Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს პრეზიდენტს მერის არჩევნები დაეხმარა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/new_york_times.jpg

 

ელენ ბარი   

 

მოსკოვი – კვირას, საქართველოს დედაქალაქის მუნიციპალურ არჩევნებში ამომრჩევლებმა ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის საქმიანობა მოიწონეს. წელიწადზე ნაკლები დროა ჯერ გასული მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ოპოზიციური პარტიები მისი გადაყენების პირობას დებდნენ.

 

შარშან ზაფხულში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერს თბილისელები პირველად აირჩევდნენ პირდაპირი წესით, ასევე მან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა საერთოეროვნული არჩევნები ოქტომბრიდან მაისში გადმოიტანა. ეს ცვლილებები იმ ოპოზიციური ლიდერების დაშოშმინებისკენ მიმართული რეფორმების პაკეტის ნაწილი იყო, რომლებიც სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებაში ადანაშაულებდნენ. თბილისის არჩევნები, იმის მაჩვენებლადაც განიხილებოდა, თუ ვინ შეიძლება გახდეს პრეზიდენტის მემკვიდრე, როდესაც 2013 წელს მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ამოიწურება.   

 

„ეგზით პოლების“ შედეგებმა აჩვენა, რომ უდიდესი უმრავლესობა მოქმედ მერს გიგი უგულავას უჭერს მხარს, რომელიც სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირეა. ამერიკული სოციოლოგიური კომპანიის Edison Research–ის მონაცმებით, უგულავას უპირატეოსობას ანიჭებს ამომრჩეველთა 60%. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მისი ყველაზე ძლიერი მეტოქე, ყოფილი დიპლომატი ირაკლი ალასანია მას ბევრად ჩამორჩება და ხმების დაახლოებით 17%–ს აგროვებს.

 

კვირას, საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლები ამბობდნენ, რომ ხმას უგულავას აძლევენ, რადგან საკუთარ ცხოვრებაში კონკრეტულ გაუმჯობესებას გრძნობენ.

 

„მან ყველაფერი გააკეთა – გზები, ყველაფერი“, – ამბობს 53 წლის ტაქსის მძღოლი ზურა ფირცხალავა და ხელით ქალაქის სამზოლიანი ცენტრალური გზისკენ მიგვითითებს. „შეხედეთ რა ლამაზია დღეს თბილისი. ეს მან და სააკაშვილმა გააკეთეს“.

 

მერის არჩევნებმა შეამცირა ქართული ოპოზიციის იმედები, რომელსაც მიაჩნდა, რომ თბილისში მისი ელექტორატის მეოთხედზე მეტი ცხოვრობდა, და რომ ეს ქალაქი მათი მთავარი საყრდენი იყო. პოლიტოლოგი გია ნოდია ფიქრობს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა შარშან თამასა ძალიან მაღლა აწიეს, როდესაც პირობა დადეს, რომ სააკაშვილს გააგდებდნენ. „თუკი ოპოზიციას თბილისის მერის არჩევნების მოგებაც კი არ შეუძლია, საერთოეროვნულ არჩევნებში ის ცალსახად ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა მან.

 

კვირას საღამოს, ალასანიამ განაცხადა, რომ გამოკითხვა „რეალურ სურათს“ არ ქმნის, და რომ ის ხმების დათვლის საბოლოო შედეგებს ელოდება. თუმცა სააკაშვილმა, რომელიც მისი თანამებრძოლის შტაბში იმყოფებოდა და ზეიმობდა, ჟურნალისტებს განუცხადა: „ეს საქართველოსთვის მართლაც შესანიშნავი დღეა“.

 

„ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ რეალური პოლიტიკური ცხოვრებისგან, ნამდვილი კორექტულობისგან, იდეებზე ნამდვილი ბრძოლისგან და რეალური საარჩევნო კამპანიებისგან, როგორებიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არსებობს“, – თქვა მან ვებ გვერდ civil.ge–ზე გამოქვეყნებული განაცხადების თანახმად, „მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგმულია – გაჩნდა გაცილებით მეტი კონკრეტული დისკუსია, მეტი საუბარი პრობლემებზე, შედარებით ნაკლები ლანძღვა. შედარებით ნაკლები ლანძღვა პრეზიდენტის მისამართით“.     

 

რბოლას ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც ამ არჩევნებს სააკაშვილის დემოკრატიული უფლებამოსილების საზომად თვლიან. პრეზიდენტი მონდომებით ამყარებს მის დემოკრატიულ ავტორიტეტს 2007 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ.  

