planetanews Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 ცენტრალურ საარჩევნო კომისიში შესული საჩივრების განხილვა დღეს, 8 საათზე, დაიწყება. ცესკოში 30 მაისს სულ 6 საჩივარი-განცხადება შევიდა. აქედან 5 საარჩევნო უბნებზე ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების დაგვიანებით მიტანას ეხება, რაც საარჩევნო კოდექსის 54–ე მუხლის მეცხრე პუნქტის დარღვევაა, ხოლო დარჩენილი ერთი კი კენჭისყრის დღეს ამომრჩეველზე ზემოქმედების შესახებაა. ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის უბნებში ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიტანა დაგვიანდა. საარჩევნო კოდექსის 54–ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, მათი მიწოდება უბნებზე კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა მოხდეს. ერთ-ერთ საჩივარში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, სულიკო ციცვაძე წერს, რომ საბურთალოს რაიონში კონვერტებისა და ბიულეტენების მიღება 11 საათის დაგვიანებით, დილის 7 საათზე მოხდა. ხოლო ჩუღურეთის #7 საარჩევნო ოლქის კომისიის წევრების, მაკა სახურიასა და ნატია ბასილიძის განცხადება-საჩივარში ნათქვამია, რომ #7 საარჩევნო ოლქმა ბიულეტენების მიღება დაიწყო 29 მაისს, დაახლოებით 21 საათიდან და ეს პროცესი დილამდე გაგრძელდა. საარჩევნო კოდექსის იმავე მუხლის მეცხრე ქვეპუნქტის თანახმად, ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები არჩევნებამდე არაუგვიანეს 2 დღისა უნდა გადასცეს. ამავე საკითხზე ცესკოს განცხადებით, ,, ქრისტიან-დემოკრატებმაც’’ მიმართეს. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დარღვევა ჩუღურეთის 25-მდე საარჩევნო უბანზეც დაფიქსირდა. ცესკოს პრესსპიკერი, ჯული გიორგაძე ამბობს, რომ ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ბეჭვდა დაგვიანდა და, შესაბამისად, ისინი საარჩევბო უბნებზეც გვიან მიიტანეს. ,,ეს დაგვიანება ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა ამომრჩევლისათვის, უბრალოდ, ამან გამოიწვია ის, რომ უბნის კომისიის წევრები პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები და ელოდებოდნენ, როდის მიუტანდნენ მათ ბიულეტინებს”, – განმარტავს გიორგაძე. სამგორის #6 საარჩევნო ოლქის კომისიის წევრმა, დავით შაფათავამ განცხადება-საჩივარში ყურადღება კენჭისყრის დღეს ამომრჩეველზე ზემოქმედების ფაქტებზე გაამახვილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ,,ალიანსი საქართველოსათვის’’ წარმომადგენელთან ერთად სამგორის საარჩევნო უბნები დაიარა. შაფათავა ამბობს, რომ საარჩევნო უბნების შესასვლელებთან ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები დაბეჭდილი სიებით ხელში არჩევნებზე მისულ მათთვის სასურველ ამომრჩევლებს აფიქსირებდნენ. ,,ესენი ის კოორდინატორები არიან, რომლებიც ფულს იღებენ ყოველი გვერდის შევსებისათვის და აინტერესებენ ამომრჩეველს ხუთიანის წინასწარ შემოხაზვისთვის”, – ნათქვამია განცხადება-საჩივარში. შაფათავა ასევე აღნიშნავს, რომ # 45-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ისეთი პირი შეუშვეს, რომელსაც მარკირება გაკეთებული ჰქონდა, ხოლო #47 საარჩევნო უბანზე კი ზედმეტი ბიულეტენები გასცეს ამომრჩევლებზე. ის საჩივრები კი, რომლებიც საარჩევნო უბნებში და ოლქებში დაიწერა, განიხილება საუბნო და საოლქო კომისიების მიერ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ასეთ საჩივართა რაოდენობა. როგორც ცესკოს პრესპიკერმა ,,ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ამ საჩივრების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაიდება საიტზე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts