Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- “Washington Post” საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე წერს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/washington20post_big-300x204.jpgამერიკული გამოცემა “Washington Post” საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თბილისის მერის არჩევნების შედეგებზე წერს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 წელიწადში გამართულმა არჩევნებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატების დომინირება აჩვენა. გაზეთი ცესკო-ს წინასწარ მონაცემებსაც აქვეყნებს. “სააკაშვილის თანაგუნდელმა გიგი უგულავამ 54% მიიღო და უახლოეს კონკურენტს 20%-ით გაუსწრო. ქვეყნის მასშტაბით სააკაშვილის გუნდმა ხმათა თითქმის 70% მიიღო”, – წერს “Washington Post”. აქვე ნათქვამია, რომ სააკაშვილმა გასულ წელს მისი გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს გაუძლო. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეაღწია და ქვეყანას ორი რეგიონი მოწყვიტა. “ომმა სააკაშვილის რეპუტაცია დააზარალა, რომელიც უკვე შელახული იყო საყვედურებით იმის გამო, რომ იგი ავტორიტარულ მმართველობას ახორციელებდა. მაგრამ გასულ წელს საპროტესტო აქციები წარუმატებლად დასრულდა და ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება ვერ შეძლეს”, – წერს გამოცემა.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...