Jump to content
Planeta.Ge

ტიციან ტაბიძე


Recommended Posts

http://i020.radikal.ru/0804/67/63c5e178b339.jpg

 

შეუძლებალია გაეცნო ტიციანის შემოქმედებას და არ შეგიყვარდეს... არამარტო პოეზიას, ტიციანის პროზაც საკმაოდ სასიამოვნოდ იკითხება, რათქმაუნდა ეს არ არი სქელტანიანი რომანები ან უბრალოდ მოთხორობები, პატარა ჩანახატეი, და თითოეულ მათგანში საკმაოდ დიდი არზრი დევს.

 

ყველამ იცით ალბათ რომ, 1915 წელს ქუთაისში ვალერიან გაფრინდაშვილთან, პაოლო იაშვილთან ერთად ტიცინმა დაარსა გენიალური ორდენი "ცისფერი ყანწი". ორდენის შესახებ ტიციანი ავტობიგრაფიაში წერს: "მიუხედავად იმისა, რომ მოწყვეტილნი ვიყავი რეალურ სინამდვილეს და უუნოარონი აღმოვჩნიდით სწორედ გავრკვეულიყავით სოციალურ-პოლიტიკურ ამბებში, მაშინდელი გაღარიბებული ლექსის ფონზე პეტების ახალმა სკოლამ მაინც დიდი როლი ითამაშა. პირველად ჩვენ შემოვიტანეთ ქართულ ლექსში სიტყვები, რომლებიც განდევნილი იყო ან სულ არ იხმარებოდა, პირველად დაიწერა ნამდვილი სონეტები, ტერცინები, ტრიოლეტები". ტიციანის ლექსები გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ირონიით, იგი დასცინის საკუთარ თავს, გარშემომყოფებს, არ აერიდება არაფერს. ასევე შეუძებელია არ ავღნიშნოთ ლექსების მთელი სერია, რომელიც თამუნია წერეთელს ეძღვნება და ამ ლექსებში ყველგან შეხვებით სიტყვას "მოდი-ნახე", რომელიც სიმბოლურად განასახიერებს პატივისცემას იმ მხარისადმი საიდანაც წარმოშობით იყო თამუნია წერეთელი (მოდი-ნახე, ერთ ერთი ციხეა საჩხერის რაიონში).

 

ალბათ ასევე ყველამ იცით რა ტრაგიკული ბედი ეწია ტიციანს, ისიც სხვა სულით თავისუფალი შემოქმედების მასგავსად, ვერ ჩაეტია კომუნისტური რეჟიმის მიერ დაწესებულ ჩარჩოებში და 37 წლის რეპრესიებს შეეწირა...

 

ასეთია ამ გენიალური ადამიანის მიერ განვილი ცხოვრება, მაგრამ როგორც თვითონ წერს:

 

"სამჯერ ვარ დაბადებული,

მონათლულიც ვარ სამჯერა,

ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,

ერთხელ სიკვდილის არ მჯერა!"

 

ტიცანის და სხვა მის მსგავს გენიოსებს სიკვდილი, თანაც ერთხელ რასაკვრველია ვერაფერს დააკლებს!

 

ნუ აქ სრულად არ არის ტიციანის შემოქმედაბა წარმოდგენილია, მაგრამ მაინც იყოს:

 

http://www.lib.ge/each_author.php?264

© ATWA

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ ვწერ ლექსებს...

 

ლექსი თვითონ მწერს...

 

პირველი პოეტი გალაკტიონის მერე...

 

მერე დავდებ გალაკტიონის ნაწერებს ტიციანზე და გალაკტიონზე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ლექსი მიყვარს რატოღაც :)

 

ჩააქრეთ სულში სიონის ზარი

და ალავერდის წმინდა სანთელი,

ომში მიმავალ სამას ხევსურის

დიდ საყვირების კორიანტელი,

 

რომ არ ვხედავდე ცხელი შანთებით

მე გალურჯებულ დედოფლის ძუძუს,

რომ არ ვხედავდე სისხლის მარაბდას

ვაჟკაცთა ძვლებით ჩაკირულ კუნძულს.

 

რომ არ სტიროდეს ძველი მირონით

დაობლებული სვეტიცხოველი.

რომ ღვთისმშობელსაც არ ჰქონდეს მუდამ

დახვრეტილ თვალზე ცრემლი სოველი.

 

რომ ზღვათა მეფის დადიანის ქალს

არ მოკვდომოდა შვილი ოტია -

რომ არ მესმოდეს მართლა მიწისძვრა,

რომ მონგოლები ქართლზე მოდიან.

 

რომ არ მესმოდეს არაგვზე ოხვრა

ბატონიშვილის ალექსანდრესი,

რომ წიწამურზე ძვლების მაგიერ

არ იყოს ქვები სისხლით ნალესი.

 

ვინ გააჩერებს ამ ხმების გრიგალს? -

ამდენი ძვლები რად დამძგროვეთ!

მე თუ მომთხოვდით სიმღერას ახალს,

მე თუ გინდოდით თანამედროვედ?

 

ნუ შემიბრალებთ - მე ვარ ნაცარი,

ნუ შემიბრალებთ - მე გავხდი მტვერი,

ნუ შემიბრალებთ, ეს არს რაც არი,

რომ აგონიით ასე ვიმღერი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გილოცავთ

დღეს ტიციანის 113-ე დაბადების დღეა :jump: :jump:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი საყვარელი ლექსი

 

ლექსი მეწყერი

 

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

 

მე დავიბადე აპრილის თვეში,

ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,

მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში

მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

 

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,

ამ ლექსს რომ ვამბობ, ესიც დარჩება,

ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება

და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

 

იტყვიან ასე: იყო საწყალი,

ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი,

ლექსები იყო მისი საგზალი,

არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

 

და აწვალებდა მას სიკვდილამდე

ქართული მზე და ქართული მიწა,

ბედნიერებას მას უმალავდნენ,

ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

 

მე არ ვწერ ლექსებს,

ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

 

1927

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორი "მზე" ერთად...

 

http://i031.radikal.ru/0804/ff/26aa479a55af.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
უმაგრესი პოეტი იყო საწყალი, ბიოგრაფია რომ წავიკითხე ბევრი ვიტირე... შავი წელია 1937 :user: :)) ამბობენ მდინარე ვერესთან მოკლესო ანუ მზიურში რომ ჩამოედინება (შესაძლებელია მზიურშიც) ჯავახიშვილიც ამ წელს გამოასალმეს სიცოცხლეს და იაშვილსაც ამ წელს აიძულეს თვითმკვლელობა :)) :( და კიდევ ბევრი გამოასალმეს სიცოცხლეს მართალი სიტყვისთვის... აუ რა საშინელება იყო ეს წელი წარმომიდგენია :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო საშინელი რეპრესიები იყო...

 

ვერეში არდაუხრჩვიათ.

ბევრი ვერსია არსებობს.

ყველაზე საზარელი არის, რომ ღორებს მიუგდეს ცოცხლად ციმბირიში.

მაგრამ შემდეგ როგორც გამირკვა და ყველაზე მეტად შეესაბამება სინამდვილეს, გადასახლებიდან მესამე დღეს დახვრიტეს.

 

სხვათაშორის ოჯახის წევრებს კაი ხანს ეგონთ რომ ცოცახლი იყო და დაბრუნდებოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტიციანი მისი ადამიანობიასა და ვაჟკაცობის გამო მიყვარს. აბა ნახეთ:

ათასი გული ერთად რო მქონდეს,

ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,

ოღონდ, ძვირფასო, ღ დამიღონდე,

მახსენე, კაცად, როცა დაგჭირდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ძალიან მიყავრსს...

 

 

და მოთხრობები მიყვარს ძალიან... :| ნედნიერების ფერია ჰქვია... ის მიყვარს ძზალიან, კიდევ მარტოობა და საფლავის ქვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი სევდა

 

ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ, იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.

 

პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა. სად არ ვეძიე, სად, მე ის ღიმილი და ბოლოს დავრწმუნდი, რომ იგი არ განმეორდება, როგორც გვირგვინმოხსნილი სიწმინდე.

 

და ჩემს სულს ეწვია პირველი სევდა. პირველი სევდა, ბინდიანი, როგორც ოხვრა შუაღამისას ლიბანის მთაზე კედრისა.

 

ნაღვლიანი, როგორც სიმღერა ყვითელი ქარვის ფოთლების, შემოდგომის ქარიშხალის ფრთებზე მოცეკვავეთა...

 

მოწყენილი, როგორც წეროების უკანასკნელი ძახილი.

 

პირველად მამამ ამოიკითხა ჩემს თვალებში სევდა, როცა ჭადრაკს ვთამაშობდით და მაშინ მივხვდი, რომ წარსული სევდამ მოქარგა და უხილავი ჯაჭვით გადაება მას მომავალი. ჩემი სევდა მიაგავს სევდას ლეგენდის მოქანდაკისას, მარმარილოს რომ ენა ასწავლა და ბრინჯაოს - სიყვარულის ალერსი, მაგრამ ერთხელ რომ ძლიერ პირდაპირ შეხედა მზეს და შემდეგ მოჯადოებულმა ვერ შეძლო მარმარილოზე ნაგრძნობის გადატანა და ამაში იყო ნათელი ტანჯვა მისი სიცოცხლისა. ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.

 

პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოწყენილი, როგორც წეროების უკანასკნელი ძახილი...

 

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...