Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

წინასაარჩევნო პერიოდმა გადაიარა, ქალაქი აჭრელებულია ერთმანეთზე 9 ჯერ გადაკრული ,პარტიების წინასაარცევნო პლაკატებით, რომელიც მართლა ანაგვიანებს ქალაქის იერსახეს. კეთილი ინებონ არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გამოყონ თავიანთ პარტიებში აქტივისტ-აქტივისტკები და დაასუფთავონ თბილისი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ როგორ მკიდია იცი?

 

ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც!

 

სოფო ხორგუანის შტაბს დავეხმარე და ერთ საარჩევნო უბანში,სადღაც ქვემო ფონიჭალაში დავთანხმდი მის წარმომადგენლობას .

90ნი წლებში წლამდე არცერთი არჩევნები არ "გამიმაზია" ,მაგრამ პოლიკლინიკის ექთნების,სასწავლო ნაწილებით დაკომპლექტებული საუბნო კომისიები ყელში იყო ამოსული და მიშას ზეობის შემდეგ ვერიდებოდი ამ საზიზღრობას.

 

გადავწყვიტე მემოგზაურა დროში და მივედი უბანში ,თუმცა რაც ვნახე ნამდვილად არ ველოდი.ეს იყო რაღაც განსაკუთრებული არჩევნები.

1)ადამიანებმა არჩევანი თვითონ გააკეთეს . გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია ხმის მიცემის პროცედურის დონეზე

2) ხელისუფლებამ ყველა თავისი რესურსი და ინსტინქტი ჩართო , იმუშავა გამართულმა სისტემამ ბრიგდნიკ ციცო დეიდებიდან დაწყებული დაჭერილი ბიჭების გამოშვებით მოგროვებული ხმებით დამთავრებული. ეს საზიზღარი მექანიზმი იყო აწყობილი ათიანზე და არანაირი შანსი არცერთ ოპოზიციას არ ქონდა ამ პირობებში. რისპექტ ამის ჭკუის კოლოფებს, რომლებიც ნაძირლები კი არიან ,მაგრამ ხალხის დაბოლების ვარიანტი ხელიდან არ გაუშვეს.

3)ჩემს წინ 24 საათი იდგა ქვემო ფონიჭალური ადგილობრივების 40კაციანი ბირჟა, რომელთა დანიშნულება გარეთ მუშაობა იყო.ჩემი ნებისმიერი გადაადგილება უბნის გარეთ არ რჩებოდა მეთვალყურეობის გარეშე. სატელეფონო საუბრებისთვის ყურის დაგდება თუ ასეთი ქმედებები იმდენად სახალისო სახეს იღებდა, რომ სერიოზულად ვერ აღვიქვავდი. მაგალითად მოვიდა უბანთან სოფო და ვსაუბრობთ რამდენიმე წუთი .უცებ შევამჩნიეთ ვიღაც ახმახი არ დგას ჩვენს შორის .... ორივემ გაშტერებულმა შევხედეთ ტრეწი ლიშნის

4)ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს სხვადასხვა უბანში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის , ახალი თაობა ახალი ალტერნატივის წარმომადგენლებმა. ან მათ უფროსებს შეაპარეს მწარე მიშისტები ან უბრალოდ ამ არჩევნებში გაიყიდნენ . სხვა აზრი არ არსებობს . დამეკარგა პატივისცემა .

5) მიშისტები ძალიან ფრთხილად ეკიდებოდნენ ოპოების ნებისმიერ სამართლიან პრეტენზიას . რაც მოვითხოვე დამიკმაყოფილეს..მათ შორის სკოლის შენობიდან ნაცშპანის გამოყრა,რომლებიც 5 ნომრებით და ლუდის ბოთლებით ტვინს ბურღავდნენ ღიად .ბირჟის პოლიტიზირებულმა ნაწილმა ზეაქტიურობა დაიწყო ნაცების ლოზუნგების კივილწივილით და უკვე ნამეტანი მაღიზიანებდნენ,თან პირდაპირ შენობაშივე მოახდინეს დისლოკაცია ნუ მერე გადაინაცვლეს მეზობელი შენობის კიბეებთან,სადაც ასევე არჩევნები ტარდებოდა .ყველა ახლომახლო ტერიტორიზე ეს ხროვა პატრულირებდა...ამოწმებდნენ ყველა დეტალს ...

6) უბანში ერთადერთი დამრღვევი შემთხვევით მე ვიყავი . ფარდის გვერდით იყო მეთვალყურის ადგილი და დაახლოებითი ხელის თუ სახის მოძრაობა კონტურებში ჩანდა.ამდენად პირდაპირ ვიტყვი- არჩევანი ხალხმა გააკეთა....

სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანის ინსტინქტური მოძრაობებიც შევნიშნე.....ზევით გამალებით იყურებოდნენ არჩევანის გაკეთების დროს .ზოგი ხელს აფარებდა , ზოგი კამერას ეძებდა. შემზარავი კადრები იყო...სამწუხაროდ დალაგებულ მიშისტებს გირჩევდით ეს კარგად გაანალიზოთ. ცოდოა ეს იდიოტი ხალხი,მართლა ცოდოა ბლინ.....

7)იქაური ქალთა აქტივი ზუსტად 99 წლის საარჩევნო კომისიის კლონი იყო, ისეთივე გაშტერებული მზერით , შუშის თვალებით.აბსოლიტური არაკომპეტენტურობით . ტვინი წაიღეს რა ყველა სენიშვნაზე სვილების და სვილიშვილების ფიცით.. .მათი წრიოხი ნებისმიერ დეტალზე ეხლაც ყურში ჩამესმის და ვცდილობ კარგად ამოვირეცხო რომ გამოვიდეს. არანაირი გამართლება ამ ტიპის ბრიგადნიკობას არ აქვს , უპრინციპო ადამიანები არიან და მათ ემყარებოდა ხმის მიცემის პროცესი.პს განათლების რეფორმა იმედია ოდესმე წარმატებული იქნება (მათ სიცოცხლეში) გამოსაყრელები არიან სკოლებიდან .ამათმა რა უნდა ასწავლონ ბავშვებს ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სათავეში.....ნებისმიერის სურათს ჩამოიკიდებენ ...პუწინისაც კი და თან არჩევნების დროს სინდისს და პატიოსნებას დაიფიცებენ. აი მათი გამოყრის დრო რომ დადგება, მერე სიამუვნებით ვიხალისებ მათზე თვიანთი ოპოაქტიურობის დროს .....

8)სოფომ მართლა ძალიან კარგი საარჩევნო კამპანია ჩატაარა. ამ არჩევნების პოზიტიური შედეგი მისი გაცნობა იყო. პირველად წავაწყდი ქართულ პოლიტიკაში მებრძოლ ადამიანს . დამარცხების შემდეგ ღიმილი არ მოშორებია სახიდან რომ აქეთ გავემხნევებინეთ .თავს ზევით ძალა არ იყო და ყავდეთ ის რაფავა იქაურებს . მათი არჩევანია .ასევე ინვესტიციების იმედი,არახან ლარსი დაგვპირდა "სტაბილურობას"

9 იყო ალიანსის გამარჯვების შანსი? ცხადია კი ,მაგრამ მხოლოდ თეორიული,თუ ოპოზიცია გადადებდა ამბიციებს და ერთად შეუტევდა ჯერ სისტემას ,შემდეგ .....

10)ძვირფასო მიშისტებო.მაპატიეთ ყველა აქაურმა ახლობელმა ჩემი მწარე პოსტები,მაგრამ მეზიზღებით....სასტიკად ტან.... ყველა ეს მასწავლებელი, ბირჟავიკი,ამომრჩეველი,თქვენ მატრიცას გმირები ხართ და მაქვს არჩევანი ან მეც დავკარგო სახე ან წავიდე საზღვარგარეთ(თუ წასასვლელი ფული მექნა).თქვენზეა დამოკიდებული როდის გამოიღვიძებთ.არაა საჭირო ძმებო დიდაქტიკა. საზიზღრობაა ეს "არჩევნები" თქვენ გაიმარჯვეთ ხალხზე,გაააღვიძეთ მათში ბოლშევიკური მეტასტაზები და ბელადომანია. ეს ქაქი თქვენი გსაწმენდია,თუ არა სახელმწიფოს მომავალი არა აქვს....ქვეყანა დენთის კასრად იქცა და ეს არააა გადაჭარბება.ჩემნაირები არჩევნებზე არ წავლენ,სანამ ეცოდინებათ რომ აზრი არა აქვს.ამ საარჩევნო სისტემის დემონტაჟი ქვეყნის აუცილებლობაა.ეეეჰ ეს მხოლოდ რიტორიკული შთაგონებააა .არ მჯერა რომ გეყოფათ ამის გონი. იმედია ვცდები...

დასკვნა-

სააკაშვილის პირობებში არჩევნების თემა დაიკეტა ,სანამ არ მოხდება არსებითი ცვლილებები ზუსტად ამ სახელმწიფო რესურსის გამოყენების თვალსაზრისით.სანამ პოლიცია, ბირჟა, ნარკამანები, პედაგოგები, ექიმები, კარიერისტი მედროვე ახლგაზრდები იქნებიან მატრიცას გმირები,ტან ისარგებლებენ ზალაუფლებით......ყველაფერი ფარსია

დღეს მე მრცხვენია ქართველობა . მკიდია კიდევაც. შინაური თუ გარეული ღორი ერთნაირად მძულს და ერთადერთზე ვფიქრობ...დროა თავს ვუშველო .მკიდია დანარჩენი.წამით არ ვნანობ არც ალასანიას ,არც ხორგუანის არც ალიანსის მხარდაჭერას. ქვეყანამ უარყო არჩევნების გზა . ბოლო ცდა იყო. კ ჩორტუ ვსიო ამ ეტაპზე.

 

გადავწყვიტე აქ დამეპოსტა და არა პლანეტა ჯიზე . ამის მიზეზია რომ ორთქლის გამოშვება აქ ჯობია ,რადგან პირში გითხრათ ბევრს სათქმელი.

თქვენი ბრალიცა და კარგად ცაიხედეთ სარკეებში. ელოდეთ შენებებს . დააკავირდით საფრთხეებს ... მე კი ჰა,ჰა ვიზრუნო რომ ან აქიდან გავშპე ან უზრუნველყო საკუთარი კეთილდღეობა . მახატია დანარჩენი. გიხარიათ დატკბით ამ გამარჯვებით . მე კი დავტკბები თქვენი და აამ ქართველი ბრბოს ახალი იმედგაცრუებებით

 

 

lasha_alo

 

 

 

ჰო თვითკრიტიკულიც ვარ ამიტომ ეს საკაიფო სლოგანი,რომლიტაც მეგობარმა ესემესით მომწერა ყველას გვეხება ..... მე დროებით ამაზე ვერ ვფიქრობ...უარს ბრძოლაზე არ ვამბობ,მაგრამ ამ ეტაპზე ეს სისულელეა,სანამ გაყინული ტვინები არ გალღვება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარტიებმა არა მგონია და მერიამ უნდა გამოყოს ხალხი მაგ მიზნით.

 

 

თავად ახალარჩეულმა მერმა გამოსცადოს ეს პროფესიაც :) :)

 

newstudio

 

მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ ( ხანდახან მეც ვფიქრობ ამ ქვეყნიდან დატყდომას) და მეც ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი რაც ხდებოდა..აი იმ ქალებს რა დანიშნულება ქონდათ,მართალი გითხრა ვერ მივხვდი? რას აკონტროლებდნენ? მაგრამ კითხვა მაქვს ასეთი: რატომ არაფერს არ ამბობთ ოპოზიციის მთავარ შეცდომაზე,რომ ვერ ჩამიყალიბდნენ საერთო კანდიდატში. ამან რეალურად საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაზე და ბევრმა მათგანმა საერთოდ არ მიიღო არცევნებში მონაწილეობა..მე ამით ვხსნი არჩევნებში მისული ადამიანების საკმაოდ დაბალ პროცენტს.თორემ სახელისუფლებო პარტია საკმაოდ კარგად მოახერხა პარტ აქტივის შეკრება და დარაზმვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

რატომ არაფერს არ ამბობთ ოპოზიციის მთავარ შეცდომაზე,რომ ვერ ჩამიყალიბდნენ საერთო კანდიდატში.

ნოღაიდელი და ალასანია ერთად უნდა გამოსულიყვნენ?

 

აბა ქდმ ვანოს პროექტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დაუფასდა ქდმ-ს .

 

ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა ფორმით ითანამშრომლებს გიორგი ჭანტურია გიგი უგულავასთან .

როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რა ფორმით იქნება შესაძლებელი გიგი უგულავასთან თანამშრომლობა, ამას "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატს, გიორგი ჭანტურიას, სავარაუდოდ, თავად გიგი უგულავა შესთავაზებს.

"ჩვენმა კანდიდატმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ იგი მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა, თუ რა ფორმით გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, ამის შესახებ, ალბათ, თავად გიგი უგულავა გააკეთებს განცხადებას", - დასძინა ლევან ვეფხვაძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძვირფასო მიშისტებო.მაპატიეთ ყველა აქაურმა ახლობელმა ჩემი მწარე პოსტები,მაგრამ მეზიზღებით....სასტიკად ტან.... ყველა ეს მასწავლებელი, ბირჟავიკი,ამომრჩეველი,თქვენ მატრიცას გმირები ხართ და მაქვს არჩევანი ან მეც დავკარგო სახე ან წავიდე

არ ვარგა ზიზღი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

:*

 

ხანდახან მგონია, რომ უგულავას შემცქერი ადამიანების გვერდით ცხოვრებას, აფრიკელ ზანგებთან ერთად ცხოვრება მირჩევია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

ხანდახან მგონია, რომ უგულავას შემცქერი ადამიანების გვერდით ცხოვრებას, აფრიკელ ზანგებთან ერთად ცხოვრება მირჩევია

 

ნუ ადრი ზანგებს - ცოდოები არიან :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ უგულავას შემცქერი ადამიანების გვერდით ცხოვრებას, აფრიკელ ზანგებთან ერთად ცხოვრება მირჩევია

ნუ ადრი ზანგებს - ცოდოები არიან :(

იქნებ ამიხსნათ ასე პოსტების შემხედვარე რითი ჯობიხართ უმავე "უგულავისტებს"?

იმათ ადგილზე სავარაუდოდ ისევე მოიქცევოდით, როგორც ისინი ეხლა გექცევიან, მხოლოდ როელბი შეიცვლებოდა(ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ!!!)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

 

გადაუვლით "გაბრაზება"

 

საზოგადოების მაგდაგვარი დაყოფის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაუვლით "გაბრაზება"

ამ შემთხვევაში პესიმისტურად ვარ განწყობილი.

 

 

საზოგადოების მაგდაგვარი დაყოფის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

გამიჯვნა და შემდეგ ზიზღი - ქართული "სტრატეგია"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...