Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- ჩაბნელებული ფრე


Recommended Posts

გუშინდელმა საღამომ საინტერესოდ და ასევე სკანდალურად ჩაიარა. ოთარ გაბელიას შეგირდები, შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და სამი ქულის აღება ვერ მოახერხეს. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა რომ არა მატჩის დასაწყისში ირაკლი კლიმიაშვილის ტრავმა, მატჩის შემდგომ ტაბლოზე აშკარად სხვა ანგარიში იქნებოდა, რა თქმა უნდა ჩვენს სასარგებლოდ. კლიმიაშვილის გასვლამ აშკარად დაატყო გუნდს და კარგად გამოჩნდა, რომ გაბელიას გეგმები რადიკალურად შეიცვალა. უნდა ითქვას, რომ ხშირ მომენტებში ჯანო ანანიძე დაჩრდილული იყო, მაშინ როდესაც პოზიციურად კარგად იყო გახსნილი და სწორ დროს, რომ გაეკეთებინათ მის თანაგუნდელებს გადაცემები გაცილებით უკეთესი იქნებოდა. საქართველოს ნაკრებმა შესძლო რევაზ ბარაბის გოლის წყალობით გოლის გატანა, მაგრამ გვერდითა არბიტრის აწეულმა ალამმა წამიერი სიხარული დაასამარა. ეს რაც შეეხებოდა პირველ ტაიმს მოკლედ, ყველაზე საინტერესო კი მართლაც შეხვედრის მეორე ნახევარში განვითარდა. ტაიმის ნახევარში სრულიად შემთხვევით სტადიონზე განათება ჩაქვრა და მსაჯს მატჩის გაჩერება დაახლოებით 8–10 წუთის განმავლობაში მოუწია. ორივე ნაკრების ფეხბურთელებს კარგი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, თუმცა მაშინვე გაჩნდა კითხვა, რას იზამს უეფას დელეგატები ამ ფაქტის შემდეგ დაგვსჯიან თუ არა ან შეწყდება თუ არა თამაში? ყველაფერმა კი ისე ჩაიარა, რომ მატჩიც გაგრძელდა და არავითარ სანქციას აღარ ჰქონდა ადგილი.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...