Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

BEST_GEORGIAმე მაგას არ ვგულისმობდი, "მე ვარ უკეთესი " უბრალოდ გადამატება არსად,, არა კარგი მეტი არაფელი მიგულისხმია ;)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

Nukriko

ყველა რელიგია ანტისექსუალიზმით რატომ გამოირჩევა (სექსისადმი მტრობით)

იმიტომ რომ სექსი ხორციელი სიამოვნების მიღების ერთ ერთი საშუალებაა, რელიგიები კი ორიენტირებულნი არიან ხორციელი ვნებების მოკვდინებით ადამიანის სულიერ განვითარებაზე. მაინც და მაინც მხოლოდ სექსს არ მტრობენ, როგორც ასეთს, ზღვარგადასულ სიამოვნებას ანუ ვნებურ მოსაღრეობას მტრობენ, მაგალითად ქრისტე სვამდა ღვინოს, მაგრამ არ ლოთობდა რაც ცოდვაა, ის ჭამდა ხორცს მაგრამ ნაყროვანებას (ღოპრულ მუცელთხეთქვას) არ განიცდიდა, რაც ასევე ცოდვაა, პეტრეს ცოლი ყავდა შესაბამისად ქონდა სექსი, მაგრამ ფანტასტიური ორგაზმის მისაღწევად კორინთოში არ დარბოდა ბოზებთან და ა.შ

ზოგადად კი ნებისმიერი სიამოვნება დამოკიდებულებას იწვევს, მიცვევა იცის, დამონება. აი ამ მონობის პროცესს ებრძვის რელიგია სხვას არაფერს. თორემ სექსი რომ აკრძალული იყოს მაშინ ვეღარ ერქმეოდა 100 მხევლის მყოლე მეფე სოლომონს ღვთის ცხებული მეფე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

იმიტომ რომ სექსი ხორციელი სიამოვნების მიღების ერთ ერთი საშუალებაა, რელიგიები კი ორიენტირებულნი არიან ხორციელი ვნებების მოკვდინებით ადამიანის სულიერ განვითარებაზე. მაინც და მაინც მხოლოდ სექსს არ მტრობენ, როგორც ასეთს, ზღვარგადასულ სიამოვნებას ანუ ვნებურ მოსაღრეობას მტრობენ, მაგალითად ქრისტე სვამდა ღვინოს, მაგრამ არ ლოთობდა რაც ცოდვაა, ის ჭამდა ხორცს მაგრამ ნაყროვანებას (ღოპრულ მუცელთხეთქვას) არ განიცდიდა, რაც ასევე ცოდვაა, პეტრეს ცოლი ყავდა შესაბამისად ქონდა სექსი, მაგრამ ფანტასტიური ორგაზმის მისაღწევად კორინთოში არ დარბოდა ბოზებთან და ა.შ

ზოგადად კი ნებისმიერი სიამოვნება დამოკიდებულებას იწვევს, მიცვევა იცის, დამონება. აი ამ მონობის პროცესს ებრძვის რელიგია სხვას არაფერს. თორემ სექსი რომ აკრძალული იყოს მაშინ ვეღარ ერქმეოდა 100 მხევლის მყოლე მეფე სოლომონს ღვთის ცხებული მეფე.

შენ ეთანხმები ამაში რელიგიას..?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუჩაში მოვდიოდი და ვიღაცამ მომცა ორი წიგნი, სიცოცხლეს ასხივებ წაიკითხე აუცილებლადო, მეც წავიკითხე და ძალიან ბევრი სისულელე ეწერა.... ჯერ მეცნიერებას რატომ ებრძვიან ვერ გავიგე, საერთოდ სუსტი რელიგიის შტაბეჭდილება დატოვა ჩემში.

 

მოკლედ ატომის ცენტრში არის კრიშნაო და კიდევ ბევრი უაზრო რაღაცეები წერია.

http://a.pix.ge/q/zezw7.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც წავიკითხე და ძალიან ბევრი სისულელე ეწერა.... ჯერ მეცნიერებას რატომ ებრძვიან ვერ გავიგე, საერთოდ სუსტი რელიგიის შტაბეჭდილება დატოვა ჩემში. მოკლედ ატომის ცენტრში არის კრიშნაო და კიდევ ბევრი უაზრო რაღაცეები წერია.

ძაან "გამაკვირვე".. რელიგია და სისულელე?! ამას "ვერ დავიჯერებ!" :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

შენ ეთანხმები ამაში რელიგიას..?

რა არის იცი? რაღაც მომენტში ვეთანხმები, რაღაც მომენტში არა. უკეთ რომ ავხსნა მაგალითებს მოვიყვან.

ბავშვს ხომ იცი ნაყინი და შოკოლადი როგორ უყვარს, ერთხელ რომ გაასინჯო სანამ არ გაიზრდება მიყიდე, მიყიდეს ვერ მოაშლევინებ, ჩხავიხ, ტირის, იკლებს ქვეყანას, მოდი და ეხლა აუკრძალე ბავშვს ნაყინი, ხომ დაიტანჯება არა? ასევეა ახალგაზრდა კაციც და ქალიც, ერთხელ რომ განიცდის ორგაზმს, ნაყინივით სულ უნდა ამ სიამოვნების მიღება, ანუ ისენი სულიერი ბავშვები არიან, არ არიან ჯერ იმ დონეზე გაზრდილები სულიერად რომ სექსზე ნებაყოფლობით თქვან უარი. აი ამ სულიერ ბავშვებს რელიგიის მამები თუ პაპები უკრძალავენ სექსს, რაც არასწორია, არ არის ჯერ ამის დრო, არ არის ჯერ საზოგადოება იმ დონეზე მომწიფებული რომ გაათვიცნობიეროს შემდეგი "ხორციელი სიამენი დროებითია, სულიერი განვითარებისათვის ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი ჭეშმარიტი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე". ამათი აკრძალვები გავს უტიფარი მშობლის საქციელს, რომელიც ბავშვს ეუბნება ნაყინი ხიხიაა შვილო არ ჭამო, ბავშვს ხომ სულ კიდია ამ დროს მშობლის სიტყვები ნაყინის ხიხიაობასთან დაკავშირებით? ხომ მაინც უნდა და ხომ მაინც ჩხავის? ასევეა კაცობრიობაც. დღეს შენ ხომ აღარ ტირიხარ იმის გამო რომ ნაყინი ვერ გიყიდა მშობელმა? ნაყინი რომ არ ჭამე ხომ აღარ გაწუხებს ეს ფაქტორი? რატომ? იმიტომ რომ გაიზარდე, ბავშვი აღარ ხარ და შესაბამისად ეს საკითხვი აღარ გაღელვებს, გინდა? შეჭამ ნაყინს. გინდა? შეგიძლია თავი შეიკავო და აღარ იტირო მინდოდა და რად ვერ ვჭამეო. ანუ შენ უკვე შეგიძლია ნაყინის ჭამით გამოწვეული სიამოვნებისაგან თავის შეკავება და თან ისე რომ ეს თვითშეკავება დეპრესიაში არ გაგდებს, არ გაზიანებს, ასევე ვარ ზუსტად მეც ოღონდ სექსთან მიმართებაში, შემიძლია ვთქვათ ლოგინში ჩაწოლილი შიშველი ლამაზი ქალი წამოვახტუნო უკან ლოგინიდან, მეც ჩავიცვა და წავიდე, გააჩნია ხასიათს თან ამაზე სულაც არ ვიღელვებ უი ეს რად ვქენი თქო, ან შემიძლია მქონდეს სექსი და არც ამაზე ვიხარო და ვიტრაბახო ანუ შემიძლია თავი შევიკავო. რატომ? იმიტომ რომ უკვე იმდენი "ნაყინი ვჭამე" ყელში ამომივიდა. სექსმა ის "გემო" დაკარგა, რა გემოსაც "ნაყინი კარგავს" როდესაც ბავშვი დიდი კაცი ხდება. აღარ არის სექსი ის ხორციელი ვნება რომელიც ადამიანს აგიჟებს. მაგრამ ეს ჩემთვის. სხვისთვის? სხვისთვის ჯერ კიდევ ნაყინია და რამდენიც არ უნდა იჩხავლოს მღვდელი იყნება, მოლა თუ რაბინი, ადამიანი მაინც მიიღებს ამ სიამოვნებას, მანამ სანამ არ გაიზრდება, სანამ სულიერი ბავშვიდან, სულიერ კაცად არ გარდაიქმნება. ასე რომ აკრძალვა ამაოა და უაზროც, მაგრამ ამავდროულად ვინაიდან კეთილი შედეგის მომტანი ამ ნაწილში ვეთანხმები. აქ მეორე ასპექტიცაა, არსებობს კიდევ ასეთი სითხე ლუდი ქვია, ბავშვებს საშინლად არ მოწონთ, სულიერ ბავშვებს ეს "ლუდი" არ უნდა დაალევინო, მხოლოდ იმიტომ რომ სულიერ კაცს უკვე მოგწონს ეს ლუდი :)))))))))))))))))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

IamNumberOne

საერთოდ სუსტი რელიგიის შტაბეჭდილება დატოვა ჩემში.

არადა ინდუიზმი (კრიშნაიზმი, ვიშნუიზმი, შივაიზმი, ბრაჰმაიზმი) ძალიან ძლიერი რელიგიური მოძღვრებაა, თეოლოგიურ ეზოთერული თვალსაზრისით. ამ ყველაფერში რომ გაერკვე, ჯერ სხვადასხვა ფილოსოფიურ ეზოთერული ოკულტურ რელიგიური მოძღვრებების დაუფლება გმართებს, პირდაპირ ხელში აღებული რიგვედა ან ბჰაგავატ გიტა, ისეთივე მომაბეზრებელია როგორც პირველკლასელისათვის დონ კიხოტ ლა მანჩელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემიძლია ვთქვათ ლოგინში ჩაწოლილი შიშველი ლამაზი ქალი წამოვახტუნო უკან ლოგინიდან, მეც ჩავიცვა და წავიდე,

მშურს შენი ნებისყოფის.. :)

შემიძლია მქონდეს სექსი და არც ამაზე ვიხარო და ვიტრაბახო

ვინც ამით ტრაბახობს, იმ ხალხის მეც მიკვირს.. ეს მართლა ბავშვურია.. ეს თითქმის იგივეა (რაც არ უნდა უხეში შედარება იყოს), ადამიანმა იმით რომ იამაყოს, თუ რა მშვენივრად მოისაქმა.. :)

ანუ შემიძლია თავი შევიკავო. რატომ? იმიტომ რომ უკვე იმდენი "ნაყინი ვჭამე" ყელში ამომივიდა.

შენ გამძღარხარ ძმაო.. რესპექტი..! :D :+:

სექსმა ის "გემო" დაკარგა,

მოიცა, ნუ ჩქარობ. მაგას მოესწრები.. ;)

ასე რომ აკრძალვა ამაოა და უაზროც, მაგრამ ამავდროულად ვინაიდან კეთილი შედეგის მომტანი ამ ნაწილში ვეთანხმები.

სხვთაშორის მართალი ხარ, მგონი.. აკრძალვა მართლა უაზრობაა.. (მაგ ;) სხვასთან დაწოლა კი გინდა თუ არა - ღალატია..

ანუ შენ უარყოფ აკრძალვებს, მაგრამ ქადაგებებს (მცნებებს) ეთანხმები (მხედველობაშია ის, რაზეც საუბარია)..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ არ მომწონს ისეთი რელიგიები ვინც მატერიალურ პასუხებს გთავაზობს, ისინი ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ, ბიბლიას ვკითხულობდი გუშინ და მეცნიერულად ძალიან ბევრი უზუსტობაა. ნეტავ არსებობს ისეთი რელიგია რომელიც ძირითადად ფილოსოფიურია? აი მაგალიტად ავიღოთ სამყაროს შექმნა ხომ არის შესაძლებელი ეს რელიგიამ განმარტოს როგორც ფილოსოფია: იყო დიდი გონი შემდეგ ის განაწილდა რა და გაიფანტა მრავალსა მატერიასა და გონსა შინა :D ხოლო უფალი იგი არის გამფატავი გონისა თვისისა და იგი აღმატებულ არს ყველა გონსა ზედა, ხოლო იგი ვინც უფლისა მისისა გაფანტულ გონს არს ვერასვის შეიტყობს და მიაღწევსა ყველაზე დიდსა გონსა, რადგანაც ის არს გაფანტულ გონსა ერთერთნი ხოლო ყოვლისისა გონი არს უფლისა, დაე გონმა ყველამ პატივის სცნეს მას და სულელნი ვინაც უარყობს მას შეწყალებულ არს რათა არ შესწევს გონსა მისსა აღიარნოს მისი უმეცრებანი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

მშურს შენი ნებისყოფის.

არა, ეს ნებისყოფა არ არის, უფრო მობეზრებულ ონლაინ თამაშს გავს.

 

შენ გამძღარხარ ძმაო.. რესპექტი..

საიდუმლო ისევ სურვილის თავისებურებაშია, ანუ ე.წ ავსებაში "ლომკას" რომ ეძახიან. სექსის შემდგომ ხომ აღარ გინდა კვლავ სექსი ისეთივე ცხოველური ჟინით რაც სექსამდე გქონდა ასე არ არის? წყლის დალევის შემდეგ კვლავ ხომ აღარ გწყურია? გადის დრო და შემდეგ კვლავ იბადება სურვილი და ა.შ დაუსრულებლად სანამ არ ისწავლი სურვილების კონტროლსა და დამორჩილებას, მანამდე სურვილები აკონტროლებენ და იმორჩილებენ ადამიანს. ეს არის სწორედ ეგოიზმი სხვა კი არაფერი.

 

მოიცა, ნუ ჩქარობ. მაგას მოესწრები.

 

რას მოვესწრები იმპოტენციას? ეს შორს არის ჩემგან დაახლოვებით 40 წლით შემდეგ შეიძლება მეწვიოს :)

ის რაც ზემოთ დავწერე სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ ტითქოს სექსის სურვილი სადრაც გამიქრა, ან პრობლემები მაქვს, პირიქით თავს ისე ვგრძნობ როგორც ხარი კორიდაზე, უბრალოდ სურვილის კონტროლი შემიძლია აი სულ ეს არის.

 

, მაგრამ ქადაგებებს (მცნებებს) ეთანხმები

ეს მცნებები მიეცა ისრაელს, სულიერად განვითარებულ ხალხთა ჯგუფს. შენ ქართველს წარმართსა და მეომარს ვინმემ დაგიდგინა ეს მცნებები თავის დროზე? სანამ მცნებას აგკიდებენ ჯერ გკითხეს შეგეძლო თუ არა მისი დაცვა? ჯერ მოგამზადეს საამისოდ ეგრევე აკრძალვებით რომ გეტაკნენ? აი შედეგიც, მცნებები კიდიათ და არღვევენ სწორედ ისევე როგორც წარმართობის ჟამს შვრებოდნენ ამას. ვინაიდან სულით ისევ წარმართები არიან. არ მოამზადეს ერი სულიერად, არ აღზარდეს და ეგრევე აკრძალვებით ეტაკნენ, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ აი ამას არ აქვს აზრი განა თავად მცნებაა ცუდი, მცნება ხელს გიწყობს განვითარებაში და ეგოიზმიდან ალტრუიზმამდე გარდასახვაში, მაგრამ ბუნებით ბოროტს ჯერ უნდა ასწავლო როგორ მოახერხოს ეტაპობრივად შეცვლა და შეცვლილს ანუ ისრაელის წევრს შემდეგ უნდა დაუდგინო აკრძალვა რადგან უკან ჭაობში არ დაეცეს, ანუ გამოსწორებული რომ კვლავ არ ჩავარდეს ხორციელი ვნებების მონობაში.

რომ გაჩხავიან ემბიონებიდან არ იმრუშოს, მოდი ჯერ ის ახსენი როგორ არ უნდა იმრუშონ როდესაც თესლი ყურებიდან გადმოსდის ზოგიერთს და შემდეგ მოიღერე ყელი ღვთის მცნებათა საქადაგოს. როგორ არ უნდა ვიმრუშო? როგორ უნდა დავთრგუნო ეს სურვილი საკუთარ თავში ამას არავინ ასწავლის ადამიანს და ვალდებულებების წამოკიდებაში არიან მხოლოდ მარჯვენი, წვრთნით კი მტაცებელი ცხოველიც კი იწვრთნება და ადამიანიც მოახერხებს ხო ოდნავ უკეთ რაღაცას? გადი აბა პეკინზე და ბოზებს უთხარი არ იმრუშოთ თქო. რას გიპასუხებენ დააკვირდი, იგივე რომ უთხრა ვთქვათ მონაზონს შეიძლება თავი გაგიხეთქოს რა შემატყვეო. ამიტომ ჯერ ის ბოზი უნდა გარდაქმნა მონაზონად და შემდეგ აფრიალო აკრძალვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

 

რომ გაჩხავიან ემბიონებიდან არ იმრუშოს, მოდი ჯერ ის ახსენი როგორ არ უნდა იმრუშონ როდესაც თესლი ყურებიდან გადმოსდის ზოგიერთს და შემდეგ მოიღერე ყელი ღვთის მცნებათა საქადაგოს. როგორ არ უნდა ვიმრუშო? როგორ უნდა დავთრგუნო ეს სურვილი საკუთარ თავში ამას არავინ ასწავლის ადამიანს და ვალდებულებების წამოკიდებაში არიან მხოლოდ მარჯვენი, წვრთნით კი მტაცებელი ცხოველიც კი იწვრთნება და ადამიანიც მოახერხებს ხო ოდნავ უკეთ რაღაცას? გადი აბა პეკინზე და ბოზებს უთხარი არ იმრუშოთ თქო. რას გიპასუხებენ დააკვირდი, იგივე რომ უთხრა ვთქვათ მონაზონს შეიძლება თავი გაგიხეთქოს რა შემატყვეო. ამიტომ ჯერ ის ბოზი უნდა გარდაქმნა მონაზონად და შემდეგ აფრიალო აკრძალვები.

ვაიმე, ბევრი ვიცინე , მადლობა :)) :)) მართალი ხარ არ ასწავლიან როგორ უნდა დათრგუნონ ,იმიტომ რო არ იციან და სხვას როგორ ასწავლიან ,ადამიანის ფსიქოლოგიას არ იცნობენ .გამონაკლისებიც არის ,მარა ძალიან ცოტა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მცნებები მიეცა ისრაელს, სულიერად განვითარებულ ხალხთა ჯგუფს.

რაღაც, - "ებრაელნი - ღვთის რჩეულნი" გამახსენდა, მაგრამ არამგონია ამ გაგებით გეთქვას.. :)

მანამდე სურვილები აკონტროლებენ და იმორჩილებენ ადამიანს. ეს არის სწორედ ეგოიზმი სხვა კი არაფერი.

ხო, მაგრამ რა არი ადამიანი სურვილების გარეშე..?? მაგრამ თუ მხედველობაშია, სურვილი - სხვასთან დაწოლის.., როდესაც დაოჯახებული ხარ, ეს მართლა ეგოიზმია.. ამაში გეთანხმები..

რას მოვესწრები იმპოტენციას? ეს შორს არის ჩემგან დაახლოვებით 40 წლით შემდეგ შეიძლება მეწვიოს

იმპოტენცია არამგონია იმას ეწოდოს.. იმპოტენცია ავადმყოფობაა, ხოლო ის ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც სიბერე ქვია.. :)

ის რაც ზემოთ დავწერე სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ ტითქოს სექსის სურვილი სადრაც გამიქრა, ან პრობლემები მაქვს, პირიქით თავს ისე ვგრძნობ როგორც ხარი კორიდაზე, უბრალოდ სურვილის კონტროლი შემიძლია აი სულ ეს არის.

მე გავიგე..

ამიტომ ჯერ ის ბოზი უნდა გარდაქმნა მონაზონად და შემდეგ აფრიალო აკრძალვები.

ჰო, მაგრამ არც მონაზონობაშია ხეირი, IMHO.. :)

 

უბრალოდ სურვილის კონტროლი შემიძლია

სხვათაშორის, არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს იყოს (ასე ვთქვათ) გასაღები.........

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ არ ისწავლი სურვილების კონტროლსა და დამორჩილებას, მანამდე სურვილები აკონტროლებენ და იმორჩილებენ ადამიანს. ეს არის სწორედ ეგოიზმი სხვა კი არაფერი.

სურვილების დამორჩილება არ შეუძლია ადამიანს. ერთი სურვილის დატრგუნვა მხოლოდ მეორე სურვილის იმპულსირებით არი შესაძლებელი.

თუნდაც შენი მაგალითის საფუძველზე გეტყვი. იმისთვის რომ წყურვილის სურვილი დაძლიო შენ უნდა შექმნა სურვილი :არ მწყურია: , წყურვილს დაძლევ მაგრამ საბოლოოდ ისევ სურვილის ზემოქმედების ქვეშ იქნები

 

ამიტომ ჯერ ის ბოზი უნდა გარდაქმნა მონაზონად და შემდეგ აფრიალო აკრძალვები.

ადამიანი რომც მივიდეს განღმერთებამდე რა მუღამი ექნება?

ანუ იმას გეკითხები რო მე როგორც რიგით, მოკვდავ, ცოდვილ ადამიანს რომელსაც ცხოვრების აზრი სურვილების ასრულება მგონია რა ხეირს მპირდება და რატო უნდა მინდოდეს მონაზვნობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

 

სურვილების დამორჩილება არ შეუძლია ადამიანს. ერთი სურვილის დატრგუნვა მხოლოდ მეორე სურვილის იმპულსირებით არი შესაძლებელი. თუნდაც შენი მაგალითის საფუძველზე გეტყვი. იმისთვის რომ წყურვილის სურვილი დაძლიო შენ უნდა შექმნა სურვილი :არ მწყურია: , წყურვილს დაძლევ მაგრამ საბოლოოდ ისევ სურვილის ზემოქმედების ქვეშ იქნები

მე ეგოისტურ სურვილებს ვგულისხმობ თორემ ალტრუისტული სურვილები კი არ უნდა დათრგუნო პირიქით უნდა აღზარდო და განავითარო.

 

ადამიანი რომც მივიდეს განღმერთებამდე რა მუღამი ექნება?

მარადიული ნეტარება, ყოვლისშემძლეობა და ა.შ

 

ანუ იმას გეკითხები რო მე როგორც რიგით, მოკვდავ, ცოდვილ ადამიანს რომელსაც ცხოვრების აზრი სურვილების ასრულება მგონია რა ხეირს მპირდება და რატო უნდა მინდოდეს მონაზვნობა?

იმიტომ რომ გინდა ტუ არ გინდა იძულებული შეიქნმები ოდესღაც მოგინდეს მონაზვნობა, სხვა გზა არ არის, უბრალოდ დაწერილ მატრიცაში გიწევს მოღვაწეობა, სხვა გზა არ არის ყველა განღმრთოვდება, ვინაიდან ეს არის შემოქმედის ერთი დიდი დროში გაწელილი თამაში.

 

Shaten

 

ჰო, მაგრამ არც მონაზონობაშია ხეირი, IMHO.

aris, ubralod amis Sesaxeb Sen ar ici, imitom rom ar gamogicdia.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

IamNumberOne

ბიბლიას ვკითხულობდი გუშინ და მეცნიერულად ძალიან ბევრი უზუსტობაა.

ერთ რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს ხო? შენ ბიბლიას არ კითხულობდი, შენ კითხულობდი ფანტასტიკური ჟანრის ბესტცელერს. შენ ბიბლიის კითხვა არ შეგიძლია იმ მარტივი მიზეზის გამო რასაც შტოების ენა ქვია, რომელიც არ იცი და რომლითაც არის დაწერილი ბიბლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...