planetanews Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/alasania1.JPGადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებული ირაკლი ალასანია, საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს ბრძოლას. ამის შესახებ, “ალიანსის” ლიდერმა საკუთარ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. “დავუკვირდეთ შედეგებს, ჩვენ უალტერნატივო მთავარ ძალად გამოვიკვეთეთ. გავაგრძელოთ ბრძოლა საარჩევნო სისტემის სრულყოფისათვის. ჩვენ საზოგადოების იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ხვალიდან სხვაგვარ ბრძოლას ვიწყებთ, ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბრძოლას საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, თბილისელებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს, თუმცა ალასანიას მიაჩნია, რომ ერთი წლის წინ “ალიანსის” მიერ დაწყებული ბრძოლა ტყუილი არ არის. “თითოეულ მოქალაქეს ვუხდი გულწრფელ მადლობას, ყველას ვინც მოვიდა არჩევნებზე. ახალი პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრება დავიწყეთ. ეს აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებამდე. მადლობა ყველას – “ალიანსში” შემავალ პოლიტიკურ პარტიებს და თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენს აქტივისტებს, ” – განაცხადა ალასანიამ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts