Xogais Mindi Posted May 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ეს იყო მოვლენა და იყო ადამიანი ლეგენდა! კაროჩე კაცი წერდა შედევრებს რომელიც მარტო წაკითხვისას დაგატკბობდა და შინაარსი იყო ისეთი გულში ლახვარივით ეცემოდა (წავიმაღალფარდოვნებ ამ კაცის თემაში მაინც ცოტას) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 31, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ჰო აი მაგალითად: ჩემი სამშობოლო საქართველო სხვა თეატრიაბევრი მინახავს ხეტიალში მე ტეატრებიგახუნებული მისი სული ბევრმა ათირამაგრამ ელვარე მზე სხივებით არეხათრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted May 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ჰო აი მაგალითად: ჩემი სამშობოლო საქართველო სხვა თეატრიაბევრი მინახავს ხეტიალში მე ტეატრებიგახუნებული მისი სული ბევრმა ათირამაგრამ ელვარე მზე სხივებით არეხათრება. შენ გესმის საგანი უდაოდ http://talk.ge/style_emoticons/default/drag.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted August 23, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2008 შენ გესმის საგანი უდაოდ http://talk.ge/style_emoticons/default/drag.gifვერდავჯერებ : და რამინდოდა მეთქვა! თეთრ ზამბახების დგანან ფარდები, გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს, და ისე ყრია თეთრი ვარდები, თითქო ათასი აქ გედი მოკლეს. პ.ს. გაღებულია სამოთხის კარი და მე მრცხვენია რომ ვარ უშენოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted November 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2008 არ ვიცი ტიციანი ვინ არის ცჰემტვს ვაგმერტემ ამ ადამიანს... ყველა ლეხსი შედევრია... ერტ-ერტი ცჰემი უსყვარლესი პოეტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted June 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2009 ორი გენიოსი: ტიციანი და გალაკტიონი http://i024.radikal.ru/0906/25/c5953a2bc056.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ესეიგი მთელი ამდენი ხანია ხომ გავიძახი რომ ვაიმე ნეტა თემაში ტიციანი შემხვდეს მეთქი და დავჯექი გამოცდაზე სანამ დაიწყებოდა ხო იმდენი ვილაპარაკე რომ ყველამ გაიგო რომ ტიციანი მინდოა ტემაში და ნუ გადავშალე ტესტი და რას ვხედავ : ტიციან ტაბიძე ,,სერგეი ესენინს'' იმხელა ვიკივლე ლამის გამომაბუნძულეს მერე იმდენად აჟიტირებული ვიყავი რომ ვეღარ ვწერდი ტემას. მართლა არ მჯეროდა არადა ეგ ლექსი სულ ზეპირად ვიცი მერე დავწერე რარარ მარამ ისეთი ვერა როგორიც მინდოდა :9 არ უნდა გამხარებოდა რა ეგრე როცა სუფრაზე თამადა ვარ და სამშობლოს სადღეგრძელო ილება არ არსებობს ტიციანი ლექსი არ მოაყოლო როგორ მისმენენ ხოლმე იცით?? სულგანაბულ! ახლა ვაპირებ ტიციანის ყველა ლექსის სწავლას ზეპირად! უმეტესობა ვიცი (თუ ზეპირად არა პრაზას მაინც დავასრულებ) სერგეი ესენინსგაუხედნავი კვიცი იყავი და სისხლიანი როგორც ჩაღატარ. დარჩები ლექსში გაურიყავი, ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან. მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების და მოატანე დარიალამდე. სული სულს როგორ დაემალება?! ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ. განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი, რომ გადარჩენა არ გხარებია?.. ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი, სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?.. გდიოდა ლექსი შენ როგორც სისხლი, მოურჩენელი გულის იარა. თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა. გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო. ყინვას გაჰქონდა გარედ კაშკაში, სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო. და გულში სტირის შენი ანდერძი: სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად. წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი წამოიზრდები სისხლის ტომარად. ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი, მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს, სული დააპეს და მერე ძორი... ძორიც ძერებმა გამოათავეს. ასე უჭირდა ალბათ ამირანს რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი... შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს - პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი. ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ, შენზე ღრიალით გასკდა არღანი. საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ, რაც ჩაკირულა გულში ბალღამი... სამწუხაროა ყველა ესენი და უფრო მწარე კიდევ ის არი, ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ! ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!.. ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს, ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!.. 28 თებერვალი, 1926 წ. ტფილისი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ჰეჰეშენ მე უნდა გენახე რა დამამერთაჯერ პირველი დოჩანაშვილი და მეორე ეგა გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frank Einstein Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 მაგარი ლექსია... მურმან ლებანიძის გალაკტიონი,ტიციანთან ყოფილა უბრად,ტიციანსთავის პოეტებში ჰქონია სუფრა,და იჯდა თურმეჩვენი დენდი საერთო ჯამთან -უხორცო იყო,ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,გალაკტიონიშემოსულა დუქანში ამ დროს,მარტო დამჯდარა,მარტოსული, და უსვამს მარტოს;არ მიუხმიაის ტიციანს, არა და არა,და ასე უბრად,უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.უცებ... (მახლობლადპურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)გალაკტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -უკადრებიარეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,წამოვარდნილაჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,დაუდგამს ჭიქა,შეუხსნია კისერზე ბანტიდა უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.და დარევიანპოეტები ერთპირად რეგვნებსდა ჭახაჭუხიშესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;და როცა ჩვენილომკაცები ბრძოლით დამძღარან,დაუფრენიათთხებივით და ომი დამცხრალა,- ტიტე, ძამიკო! -შეშლილივით აყვირებულაგალაკტიონიდა ორთავე ატირებულაორპირის ფშანზეგაზრდილ ბიჭებს უეცრად გულიამოსჯდომიათ, ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,რაც ექნებოდათსამდურავი იციან, ვიცით!დიდი ბავშვები!ამდგარან და და დამსხდარან ერთადდა პოეზიაუთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.ეს ყველაფერი მე მიამბო "არაგვში" გალამდა, თუ ვუმატებ,ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,არამი იყოსის წარწერა: "სულით და გულით!"იქ, იმ სარდაფშიმიღებული ღვინო და პური!გული გულს იცნობს,ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...ლეგენდად დარჩეს,მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ticianelo ჰეჰეშენ მე უნდა გენახე რა დამამერთაჯერ პირველი დოჩანაშვილი და მეორე ეგა გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლოშეეეენც? კიდევ კარგი არ გამომაბუნძულესი იქიდან გდიოდა ლექსი შენ როგორც სისხლი.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.