Jump to content
Planeta.Ge

აბა მორჩა არჩევნები და ლაი ლაი, ვისაუბროთ როგორ დავუპირისპირდეთ რუსულ ოკუპაციას


Recommended Posts

აბა, მორჩა არჩევნები და ლაი ლაი, მოიგეს აბსოლიტური ტრიუმფით უგულავამ და ნაციონალებმა.

 

გვეყოფა ეხლა თბილისის მერის და მუხიანის მაჟორიტარის არჩევნებზე კამათი და ჰაეროპლანით ჰაერში ატაცებულ ვირზე საუბარი, ვისაუბროთ ამ თემაში რა საშუალებებით შეიძლება დავუპირისპირდეთ რუსულ ოკუპაციას

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა საშუალება მისაღებია ოღონდ ოკუპაციის წინააღმდეგ იყოს მიმართული

მარა რა დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ აღლუმებს იბარებენ და კახა თარგამაძეს ხვდებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა საშუალება მისაღებია ოღონდ ოკუპაციის წინააღმდეგ იყოს მიმართული

მარა რა დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ აღლუმებს იბარებენ და კახა თარგამაძეს ხვდებიან

მაგიტომაც გაფარჩაკდნენ არჩევნებში

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ დაუპირისპირდე და უნდა იძახო: ნატოიიი, ევროპაიიი, ამერიკაიიი, მიშაიიი, ალასანიაიი, ჭანტურიაიიი. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რა გკიდია ?

შემოვა თუ არა რუსი

 

მე ამ ქვეყნიდან უნდა დავახვიო, ეგ ზუსტად ვიცი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით არსებობს ბრძოლის ზოგიერთი ფრონტი სადაც უფრო აგრესიული და შემტევი ნაბიჯებია გადასადგმელი. მაგალითად ჩრდილო კავკასია. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღიაროს ინგუში ხალხი გენოციდი და შემდეგ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებთ შეეცადოს რომ ერთის მხრივ არსებული სიტუაცია დაკონსერვდეს - ანუ არ მოხდეს რუსეთის მხრიდან ხელახალი სამხედრო აგრესიის პროვოცირება რადგან ეს ის ფრონტია სადაც ჩვენ ისევ წავაგებთ და მეორეს მხრის მაქსიმალურად ეცადოს რომ ბრძოლა გადაიტანოს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ბრძოლის იმ ფრონტზე, სადაც არსებობს გამარჯვების რეალური შანსები, მხედველობაში მაქვს საინფორმაციო ომი და რუსეთის ჩრდილო კავკასიურ მაზოლზე მტკივნეული პედალირება. ასეთი ქმედება: 1. მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს როგორც კავასიის წამყვანი და ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფოს პრესტიჟის აღდგენა-განმტკიცებაში. 2. საინფორმაციო ომის მტრის ტერიტორიაზე გადატანა იქნება გარკვეული დაზღვევა და დამცავი ფარის შექმნა საქართველოსთვის. მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია უნდა გავიდეს დასავლეთში ჩრ. კავკასიაში რუსების დატრიალებული მხეცობების შესახებ იმდენად ბევრი, რომ ჩავაყენოთ მოწინააღმდეგე ჩვენთვის სასურველ - თავის მართლების რეჟიმში. რათქმაუნდა ასეთ შემთხვევებში რუსეთს მოუწევს კოლოსალური ფინანსური რესურსის ხარჯვა დასავლეთში რათა როგორმე გააპრავოს თავისი ქმედებები ასევე მეტი ფინანსები და სხვა სახის რესურსები დასჭირდება ჩრ. კავკასიის დასაშოშმინებლადაც რომელიც იგრძნობს რომ მას გაუჩნდა ცივილიზებულ სამყაროსთან დამაკავშირებელი გზა საქართველოს სახით და უფრო მეტი ენერგიით იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ. ეკოომიური და სამხედრო რესურსის ასეთი მასშტაბებით ფლანგვა რათქმაუნდა ამცირებს საქართველოს წინააღმდეგ ხელახალი აგრესიის შანსებს. ასე რომ ამ ფრონტზე გააქტიურებით შესაძლებელი იქნება ერთი გასროლით რამოდენიმე კურდღლის მოკვლა.

