Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს ლიდერის გამოცდა მუნიციპალურ არჩევნებში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg

 

მაიკლ მეინვილი

 

კვირას, ქართველები მონაწილეობას მიიღებენ საერთო ეროვნულ მუნიციპალურ კენჭისყრაში, რომელიც პრო-დასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადამწყვეტი ტესტია დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით

 

გამოკითხვების თანახმად, როგორც სჩანს სააკაშვილის მმართველი პარტია უპრობლემოდ მოიგებს არჩევნებს იმ ფონზე როდესაც მის ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერენ, ხოლო  ოპოზიცია გახლეჩილია.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს არჩევნები სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პირველი საარჩევნო ტესტია. კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალურ საბჭოში 1 730 ადგილისთვის იბრძოლებენ.

 

არჩევნები 8 საათზე დაიწყება და 12 საათის შემდეგ შეწყდება. ეგზიტპოლების შედეგებს, სავარაუდოდ არჩევნების დასრულებიდან მალევე გამოაქვეყნებენ.

 

საქართველოში დაახლოებით 3.5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. შუადღისთვის ელექტორატის აქტივობამ 20%-ს მიაღწია – განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

 

2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა სივრცეში რეფორმატორად გამოცხადებულმა სააკაშვილმა ომის და მზარდ ავტორიტარიზმში ოპოზიციის ბრალდებების გამო, მნიშვნელოვნად დაკარგა დასავლური მხარდაჭერა.

 

მან პირობა დადო, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა და პროცესის კონტროლისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს მოიწვევდა.

 

ოპოზიციის ლიდერები პირობას სდებენ, რომ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, თუკი ჩათვლიან რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, თუმცა ანალიტიკოსების თქმით მოსალოდნელი არ არის სააკაშვილის წინააღმდეგ შარშან მიმდინარე დიდი დემონსტრაციების გამეორება.

 

ამ არჩევნებში თბილისის მერს პირდაპირი წესით პირველად აირჩევენ. ბევრი ექსპერტის აზრით ეს პოსტი 2013 წელს სააკაშვილის  ვადის ამოწურვისთვის პრეზიდენტობისთვის პოტენციური ტრამპლინია. მანამდე მერი თბილისის საკრებულოს 50 წევრმა აირჩია, რომელთა მანდატები ასევე მოსაპოვებელია.

 

არსებობს იმის დიდი მოლოდინი, რომ არჩევნებში სააკაშვილის ახლო მოკავშირე და მოქმედი მერი გიგი უგულავა გაიმარჯვებს. ოპოზიციის წამყვანი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რომელიც ოპოზიციაში ომის შემდეგ გადავიდა, რასაც ქვეყანაში რუსეთის არმიის ინტერვენცია მოჰყვა.

 

უგულავამ არჩევნებს „ისტორიული“ უწოდა და პირობა დადო, რომ ის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარდება.

 

„ეს თბილისელებისთვის ისტორიული მომენტია, რადგან ისინი პირველად ირჩევენ მერს პირდაპირი წესით. დღეს ყველაფერი სამართლიანად და მაღალი სტანდარტების დაცვით ჩაივლის“ – განაცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ალასანია მის წინაშე არსებული უამრავი სირთულის მიუხედავად, ოპტიმისტურადაა განწყობილი.

 

„მე ხმა მივეცი ცვლილებებს. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ – განაცხადა მან ხმის მიცემის შემდეგ – „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო და დემოკრატია გაძლიერდება“.

 

47 წლის ექიმმა ლიზა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სააკაშვილის პარტიას, რომელმაც ბოლო წლებში დედაქალაქში დრამატული ცვლილებები, დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა და მისი ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გააუმჯობესა.

 

„თბილისი დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. უგულავა კარგი მერია“ – სთქვა მან.

 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უცხოელები არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან, განსაკუთრებით ვაშინგტონში, იმის გასარკვევად თუ რამდენად ერთგულია სააკაშვილი დემოკრატიული რეფორმების.

 

„დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიის მორიგი ტესტია“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

 

მუნიციპალური არჩევნებისთვის უჩვეულოდ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) საქართველოში დაახლოებით 200 დამკვირვებელი გააგზავნა. ისინი საკუთარ განცხადებას არჩევნების მეორე დღეს გამოაქვეყნებენ.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...