Jump to content
Planeta.Ge

გალაკტიონ ტაბიძე


Recommended Posts

გენიოსი... რა უნდა ვთქვა ამ კაცზე... თვითონ ამბობს ლექსებში...

 

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი), მასწავლებლის ოჯახში. ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი". იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.

 

გალაკტიონმა პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1908 წ. ჟურნალ "ჩვენს კვალსა" და გაზეთ "ამირანში". 1914 წ. გამოსცა კრებული "ლექსები", 1919 წ. კი "არტისტული ყვავილები", რომლებმაც დიდი აღიარება მოუტანეს.

 

გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება - იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.

 

გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას - საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.

 

1959 წელი სამგლოვიარო წელი იყო ქართველი ხალხისათვის. ამ წელს არსებული რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად გალაკტიონმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

არადა არის ადგილი სადაც რითმებს რომელსაც ერთი კითხვა დაესმით ბანალურს უძახიან :D

და აქ ამ პოეზიურ განწყობის თემაში სწრედ ეგ მაბრკოლებს

ბანალურია ვითომ გალაკტიონი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა გალაკტიონი არარის ბანალური

გალაკტიონის ლექსებში ყოველთვის არის რაღაც ახალი... გრძნობებით გაჟღენთილი

და რაღაც რავი... როგორ ავხსნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მარტოობის ორდენის კავალერი"

© ტიციან ტაბიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა გალაკტიონი არარის ბანალური

გალაკტიონის ლექსებში ყოველთვის არის რაღაც ახალი... გრძნობებით გაჟღენთილი

და რაღაც რავი... როგორ ავხსნა

 

 

 

მე აგიხსნი :D

გალაქტიონს ყოველთვის აქვს ჯერ რაღაც შეუცნობელი ყოველ მომდევნოში

გრძნობით გაჟღენთილი სრულიად არ ნიშნავს კარგს.

პოეზია მხიბლავს ჩაუწვდომელი რეალურობით

აი ეს არის გალაქტიონიო და ამიტომაც არის პირველი

ცოტა ზოგადად მაგრამ გასაგებად მგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ გრძნობით გაჟღენთილი კარგს არა ძაან კარგს ნიშნავს :D

ანუ ჩემთვის ლექსი პირველ რიგში გრძნობით უნდა იყოს გაჟღენთილი

და ჩაუწვდომელზე მართალიჰარ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდა ახლა გალაქტიონს შემაჯიბრო აქ :(

შენ მოყვანილ კირიტერიუმებს ნამდვილად დავაკმაყოფილებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მეტად გალაკტიონი მიყვარს! :(

 

უსიყვარულოდ

მზე არ სუფევს ცის კამარაზე,

სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება

სასიხარულოდ...

უსიყვარულოდ არ არსებობს

არც სილამაზე,

არც უკვდავება არ არსებობს

უსიყვარულოდ.

მაგრამ სულ სხვაა სიყვარული

უკანასკნელი,

როგორც ყვავილი შემოდგომის

ხშირად პირველს სჯობს,

იგი არ უხმობს ქარიშხლიან

უმიზნო ვნებებს,

არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს

იგი არ უხმობს...

და შემოდგომის სიცივეში

ველად გაზრდილი,

ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს

სულაც არა ჰგავს...

სიოს მაგივრად ქარიშხალი

ეალერსება

და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს

გარემოუცავს.

და ჭკნება, ჭკნება სიყვარული

უკანასკნელი,

ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ

უსიხარულოდ.

და არ არსებობს ქვეყანაზე

თვით უკვდავება,

თვით უკვდავებაც არ არსებობს

უსიყვარულოდ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდა ახლა გალაქტიონს შემაჯიბრო აქ

შენ მოყვანილ კირიტერიუმებს ნამდვილად დავაკმაყოფილებ

ნწ შენვერ გაიგე რასაც ვამბობ :blink:

იმისთქმა მინდოდა რომ გალაკტიონის ლექსები ძაან დიდი გრძნობითაა გაჟღენთილი

რაღაც არაამქვეყნიურით... და მითუმეტეს მაშინ ჩანდა და გადმოდიოდა ეს გრძნობები როცა კითხულობდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც არაამქვეყნიურით...

 

სწორედ ამიტომ არის მართლაც დიდი...

 

რომელი საათია?

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

 

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?

 

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია? რომელი საათია?

 

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,

რომელი საათია? რომელი საათია?

 

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი

თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია? რომელი საათია?

 

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!" -

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მართალიჰარ ;) გალაკტიონი ფიზიკურად ცხოვრობდა აქ მაგრამ არაამქვეყნიური იყო თავის სამყარო ქონდა ამ სამყაროში შექმნილი რაც ბევრს არ აქვს... მთვრალი ანთხევდა თავის გრძნობებს ნაწერში... გალაკტიონი უბრალოდ ადამიანი არ ყოფილა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერის თვალებით

 

ეს რამდენიმე დღეა, და რამდენიმე ღამე

დახურულია გული, როგორც საკანი რამე

თითქოს უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი

გულში ვერც ზედა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.

 

გაუბადურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი

ეს რამდენიმე დღეა, და რამდენიმე ღამე

ო, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,

არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.

ეს რამდენიმე დღეა, და რამდენიმე ღამე

არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი

მერის თვალებით იგი, ვერ გაბრწყინდება, ვერა!!!

 

მაბოდებს გალაქტიონზე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ჩვენს საოცარ გზაზე ლეონრა

როტებს ტირილით ამტვრევდა ქარი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.galaktion-tabidze.narod.ru

აუ არ ვიცოდი ეს საიტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...