planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 აჭარის ხუთ ოლქში სამართლიან არჩევნებს, არჩევნების დამთავრების დროისთვის, სულ ხუთი საჩივარი აქვს დაწერილი ბათუმში, 79 ოლქში, ,,სამართლიანი არჩევნების,, დამკვირვებლებმა ორი საჩივარი დაწერა 81-ე სპეცუბანზე, მათგან ერთი ეხებოდა წილისყრით ფუნქციების განაწილებას, ანუ ერთ-ერთი პიროვნების ფუნქცია წინასწარ იყო დანიშნული. შესაბამისად, წილისყრა განმეორებით ჩატარდა. მეორე საჩივარი უკავშირდებოდა კენჭისყრის დაგვიანებით დაწყებას: 81-ე უბნის ამომრჩეველი არ ირჩევდა მაჟორიტარ კანდიდატს, მაგრამ უბანში მიიტანეს მაჟორიტარული ბიულეტენები. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის მადონა ბერიძის თქმით, „პროცესი ამ ბიულეტენების უკან წამოღებამ დააყოვნა“. მესამე საჩივარი დაიწერა 16-ე უბანზე, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტზე. გარდა ამისა, სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმის 22-ე უბანზე ხუთი ფაქტი დააფიქსირა, როცა ხმის მიცემის მცდელობა იყო განმეორებით. ანუ ხუთ ამომრჩეველს დახვდა ხელი მოწერილი და ხმა მიცემული. ასევე დარღვევა დაფიქსირდა ქობულეთის მე-2 უბანზე. ამ უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომლის პირადობაშიც რეგისტრაციის ადგილი არ იყო მითითებული. სამართიანი არჩვნებს აჭარის ყველა ოლქში ჰყავდა დამკვირვებელი, თუმცა უბნებს სრულად ვერ ფარავდა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts