Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge სააკაშვილის პარტია არჩევნებში ლიდერობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg

 

სამანტა შილდსი

 

თბილისი, საქართველო – საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია ორშაბათის მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისკენ წავიდა, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნებში „მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები“ შეინიშნებოდა.

 

ეგზით პოლებმა და წინასწარმა გათვლებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს 60%-ზე მეტი ხმით იგებს. ეს არჩვენები პირველია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. არჩევნები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი საკრებულოების შემადგენლობა და ის, თუ ვინ დაიკავებს თბილსის მერის თანამდებობას, ბევრის მიერ განიხილებოდა, როგორც ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად შესძლებს ოპოზიცია სააკაშვილისა და მისი პარტიის მეტოქეობას, მას შემდეგ, რაც მან 2 წლის წინ საქართველო რუსეთთან დამღუპველ ომში შეიყვანა.

 

„გუშინდელი მუნიციპალური არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლობის თვალსაზრისით  აშკარა პროგრესით აღინიშნა, მაგრამ დარჩენილია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გადაწყდეს“ – განაცხადა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელმაც არჩევნებზე 200-ზე მეტი დამკვირვებელი გააგზავნა.

 

მეთვალყურეებმა შენიშნეს საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაგდების რამდენიმე შემთხვევა და პროცედურული დარღვევა ხმების დათვლისას არჩევნების დღეს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.  იქვეა ნათქვამი, რომ კამპანიის დროს შექმნილი ატმოსფერო იხრებოდა სააკაშვილის პარტიის კანდიდატთა სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთლიანად დაბალანსებული მაუწყებლობა უზრუნველყო.

 

არჩვენები გულისხმობდა თბილისის მერის ძლევამოსილ თანამდებობაზე კანდიდატის პირდაპირ არჩევასაც. ეს თანამდებობა განიხილება,  პრეზიდენტობის პრელუდიად, როდესაც 2013 წელს სააკაშვილი დაასრულებს თავის მეორე საპრეზიდენტო ვადას. სააკაშვილის მოკავშირე და მოქმედი მერი გიგი უგულავა დარწმუნებული ჩანდა იმაში, რომ ადვილად შეინარჩუნებს თანამდებობას. მას შემდეგ, რაც ხმების 80 პროცენტი დაითვალა, მას  ხმების  54 პროცენტი ჰქონდა. მთავარი ოპოზიციური ფიგურა ირაკლი ალასანია მას მნიშვნელოვნად ჩამორჩა და ხმების 20.5 პროცენტი მიიღო.

 

ამ არჩევნებმა ასევე ვერ მიანიშნა ოპოზიციის ლიდერებს, რომ ამ ბოლო დროს არჩეული სტრატეგია  მათ წარმატებას მოუტანს. ამ ახალი სტრატეგიის ფარგლებში მათ მოსკოვთან კონტაქტების დამყარება იწყეს და ჩავიდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ უფრო შეუძლიათ საქართველოს ძლევამოსილ მეზობელთან ურთიერთობების გამოსწორება.

 

სააკაშვილი ხელისუფლებაში დემოკრატიული აღტკინების ტალღაზე, 2003 წლის ვარდების რევოლუციით, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტებისა და საცხოვრებელი სტანდარტის გაუმჯობესების დაპირებით მოვიდა.  ეკონომიკაში მას წარმატებები ჰქონდა, მაგრამ სააკაშვილს  შემდეგ ბრალი დასდეს იმაში, რომ საქართველო რუსეთთან წაგებულ ომში ჩაითრია, საკუთარ ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა და დათრგუნა მედიის თავისუფლება.

 

სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომი მას არ დაუწყია და რუსეთის ინტერვენციის პასუხად მოქმედებდა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...