebs.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ანალოგიური თემა გავხსენი მეც და მივხურე, აქ გავაგრძელოთ საუბარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ამასთან, ფორუმი ყოფილ პრემიერთან ზურაბ ნოღაიდელთან მიმართებაში პოზიციებს არ ცვლის და მასთან კონსულტაციებს კატეგორიულად გამორიცხავსხოდა რაც ალასანიას დაემართა, ის დაემართება მაგათაც ჩვენს გარეშე გამარჯვება არ არსებობსო, ვეღარ გაიგეთ? ვააა, ეს რა ხალხთან გვაქვს საქმე რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted June 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 (edited) ხოდა რაც ალასანიას დაემართა, ის დაემართება მაგათაც ჩვენს გარეშე გამარჯვება არ არსებობსო, ვეღარ გაიგეთ? ვააა, ეს რა ხალხთან გვაქვს საქმე რა ძიძი ხომ გაიმარჯვა რა თქვენთან ერთად :018: Edited June 1, 2010 by Blaugranator Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ფრონტი თორე ეხლა მაგათაც არ იომონ რისი მაქნისები არიან საერთოდ და ეგ სააკაშვილის დამთავრების მერამდენე ტალღა იქნება მე-10 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტისწადით თქვენი ქვეშაფსია დედაც ვატირეთქო გადაეცით... ნეტავ რისი თავი აქვთ მაგ საწ####ბს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 DonCaredoხოდა რაც ალასანიას დაემართა, ის დაემართება მაგათაც ჩვენს გარეშე გამარჯვება არ არსებობსო, ვეღარ გაიგეთ? ვააა, ეს რა ხალხთან გვაქვს საქმე რა ვინც ნოღაიდელთან დადგა ეგონათ ფულს დახარჯავდა და შედეგი იქნებოდა, მაგრამ ნოღა მაგის ჩიტია?. დღეს აგინებდნენ აქტივისტები, ხელფასიც არ მოგვცაო. ნოღას პარავოზმა ჩაიარა უკვე. დავალება შეასრულა: ოპოზიციის რაღაც ნაწილს რეიტინგი დაუგდო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 მივესალმები ახალ ინიციატივას. ფორუმთან ერთად ნამდვილად შეიძლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესობაზე მუშაობა.ხო კიდევ, ნოღაიდელი გაიტანეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 გუბაზიკო იქნება კავკასიაზე მოწვეული და მოუსმინეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 ვნახოთ .პროგნოზეწბისგან პას. ისე სწორი სვლაა.იმედია ვ"ხომ გეუბნებოდის" არ დაიწყებს...მაშინ გავბრაზდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 (edited) გუბაზიკო იქნება კავკასიაზე მოწვეული და მოუსმინეთ მოვუსმინეთ. ეროვნულ დაუმორჩილებლობას აპირებს გუბაზა. მხოლოდ შემოდგომიდან, ზაფხულში უნდა დავისვენოო :beach: ანალგინმა რომ თქვა ზაფხულშიო გადააგდონ მიშაო, ეტყობა არ წაუკითხავს ამას.მიშა თუ წავა ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებსო, ვანოს არ ვაძლევ ხელშეუხებლობის გარანტიასო. Edited June 1, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 "ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებსეს შაირი ვინ გასწავლა, ვინ მოგცა ხელში ყანწიო, გაიწიე ბაღანა, თუ არა მოვიდა გუდიანი კაციო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 კარგი პარტიული პოპულიზმი . საკმაოდ პირდაპირი დაბოლება, თუმცა საჭიროა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 თქვენთან და "ეროვნულ ფორუმთან" დიდი ბოდიში, მაგრამ კაც yl ქართულად ვერ დამიწერია. მაგალითად "საწylebs" საწ####ბს" ეხლა ამ ქართულ ენამ რა დააშავ თუ სიტყვაში "yle" ყოველთვის არ ნიშნავს ასოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2010 თქვენთან და "ეროვნულ ფორუმთან" დიდი ბოდიში, მაგრამ კაც yl ქართულად ვერ დამიწერია. მაგალითად "საწylebs" საწ####ბს" ეხლა ამ ქართულ ენამ რა დააშავ თუ სიტყვაში "yle" ყოველთვის არ ნიშნავს ასოს. ბაბუ ბატონო, ეს ზოგადად ქართული ფორუმების პრობლემაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.