აი, სულ ესაა რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია დავუპირისპიროთ რუსულ ოკუპაციას (რათქმაუნდა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით საქართველო რუსეთის კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად საქართველოს სასარგებლოდ ჩართვისათვის მუშაობასთან ერთად თუმცა ეს უკვე ცალკე ფრონტია)

ჩემი აზრით მოცემულ ეტაპზე სისულელეა საომარი რიტორიკის წარმოება და ერთმანეთის დარწმუნება იმაში რომ ჩვენ იარაღის ძალით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რადგან ჩვენს არმიას არ გააჩნია ამის სათანადო რესურსი ეს ერთი და მერე მეორეც, საზოგადოება არ არის მზად ისეთი ომის საწარმებლად რუსეთის წინააღმდეგ როგორიც ჩვენ და ჩვენს არმიას ამ ეტაპზე შეგვიძლია შევთავაზოთ მოწინააღმდეგეს. არ არის საზოგადოება მზად და არც იქნება მანამ სანამ საკუთარი მონობის მოტრფიალე და სტუდენტობისას რუსეთში 30 მანეთად მოგულავე რუსეთუმე ქართველი თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი არ მოკვდება (რასაკვირველია ბუნებრივი სიკვდილით. ასევე სისულელეა იმაზე ფიქრი და შიში რომ თუ ჩვენ დავიწყებთ აგრესიულ საინფორმაციო ომს ჩრდილო კავკასიაში, რუსეთი უარესად გაბრაზდება და უარესად დაგვიპყრობს, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს დაპყრობა და როგორც არ უნდა მოვიქცეთ მის გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით. მხოლოდ ორი გზა დაგვრჩენია: გავუადვილოთ ან გავურთულოთ ჩვენი დაპყრობა. პირველ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ შანსი არ გვაქვს რადგან აქ შემოსული რუსეთი უკვე დემოგრაფიას შეცვლის ქვეყანაში რათა აღარ არსებობდეს ქართველი ერი, რომელიც როგორც აღმოჩნდა არ ყოფილა სანდო რუსეთისათვის. ხოლო მეორე შემთხვევაში არის როგორც გადარჩენის, ასევე გამარჯვების შანსები და მე ვფიქრობ რომ უფრო მეორე ვარიანტს უნდა მივეძალოთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ამერიკის, ევროპის, ნატოს და საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების გახსნის გარდა მაგ ჩამოთვლილთაგან არცერთს არ ვემხრობი, მაგრამ თქვენ დადექით და იძახეთ ვოვკა ვოვკა, დიმკა, დიმკა, რასსია, რასსია ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამასკდეს რუსეთიც, აშშ-ც, და ნაცებზე შეყვარებული ქართVელების კატეგორიაც.

მე არავის არსად არ დავუპირისპირდები პირადად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ჩვენც გვეცოდება ჩვენი თავები ჩემო თორთლაძისეულო ძმაო...

დაუპირისპირდე არა ყლინჯი.

არშემდგარ ბანანის სირობაში ცხოვრობ.

რას უნდა დაუპირისპირდე?

ვინ რას გეკითხება?

 

მოოკლედ, შენ დაუპირისპირდი, ჩვენ გვეკიდება.

და ჯამში მაინც როგორც დიდი ძიები გადაწყვიტავენ ისე იქნება.

ასე რომ მკიდია რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio , zen და dire

ამათ კდიათ( მეც)...ევროკავშირსაც, ნატოსაც, აშშ-საც,მიშასაც, გრიშასაც, და საერტოდ: რა ოკუპაცია, რი ოკუპაცია?-არ ჩამოვიშალეთ, ომი მოვიგეთ...

და მსოფიოში ყველაფერში პირველები და უნიკალურები ვართ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...