 

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირვებელთა მიერ ამ თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ არჩევნების სატელევიზიო გაშუქებაში „ბალანსის არ არსებობდა“. მათი განცხადებების თანახმად, ქვეყნის ორი ყველაზე პოპულარული ტელეარხი აღფრთოვანებული მოუთხრობდა მაყურებელს უგულავას ყოველდღიურ საქმიანობაზე, ხოლო კომერციული რეკლამა იმდენად ძვირი გახლდათ, რომ უგულავა ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თავს ასეთი რეკლამის განთავსების უფლება მისცა.   

 

არჩევნების პრელუდიად იქცა დედაქალაქში საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობის (მათ შორის ახალი მასშტაბური მაგისტრალის და მდინარე მტკვარზე ბრჭყვიალა მინის ხიდის) გამალებული კამპანია. ანტიკორუფციული ორგანიზაცია Transparency International მარტში არჩევნების წინ მუნიციპალური ხარჯების „უპრეცენდენტო ზრდაზე“ ჩიოდა და აღნიშნავდა, რომ პენსიები მხოლოდ თბილისში გაიზარდა და სხვაგან არსად.    

 

უგულავამ ბრალდებას მკვეთრად უპასუხა და განაცხადა, რომ კამპანიის დროს სახელმწიფო ხარჯებს არ იყენებს.

 

„ჩვენ რა პენსიების გაცემა უნდა შევწყვიტოთ, გავაჩეროთ სატრანსპორტო მიმოსვლა, ნაგვის გატანა და დავხუროთ საბავშვო ბაღები ყველა არჩევნების წინ, მარტო იმიტომ, რომ ასეთი მოქმედება პოპულარულია?“, – იკითხა მან თავის წერილობით განცხადებაში, „ეს საკმაოდ უცნაური წარმოდგენაა დემოკრატიაზე“.

 

კვირის არჩევნების შემდეგ, მთელი ყურადღება, როგორც ჩანს იმ საკითხის ირგვლივ იქნება კონცენტრირებული, თუ ვინ გახდება სააკაშვილის მემკვიდრე 2013 წლის იანვრის არჩევნებში. 42 წლის პრეზიდენტი, რომელსაც პომპეზური  ჟესტები ახასიათებს და ულევი ენერგიით გამოირჩევა, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე იმ დღის შემდეგ ბატონობს, რაც შვიდი წლის წინ, შტრუმით აიღო პარლამენტი და თავის წინამორბედს გადადგომა უბრძანა, რასაც ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ.    

 

სააკაშვილის, როგორც დემოკრატის რეპუტაციას, 2007 წლის ნოემბერში სერიოზული ზიანი მიადგა, როდესაც მან ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობაზე ბრძანება გასცა. პრეზიდენტმა საკუთარი პოზიციები დიდწილად აღიდგინა 2008 წლის აგვისტოსთვის, როდესაც ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე შეტევის ბრძანება გასცა. მაშინ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე კონტროლი დაამყარა და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

 

ის ექსპერტები, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილის პოპულარობის ვარდნას ელოდნენ, შეცდნენ. გასული წლის განმავლობაში მისმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდწლად აღიდგინა მისი ომამდელი პოპულარობა. აპრილში ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალურმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ 2 378 ადამიანის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩევლების 52%  საქართველოს პოლიტიკას რუსეთის მიმართ არ იწონებს, ხოლო 46%–ს ქვეყანა დემოკრატიად არ მიაჩნია. ეს კვლევა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით ტარდებოდა, და ცდომილება პლიუს/მინუს სამ პროცენტს შეადგენდა.

 

კვირას მეუღლესთან ერთად საარჩევნო უბანზე მისულმა სააკაშვილმა ამ არჩევნებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მშვიდი უწოდა. მან შეაქო ოპოზიცია „პოლიტიკური სიმწიფისთვის“, მაგრამ ივარაუდა, რომ მისი პარტია მომავალშიც ბევრჯერ გაიმარჯვებს.

 

„ეს ნურავის გაუკვირდება“, – უთხრა მან ჟურნალისტებს, „მე მინდა ვთქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს არჩევნებში მანამ, ვიდრე ის ნამდვილ მოძრაობად დარჩება, ვიდრე წინსვლას განაგრძობს, ვიდრე ქვეყანა უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფვის“.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...