planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 "სამართლიანი არჩევნების" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლის ეკა სირაძის თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დარღვევების უმეტესი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა. თუმცა აქვე სირაძე აღნიშვნავს,რომ ზეწოლის ამდენ ფაქტსაც არ მოელოდა. ორგანიზაციას ამ დრომდე სულ 22 საჩივარი აქვს დაწერილი. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, "სამართლიანი არჩევნები" 5 ასეთი ტიპის დარღვევაზე საუბრობს. 6 საათისთვის დაფიქსირდა საბურთალოს 38–ე უბანზე დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტი,–აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი. მისი თქმით უბანზე, იყო ქაოსი, საჩივრის დაწერა მოითხოვა დამკვირვებელმა, "რაზეც წყობიდან გამოვიდა უბნის კომიის თავმჯდომარე. უწყებათაშორის კომისიას შევატყობინეთ, თუმცა ამ დრომდე რეაგირება მას არ ჰქონია". "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი წამოვიდა უბნიდან, რადგან მუშაობას ვეღარ აგრძელებდა. ქუთაისის ოლქის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდნენ ისეთი პირები, რომლებიც აღნიშნული ორგანიზაციის სახელით დარეგისტრირდნენ, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდნენ და სხვა ორგანიზაციის სახელით გაიარეს რეგისტრაცია, მას შემდეგ, რაც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყვეს. ეკა სირაძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვას და უშუალოდ დათვლის პროცესს უკაშვირდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts