Bexx Posted August 14, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2008 მერაბიშვილი: რუსებმა ხელშეკრულება დაარღვიეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, გორიდან რუსი სამხედრეობის გადაადგილებას ხელშეკრულების უხეში დაღღვევა უწოდა. "ეს არის ხელშეკრულების უხეში დარღვევა, მოლაპარაკების პროცესში ჩვენ თავი შევიკავეთ ყველანაირ ძალის გამოყენებაზე. ჩვენ არ შეუშალეთ ხელი და არ გაუწიეთ წინააღმდეგობა, მათ დაარღვიეს პირობა, ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მოვთხოვოთ რუსეთს დატოვონ ეს ტერიტორია და შესაბამისად მივცეთ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მოქალაქეებს, ვისი მანქანებიც გაიძარცვა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა შს მინისტრის განცხადებით, იგოეთამდე გზა გახსნილია და მიმდინარეობს ცენტალური მაგისტრალის შემოწმება. რათა აღდგეს მთლიანად მოძრაობა. "იგოეთამდე მოძრაობა გახსნილია ჩვენ შევეცდებით, მთელი ღამის განმავლობაში თანაბარი გზით წავიწიოთ, გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები უასაფრთხოება იყოს გარანტირებული ამ გზაზე. ვამოწმებთ ყველა იმ ადგილს, სადაც რუსები იყვნენ და როცა დავრწმუნდებით, რომ მძღოლებისთვის უსაფრთხოა, მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება მოძრაობა. იმედი მაქვს დილისთვის მოძრაობა აღდგება და მთელი ეს მაგისტრალი იკნება გასუფთავებული თბილისამდე. მალე გორში დაიწყებს ფუნქციონირებას ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ახლა იქ არის პოლიციის მცირე ნაწილი, მაგრამ მალე განლაგდება საპატრულო პოლიცია და სხვა სტრუქტურები. ჩევნ შევატყობინებთ მოქალაქეებს როდესაც გადაადგილება შესაძლებელი გახდება" - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.