Jump to content
Planeta.Ge

კონდოლიზა რაისის განცხადება


Recommended Posts

კონდოლიზა რაისის განცხადება

 

არავის უნდა შეექმნას ილუზია, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოს ტერიტორიზე სწორი და გამართლებული იყო. ამის შესახებ აშშ-ის სახლმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"მოსკოვი თავისი ქმედებებით საქართველოზე მუდმივ ზეწოლას ახდენდა. მართალია, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი ძლიერი სამხედრო კონტიგენტი რეგიონში. მაგრამ არ გადაიხადოს ამის საფასური - ეს უკვე შეუძლებელია. მოსკოვი იმდენად შორს წავიდა, რომ ცდილობს დაანგრიოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა", - აღნიშნა რაისმა.

 

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა და მედვედვის განცხადების, საომარი ოპერაციების შეწყვეტის შესახებ, რეალობაში განხორციელება კატეგორიულად მოთხოვა.

 

რაისის განცხადებით, რუსეთის ინტერესებში შედის მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიურ, საერთაშორისო და ეკონომიკურ სტრუქტურებში ჩართულობა. ამიტომ მოსკოვმა თავისი ქმედებებით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს თავისი სურვილი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი.

"ბევრი ქმედება, რაც რუსეთმა განახორციელა, იგივე რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ა.შ. ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო კონტროლირებადი, სანამ რუსეთი გადაწყვეტდა წასულიყო უფრო შორს, ვიდრე ეს მარტო სამხრეთ ოსეთია", - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...