planetanews Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/uniInc.php.jpgსოზარ სუბარმა “ალიანსი საქართველოსთვის” დატოვა. სუბარმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი თქვა. “მაშინ ამაზე ღიად არ ვსაუბრობდი, რადგან არ მსურდა, ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ზიანი მიმეყენებინა. მე არც გუშინ ვიყავი ალიანსში და თუ შეამჩნიეთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც იშვიათად ვჩნდებოდი, თუმცა ვინმეს რომ ეჭვი არ გასჩენოდა, საარჩევნო კამპანიაში გარკვეული დოზით მაინც ვმონაწილეობდი” – აღნიშნა ალიანსის ყოფილმა წარმომადგენელმა. მისივე შფასებით, “ალიანსს გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა”. “თავის დროზე “ალიანსი საქართველოსთვის” სწორედ გამარჯვებისთვის შეიქმნა, რაც ვერ მოახერხა და მე მასში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”, – დასძინა სუბარმა. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ყოფილი ომბუდსმენის განცხადებით, იგი “ბევრს ფიქრობს მოღვაწეობის არასამთავრობო სექტორში გაგრძელებაზე, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი აქვს”. შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარს “ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის პოსტი ეკავა და ალიანსის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზეც იყო წარდგენილი. მოგვიანებით მან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა და ამ გადაწყვეტილების მიზნად ოპოზიციისთვის ერთიან კანდიდატზე შეჯერების შანსის კიდევ ერთხელ მიცემა დაასახელა. ლევან სულაშვილი, სააგენტო ”პირWელი” Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts