planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, მარკირება არ გამოიყენება წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში, ამიტომ შესაძლოა კანონის ხარვეზი კარუსელის მიზეზი გამხდარიყო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კობალაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: " წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში კანონით არ არის გათვალისწინებული მარკირების სითხის გამოყენება, ამიტომ ხელისუფლება იყენებს ასეთ ხმებს. ჩემი აზრით, არის დიდი ალბათობა, რომ ციხის თანამშრომლებმა ორჯერ მისცენ ხმა. თანამშრომლები, რომლების დღეს არ მუშაობდნენ, ციხის ადმინისტრაციამ გამოიძახა არჩევნებზე ხმის მისაცემად. კანონის ხარვეზად მიმაჩნია სამუშაო ადგილის მიხედვით ხმის მიცემა. " – განაცხადა კობალაძემ. როგორც 113-ე უბნის თავმჯდომარე, ვაჟა სოხაძემ განმარტა, ცესკოდან მიღებული ნებართვის საფუძველზე, ხმის მიცემის უფლება მიეცათ უმისამართო და სხვა რეგიონში რეგისტრირებულ ციხის თანამშრომლებს. გლდანის # 8 საპყრობილეში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნებში მხოლოდ ერთმა წინასწარპატიმრობაში მყოფმა პირმა მისცა ხმა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ციხის ადმინისტრაციამ არ დაგვრთო ნება, გავსაუბრებოდით წინასწარ პატიმრობაში მყოფ არც ერთ პირს. საპყრობილეში მოქმედებდა ორი :113-ე და 114-ე საარჩევნო უბანი. 114–ე საარჩევნო უბანზე რეგისტრებულ 760 ეჩვმიტანილს შორის არც ერთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს არ მიუცია ხმა. აღნიშნულ უბანზე იყო 12 კომიისის წევრი, რომელთაგან ხმა ვერ მისცა 3 წევრმა და დაფიქსირდა მხოლოდ 9 ამომრჩეველი. 114-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის სოფიო ხარგულიას განცხადებით, სპეცსიაში მყოფმა კომისიის ზოგიერთმა წევრმა ხმა ვერ მისცა გლდანის მაჟორიტარ კანდიდატს, რადგან გლდანის მერვე მიკრორაიონი, 2 კილომეტრი მიეკუთვნება კენტ მიკრორაიონებს. აღნიშნულ უბანს აკვირდებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო". ჩანაწერთა წიგნში მათ შეიტანეს შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, უბანზე დაფიქსირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადამიანთა ნულოვანი აქტივობა. " ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, პირადობის მოწმობების არქონა გახდა მიზეზი ასეთი დაბალი აქტივობისა, ხოლო ისინი, ვისაც ჰქონდათ პირადობის მოწმობა, არ აღმოჩნდნენ თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლები." - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა, თეა იოსავამ. რაც შეეხება, 113-ე უბანს, რეგისტრირებულ 676 ეჭვმიტანილს შორის მხოლოდ ერთმა მისცა ხმა. დანარჩენი ამომრჩევლები იყვნენ ციხის ადმინისტრაცის თანამშრომლები და ჯარი. დაახლოებით დღის 4 საათზე კომისიის თავმჯდომარემ. ვაჟა სოხაძემ განმარტა, რომ ცესკოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ციხის ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, თუ სად იყვნენ რეგისტრირებულნი, მისცეს ხმის მიცემის უფლება. კომისიის წევრმა, ირმა ბოლოთაურმა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან" განაცხადა: "შეიძლება ითქვას, რომ კარუსელი ჩატარდა, რადგან სხვა რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მისცეს უფლება, ხმა მიეცათ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატისთვის." კომისიის წევრი პარტიიდან "ჩვენ თვითონ" უერთდება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის განცხადებას. როგორც გაირკვა, ამჯერად ციხის დაწესებულებაში ხმები არ ითვლება და საარჩევნო ყუთი გადააქვთ ე. წ. დედა უბანზე, კერძოდ, გლდანის VII მიკრორაიონში, 54 უბანზე მიდის 113-ე საარჩევნო ყუთი, ხოლო 56 უბანზე 114-ე. სულ საქართველოს მასშტაბით, დღეს სასჯელაღსრულების ხუთ დაწესებულებაში აძლევდნენ ხმას. ოთხ დაწესებულებაში უბნები იყო გახსნილი, ხოლო ზუგდიდის საპყრობილეში კი გადასატანი ყუთით ხდებოდა ხმის მიცემა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts