Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კრიშნაიზმის შესახებ დიდი არაფერი არ ვიცი. გავამდიდროთ ერთმანეთი ამ რელიგიის შესახებ ცოდნით და დავდოთ ინფორმაციები.

 

ერთი ვიკი-ში რაც ვნახე ეს არის, სხვა დანარჩენი მის შესახებ წარმოდგენა არ მაქვს.

 

კრიშნა (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

 

კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.

 

ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა.

 

მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა.

 

ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად:

“ მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი.

 

ბუნება მე მემორჩილება. მე ვევლინები მსოფლიოს,

როცა იგი ქაოსში იძირება და მასში კანონზომიერება ირღვევა.

კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად

საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.[1]

 

 

ვისაც ზედმეტი ინფორმაცია აქვს დადოს..

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრიშნაიზმი, როგორც ცალკე რელიგიური მიმდინარეობა შუა საუკუნეებიდან წამოვიდა.. შრი ჩაიტანიასგან.. (თუმცა საფუძვლად ბჰაგავათ-გითა აქვთ, ეს წიგნი 5000 წლის არის...) მანტრა ჰარე კრიშნაც მაგან მოიგონა... მაგრამ მაშჲნ ბევრი მიმდევარი არ ჰყავდა.. პოპულარობა სვამი პრაპჰუპადამ მოუტანა მე-20 საუკუნეში.. დასავლეთში დაიწყო ქადაგება.. და აღმოსავლურ ფილოსოფიაზე გაგიჟებულმა 60-იანების თაობამ აიტაცა ...

 

კრიშნაიზმი წარმოადგენს ინდუიზმის ერთ-ერთი განხრას.. ტრიმიურტის ერთ ერთი წევრს ვიშნუს უფრო ზემოდ აყენებენ, ვიდრე ბრაჰმას ან შივას, მაშინ როდესაც ტრადიციულ ინდუიზმში ბრაჰმა დგას პირველ ადგილზე.. შემდეგ განავითარეს ზემოთ არნიშნულმა პირებმა.. და კრიშნა გამოაცხადეს "ღმრთეების უზენაეს პიროვნებათ" არადა ტრადიციულად , ინდუიზმში კრიშნა ვიშნუს მე-9 ავატარია თუ არ ვცდები..

კრიშნაიტობაში პირიქიტ ვიშნუა კრიშნას განხორციელება/ინკარნაცია/ავატარი...

 

უფრო კონკრეტულად, კრიშნაიზმი არის ინდუიზმის მონოთეისთური გაგება, ანუ კრიშნას ისინი აყენებენ ყველაფერზე მაღლად, და ყველა დანარჩენ ღვთაებას უბრალოდ კრიშნას ინკარნაციად აცხადებენ. ალბათ ზუსტად ამიტომ ეს რელიგია გახდა ასეთი პოპულარული დასავლეთში... პრაპჰუპადამ ის უფრო გასაგები და მისაღები გახადა მონოთეისთობას მიჩვეულ კულტურებისთვის...

 

 

კრიშნაიტებტან მოქმედებს ცხოვრების ოთხი წესი

 

1. ინტოქსიქაციაზე უარის თქმა (ალკოჰოლი,თამბაქო,ყავა,ჩაი)

2. ხორცის პროდუქტების მოხმარების აკრძალვა

3. აზარტული თამაშების დაუშვებლობა

4. სექსუალური ცხოვრების კონტროლი (სექსი დაშვებული მარტო ცოლ-ქმარ შორის, ისიც ბავშვის ჩასახვის მიზნით)

 

 

ამის შემდეგ არ დამევასა ეს რელიგია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა მაგიტომ გიტხარი არც არის საჭირო რომ რაბე ვიცოდეთ თქო. ეგენი მაზუხისტები არიან. არა ღვინო არა სექსი :)) რა პონტია ტო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა მაგიტომ გიტხარი არც არის საჭირო რომ რაბე ვიცოდეთ თქო. ეგენი მაზუხისტები არიან. არა ღვინო არა სექსი :)) რა პონტია ტო

აბა რა არის საჭირო, მარტო მღვდელი რასაც გეტყვის ისაა საჭირო რომ იცოდე? :D

 

ეე მღვდელზომბირება ხდება რა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

საინტერესო თემაა. ეს დღეები ცოტა დაკავებულივარ, თორემ კრიშნაზე ბევრ რამეს დავწერდი. როცა სათანადო დროს მოვიგდებ, დავწერ ზოგ რამეს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

საინტერესოა ინდუიზმი ძალიან :)

 

 

 

აქ არის კრიშნაიდების ბარი, ძალიან გემრიელი პური აქვთ :D ყოველთვის აქვთ ჩართული კრიშნას მანტრები, ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან და ცდილობენ შენც გამოგიკეთონ ხასიათი, თუ რა თქმა უნდა შეგატყვეს ოდნავ მოღრუბლული ხასიათი :D ქუჩაში დგანან ხოლმე და მღერიან უკრავენ ტამტამებზე რა რაღაცეებზე :D ისეთი სახეები აქვთ თან ადამიანი იმ წამს რომ მილიარდს მოიგებს რა სახეც ექნება ბედნიერი :D ეგეთი ხალხია. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

Nukriko

 

საინტერესო თემაა. ეს დღეები ცოტა დაკავებულივარ, თორემ კრიშნაზე ბევრ რამეს დავწერდი. როცა სათანადო დროს მოვიგდებ, დავწერ ზოგ რამეს. :)

 

როგორც იქნა მოვიცალე რომ დაპირებისამებრ ამ თემაში ზოგიერთი შემეცნებითი ინფორმაცია განვათავსო, რადგან ბევრ ადამიანს აინტერესებს "კრიშნას" შესახებ.

 

როგორც თემის ავტორმაც აღნიშნა თავის პირველ პოსტში, "კრიშნა" (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

 

კრიშნას შესახებ ძალიან ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს მაგრამ მე მხოლოდ ერთ ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას "გარდასახვასა და სულზე".

 

ინდუიზმში, ისევე როგორც წარსულში იყო, გარდასახვის შესახებ სწავლება, დღესაც მნიშვნელოვანია. ძვ. წ. VI საუკუნეში, როდესაც საბერძნეთში პითაგორა და მისი მიმდევრები სულის გადასახლებას უჭერდნენ მხარს, ინდოეთში, ინდისა და განგის სანაპიროებზე, მცხოვრები ინდუსი ბრძენებიც ამ სწავლებას აყალიბებდნენ. ერთსა და იმავე დროს ამ რწმენის "საბერძნეთსა და ინდოეთში დამკვიდრება შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, - ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი ამბობს — შესაძლოა, ორივე შემთხვევაში ზეგავლენა მოახდინეს ევრაზიის მომთაბარე ტომებმა, რომლებიც ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებში ინდოეთში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ანატოლიის ზეგანზე იყვნენ მიმოფანტული“. როგორც ჩანს, ევრაზიის მომთაბარე ტომებმა ჩაიტანეს ინდოეთში სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენა.

 

ინდუიზმი ინდოეთში გაცილებით ადრე წარმოიშვა, როდესაც დაახლოებით ძვ. წ. 1 500 წელს არიელები დამკვიდრდნენ. ინდუიზმში იმ დროიდანვე არსებობდა წარმოდგენა, რომ სული სხეულში ცხოვრობდა და მისი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს. ამიტომაც, ინდუსები წინაპართა თაყვანისცემას მისდევდნენ და თავიანთ მიცვალებულებს საკვებს სწირავდნენ. საუკუნეების შემდეგ, როდესაც სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენამ შეაღწია ინდოეთში, მას ინდუსი ბრძენები უნდა მიეზიდა, რომლებიც თავს იმტვრევდნენ ადამიანთა უბედურებისა და ტანჯვის საყოველთაო პრობლემებზე. მისი შერწყმით კარმის ანუ მიზეზისა და შედეგის კანონთან, ინდუსმა ბრძენებმა გარდასახვის თეორია ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც პიროვნება კეთილი საქმეებისა თუ შეცდომების გამო, შესაბამისად, ჯილდოვდება ან ისჯება მომდევნო სიცოცხლეში.

 

მაგრამ არსებობდა სხვა წარმოდგენაც, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ინდუიზმში სულის შესახებ სწავლებაზე. «როგორც ჩანს, სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენისა და "კარმის კანონის“ ჩამოყალიბების დროს ან შესაძლებელია მანამდეც, სხვა წარმოდგენა. . . იქმნებოდა ჩრდილოეთ ინდოეთის მოაზროვნე ადამიანების მცირე წრეში - ფილოსოფიური ცნება "ბრაჰმან-ატმანის" [უზენაესი და მარადიული ბრაჰმანი, საბოლოო რეალობა] შესახებ». ნათქვამია ("რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში [Encyclopædia of Religion and Ethics]). გარდასახვის სწავლებისა და ამ წარმოდგენის შერწყმის შედეგად განისაზღვრა ინდუსების საბოლოო მიზანი — გარდაქმნის ციკლიდან თავდახსნა და საბოლოო რეალობასთან შერწყმა. ამის მიღწევა კი, როგორც ინდუსებს სწამთ, საზოგადოებისთვის მისაღები მოქმედების მცდელობითა და საგანგებო ინდუსური შემეცნებითაა შესაძლებელი.

 

ამგვარად, ინდუსმა ბრძენებმა სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენა "კარმის კანონთან" და ბრაჰმანის ცნებასთან შერწყმით გარდასახვის შესახებ სწავლებად ჩამოაყალიბეს. ოქტავიო პაზი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პოეტი და მექსიკის ყოფილი ელჩი ინდოეთში, წერს:

 

"ინდუიზმის გავრცელებასთან ერთად გავრცელდა წარმოდგენა. . . რომელიც ბრაჰმანიზმის, ბუდიზმისა და აზიის სხვა რელიგიების ძირითადი სწავლებაა: გარდასახვა — სულის გადასახლება მომდევნო ცხოვრებაში".

 

გარდასახვის შესახებ სწავლება რომ დღემდე მნიშვნელოვან სწავლებას წარმოადგენს ინდუიზმში (კრიშნაში) ინდუსი ფილოსოფოსი ნიკჰილანანდა ამბობს:

 

"უკვდავების მიღწევა რომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრი არაა, არამედ თითოეული პიროვნების თანდაყოლილი უფლებაა, ამაში თითოეული ერთგული ინდუსია დარწმუნებული".

 

ამ ეტაპზე აქ შევჩერდები. მომავალში ამ თემას კიდევ უფრო განვავრცობ. სასურველია ყველამ იაქტიუროს, (და განსაკუთრებით მათ ვინც სათანადოდ ერკვევა ინდუზმში). ერთად გავამდიდროთ თემა და ვიმსჯელოთ მის გარშემო. :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ინტოქსიქაციაზე უარის თქმა (ალკოჰოლი,თამბაქო,ყავა,ჩაი)

2. ხორცის პროდუქტების მოხმარების აკრძალვა

3. აზარტული თამაშების დაუშვებლობა

4. სექსუალური ცხოვრების კონტროლი (სექსი დაშვებული მარტო ცოლ-ქმარ შორის, ისიც ბავშვის ჩასახვის მიზნით)

 

 

ყველა რელიგია ანტისექსუალიზმით რატომ გამოირჩევა (სექსისადმი მტრობით)

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...
ყველა რელიგია ანტისექსუალიზმით რატომ გამოირჩევა (სექსისადმი მტრობით)

 

იმიტომ რომ სასქესო ორგანოები ადამიანს გასამრავლებლად აქვს და არა გასართობათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ რომ სასქესო ორგანოები ადამიანს გასამრავლებლად აქვს და არა გასართობათ.
სადაოა :)) :)) :)) :)) :))

 

Nukrikoჩვენთან კი სახურავებზე დადიოდენ, მოკლედ ეს ინდოსთანში, რელიგია რუსეთში კი სექტა :drag: :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაოა

 

სადაო არაფერია ასეა ეს რელიგის მიხედვითაც და ბუნების კანონითაც.იმას არ ვიტყვი რამდენ გოგოს გავეკარე იმდენი დემოგრაფიულ პრობლემაზე ვფიქრობდითქო მაგრამ რაც ვთქვი ეს ასეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BEST_GEORGIA

იმიტომ რომ სასქესო ორგანოები ადამიანს გასამრავლებლად აქვს და არა გასართობათ.

ამას ქრისტიანობაში პურიტანიზმი ჰქვია... :)

 

 

რელიგიური წარმოდგენები ერთია - რეალური ობიექტურობა, რომელიც ადამიანების წინაშე დგას, სულ სხვა.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალური ობიექტურობა, რომელიც ადამიანების წინაშე დგას, სულ სხვა

და რა არის რეალური ობიექტურობა იქნებ ბრძანოთ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...