planetanews Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpgცსკ-ის 12:00 საათისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 53,3 %-ით თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს; მეორეს 18,91%-ით – “ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, მესამეს 10,99 %-ით – “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი გია ჭანტურიაა. შემდეგ ადგილებს ზვიად ძიძიგური (8,75%), გოგი თოფაძე (5,47%), თამაზ ვაშაძე (0,66%), ნიკოლოზ ივანიშვილი (0,55%), დავით იაკობიძე (0, 22%) და გიორგი ლაღიძე (0,14%) ინაწილებენ. აღნიშნული მონაცემები 451 ოლქიდან არის მიღებული, სულ კი 774 ოლქის ხმებია დასათვლელი. ბოლო მონაცემებით, 30 მაისის ადგილობრივი თვითთმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 1 740 652 ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 49 %-მა მიიღო. არჩევნების საბოლოო შედეგებს ცსკ არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 24 დღისა – 23 ივნისს შეაჯამებს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts