Bexx Posted August 14, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2008 სააკაშვილმა რუსეთის გეგმებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ფედერაციის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი ქართული სახელმწიფოს დასრულება, თბილისში რუსული დროშის აღმართვა და საქართველოს მთლიანად მართვა წარმოადგენდა. სააკაშვილის თქმით, რუსებს ჰქონდათ კონკრეტული და ეტაპობრივი გეგმა. პირველ რიგში მთელი აფხაზეთის დაკავება, მთლიანი სამხრეთ ოსეთის დაკავება, მთავარი კომუნიკაციების მოსპობა, მთავარი გზების გადაკეტვა. ამასობაში დედაქალაქში არეულობების გამოწვევა. ხალხის დემორალიზაცია დაბომბვებითა და სხვადასხვა რეპრესიული ღონისძიებებით. ოპოზიციის მეშვეობით მთავრობის გადაყენება და შემდგომ დაქსაქსულ ერთმანეთზე გადაკიდებულ ორად გაყოფილ საქართველოს დედაქალაქში შემოსვლა და ყველაფრის დაკავება. და საქარტველოს საბოლოო დამონება. სააკაშვილის თქმით, საქართველო პუტინის მიერ დიდიხნის წინ მომზადებული გეგმის მსხვერპლია. თუმცა ამ გეგმას განხორციელება არ უწერია. პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა რომ მოვლენები რუსეთის გეგმის მიხედვით არ განვითრდა. რუსეთს ჰქონდა გეგმა, თითქოს ჩვენ დავესხით ოსებს და მოვუწყვეთ მათ გენოციდი. რუსებს ეს პირველი გეგმა ჩაუვარდათ. გეგმის მეორე ნაწილი მიზნად ისახავდა იმას, რომ მათ არ უნდა შეხვედროდათ არანაირი წინააღმდეგობა. და მათ საქართველოში მთელი მათი სახმელეთო ჯარები შემოიყვანეს. მათ შეხვდათ არნახული წინააღმდეგობა ქართული ჯარის მხრიდან. მათ ძალიან დიდი დანაკარგები მიიღეს. რუსული გეგმის მესამე ეტაპი მიზნად ისახავდა ქართული შეიარაღებული ძალების განადგურებას, რაც არ გამოუვიდათ. ქართულმა მხარემ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაკარგა. თუმცა ამ გეგმის განხორციელებაც ვერ შეძლეს. სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო ბოლო კაპიკს გაიღებს რათა, ყველა დევნილი იქნას დასახლებული და ყველა დაღუპულის ოჯახი უზრუნველყოფილი. "ჩვენ ისევ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს რათა, ჩვენ ისევ უნდა დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე", - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებასა და უცხოელი ლიდერების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა სამხედო ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. "ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოს პორტები და საქართველოს აეროპორტები აყვანილ იქნება ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლქვეშ, რათა განხორციელდეს ჰუმანიტარული და სხვა სახის მისიები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დაძაბული სიტუაციის განსამუხტავად". "სარკოზიმ ჩამომიტანა მედვედევისგან დოკუმენტი, სადაც რუსული ოცნება იყო ჩაცერილი. სადაც აღნიშნული იყო რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ცალკე განხილულიყო მინიშნებით იმაზე რომ კოსოვოსავით ისინი შეიძლება დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ. მე ამის მიღებაზე უარი განვაცხადე და სამსაათიანი მოლაპარაკების შედეგად ამოღებულ იქნა. საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის დაკანონებას რაიმე საერთაშორისო მექანიზმების გზით". http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.