Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ჩელსი” კოულს ბენაიუნით ცვლის


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01529/Banayoun_1529266c.jpgლონდონის “ჩელსიმ” ნახევარმცველ ჯო კოულის სამსახურზე უარი თქვა და მისი შემცვლელის ვინაობაშიც უკვე ჩამოყალიბდა…

 

“ლივერპულთან” მოლაპარაკების პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იგი ისრაელის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კოულის მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულში იწურება. ინგლისელი თავისუფალი აგენტი ხდება და კლუბის ამორჩევაც დამოუკიდებლად შეეძლება. ჯო, რომელმაც “ჩელსის” მაისურით 2003 წლიდან 182 მატჩში 28 გოლი გაიტანა, წინააღმდეგი არაა “არისტოკრატების” ერთგული დარჩეს, თუმცა საამისოდ ხელფასის მომატებას კვირაში 100 ათას ფუნტამდე ითხოვს. “სტემფორდ ბრიჯზე” მისთვის ასეთი ჯამაგირის გადახდას არ აპირებენ. სამაგიეროდ, კოულის გაზრდილი მადის დაკმაყოფილება ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს “ტოტენჰემს” შეუძლია.

 

The Guardian იუწყება, რომ “ჩელსის” თავკაც კარლო ანჩელოტის კოულის ბენაიუნით შეცვლის დიდი სურვილი აქვს. “არისტოკრატების” მიერ გაკეთებული 4-მილიონიანი შეთავაზება მერსისაიდელებმა “შორს დაიჭირეს”. ამის მიუხედავად, “ლურჯები” მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი – ანჩელოტი იმედოვნებს, რომ 6 მილიონზე “ლივერპულში” უარს აღარ იტყვიან.

 

ბენაიუნი “ლივერპულის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს და მის შემადგენლობაში გამართულ 92 პრემიერლიგურ მატჩში 18 გოლი გაიტანა. ინგლისში მისი კარიერა კი, 2005 წელს ესპანეთიდან “ვესტ ჰემში” (63 მატჩში 8 გოლი) გადასვლით დაიწყო. იოსი ისრაელის ნაკრების მოქმედი კაპიტანია და მის რიგებში ჩატარებულ 78 შეხვედრაში 20-ჯერ შეძლო მეტოქე კიპერების დამწუხრება.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...