planetanews Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/logo_time_home.gif საიმონ შუსტერი 2007 წელს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა “საერთო ეროვნული პირობა დადო”, რომ შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სოჭს, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხო ადგილად აქცევდა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას დაუჯერა და რუსეთის განაცხადმა გაიმარჯვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ სოჭი ვანკუვერი სულაც არ არის და 26 მაისს, პუტინის დაპირებას სერიოზული დარტყმა მიადგა დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ახლოს მდებარე ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 40 ადამიანზე მეტი დაშავდა, შვიდი კი დაიღუპა მათ შორის ორი ახალგაზრდა გოგონა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, გამომძიებლები კი დანაშაულის შესაძლო მოტივს ვერ აგნებენ, მაგრამ ამ აფეთქებამ და მას შემდეგ ხელისუფლების არაკოორდინირებულმა ქმედებებმა, ზოგიერთ ექსპერტს უსიამოვნო კითხვების დასმისკენ უბიძგა. ფასდებოდა თუ არა სოჭის ირგვლივ უსაფრთხოების საკითხი, ვიდრე რუსეთი განაცხადს წარადგენდა? ხოლო თუკი ძალადობის რისკი რეალურია, ხომ არ გადაწყვეტენ მონაწილე ქვეყნები უარი სთქვან თამაშებში მათი სპორტსმენების მონაწილეობაზე? შესაძლოა ტერორისტული აქტის და შემდეგ გამოძიების ყველაზე საშინელი ასპექტი მის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა უზარმაზარი რიცხვია. სამართალდამცავი ორგანოების სხვადასხვა წარმომადგენელთა თქმით, რომლებიც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში აფეთქების შემდეგ კომენტარებს აკეთებდნენ, ამ რეგიონში მინიმუმ ოთხი დაჯგუფება მუშაობს, რომლებსაც დღისით მზისით ხალხმრავალ მოედანზე აფეთქების მოწყობა შეუძლიათ. ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ მებრძოლი-ისლამისტები, რომლებიც კავკასიის მიმდებარე მთებს აფარებენ თავს, ასევე რუსი ნაციონალისტები და ადგილობრივი მაფიოზური ჯგუფები. მილიციის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა გამოსთქვა მოსაზრება, რომ აფეთქების კვალი შეიძლება მეზობელ საქართველოში მიდიოდეს. ისინი აღნიშნავენ რომ აფეთქება 26 მაისს, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. საქართველო და რუსეთი ერთმანეთს 2008 წელს ეომებოდნენ, ხოლო ერთ-ერთი რეგიონი აფხაზეთი, რომელიც ამ ომის დროს დავის საგანი იყო, სოჭისგან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. “ეს რეგიონი კონფლიქტის იმდენად ბინძური და სისხლიანი აკვარიუმია, რომ იქ რაიმე თევზის დაჭერა, უბრალოდ შეუძლებელია” – ამბობს უშიშროების კომიტეტის გადამდგარი პოლკოვნიკი ოლეგ ნეჩიპორენკო, რომელიც დღეს ანტი-კრიმინალური და ანტი-ტერორისტული ეროვნული ფონდის წამყვანი ექსპერტია – “თავად ოლიმპიადის ჩატარების იდეაც კი რეგიონში ყველა შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს, ჩვენ კი ვემზადებით თამაშების ჩასატარებლად ტერორიზმთან ომის წინა ხაზზე”. ეს კონფლიქტი ჩრდილოეთ-კავკასიაში, სოჭის მეზობლად მდებარე მძიმედ დაავადებულ ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. იქ მდებარეობს ჩეჩნეთი, ასევე ისეთი ფეთქებადსაშიში რესპუბლიკები, როგორებიცაა დაღესტანი და ინგუშეთი. იანვარში პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამ საქმეში ახალბედა ალექსანდრ ხლოპონინს რეგიონში ეკონომიკის განვითარების გზით და არა მილიციის ძალის გაძლიერებით, სიტუაციის სტაბილიზაცია დაავალა. აბსოლუტურად ცხადია, რომ ამ დანიშვნაში წამყვანი როლი ოლიმპიადისთვის მზადებამ ითამაშა, მაგრამ ხლაპონინმა დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია. ციმბირელ ბიზნესმენს და ყოფილ გუბერნატორ ხლოპონინს ჩრდილოეთ-კავკასიაში არა აქვს ადგილობრივი მხარდაჭერა და მას უწევს უსამართლო ბრძოლა საყოველთაო კორუფციასთან და სიღარიბესთან, რომ აღარაფერი ვთქვათ მებრძოლ-ისლამისტებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ტერიტორიების მუსულმანურ ხალიფატად გადაქცევას, სადაც შარიათის მკაცრი კანონები იმოქმედებს. 29 მარტს ორმა ტერორისტმა თვითმკვლელმა ქალმა მოსკოვის მეტროში 40 ადამიანი მოკლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო მებრძოლების ლიდერმა, ჩეჩენმა საველე მეთაურმა დოკუ უმაროვმა. მაგრამ ხლოპონინმა სტავროპოლის აფეთქების შემდეგ რამდენიმე მოულოდნელი განცხადება გააკეთა. “რუსკაია გაზეტა”-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ისლამისტ ბოევიკებს ბოლო აფეთქებასთან არანაირი კავშირი არა აქვთ და როგორც სჩანს, ეს ძალაუფლებისა და გავლენისთვის ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებების ომის ნაწილია. იმავე დღეს, სამართალდამცავებთან ერთობლივ თათბირზე მან სთქვა, რომ რეგიონში სასტიკი ბრძოლა შეიძლება საკუთრებისა და აქტივებისთვის გამძაფრდეს, რადგან რუსეთი ოლიმპიადის წინ იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის და სამთო-სათხილამურო კურორტების აშენებას ცდილობს. “დღესდღეობით ტერორიზმის და რელიგიური ექსტრემიზმის ნიღბის ქვეშ ოლქის ტერიტორიაზე ის ბანდიტები და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც საკუთრების გადანაწილებით არიან დაკავებულები” – სთქვა მან და დასძინა, რომ ეს ინტერპრეტაციები არასწორია. მართლაც ძალაუფლებისა და საკუთრებისთვის ბრძოლა და რეკეტი რუსეთის ამ მხარეში დღემდე ყოველდღიური მოვლენაა. გასული წლის თებერვალში, მოსკოვში სოჭის მაფიის ხელმძღვანელი ალიკ მინალიანი, ზედმეტსახელად ალიკ სოჭინსკი მოკლეს. ამბობენ რომ ის ამ ქალაქის დამნაშავეთა სამყაროს დიდი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ცნობილია ისიც, რომ ჩრდილოეთ-კავკასიაში ისლამისტური დაჯგუფებები საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად ხალხს ფულს სძალავენ, თუმცა გამომძიებლებმა სტავროპოლში უკვე ხუთშაბათს ხლოპონინის განცხადებები ეჭვქვეშ დააყენეს, განაცხადეს რა, რომ მათი ეჭვმიტანილების სიაში მთავარი მოქმედი გმირები ჯიჰადისტები არიან. ასეთმა წინააღმდეგობრივმა განცხადებებმა, ასევე იმანაც, რომ ჯერ-ჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ, საეჭვოა საზოგადოება აფეთქებების შემდეგ დაამშვიდოს. „როგორც სჩანს ეს პანიკის ან ცუდი კოორდინაციის შედეგია, თითქოს მათ ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება სურთ იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მათგანი სწორი აღმოჩნდება” – ამბობს ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსული და ევრაზიული პროექტის დირექტორი ნიკოლოზ ზლობინი – “ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონებში არ ჩატარებულა უსაფრთხოების პრობლემების სისტემატიური და სრულყოფილი ანალიზი იმის გასარკვევად, თუ რა საფრთხეებია თეორიული და რა რეალური”. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი თავის მხრივ, ძველებურად იცავს თავის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან 2014 წლის ზამთრის თამაშების ჩატარების უფლება სოჭს მიანიჭა. ოლიმპიური კომიტეტის TIME-სთვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელ აფეთქებებს მათ პოზიციაზე გავლენა არ მოუხდენია. “უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლები არიან იმ ქალაქების ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს ატარებენ. ისინი ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ სპორტსმენების, მაყურებლებისა და ყველა იმ ადამიანის დასაცავად, რომლებიც თამაშების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფენ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთი ამ ამოცანას შეასრულებს”. თუმცა 2014 წლის მოახლოებასთან ერთად, სხვა ქვეყნები სულ უფრო ყურადღებით აკვირდებიან იმას, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეეჯახონ სოჭში მათი სპორტსმენები. ზლობინის თქმით, თუკი რომელიმე დიდი სახელმწიფო მონაწილეობაზე უარს იტყვის, ამას შეიძლება “ჯაჭვური რეაქცია“ მოჰყვეს. “არსებობს ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი და ამ ტერაქტმა ცხადყო, რომ ისინი ამისთვის მზად არ არიან” – აღნიშნავს ზლობინი – “ძალიან მარტივი იქნება ამ ოლიმპიადისთვის პრობლემების შექმნა, ყოველ შემთხვევაში იმის ჩვენება მაინც, რომ სპორტსმენების იქ ყოფნა სარისკოა”. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts