Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

babuagiorgi

 

მთლიანად ალასანიაზეა დამოკიდებული

 

ნუ ეხლა დამიჯერე ძალიან რთულ სიტუაციაშია. აქვს ორი ვარიანტი ან წავიდეს მაგარ კონფრონტაციაზე, ან კიდევ სცნოს ნაცების გამარჯვება.

 

ჩემი აზრით თუ კონფრონტაციი იმედი არაა, მაშინ დასაფიქრებელია, ის თუ რამდენი იყო გაყალბების პროცენტი.

თუ ეს გაყალბების პროცენტი არ იყო ისეტი დიდი და ვთქვათ გადამწყვეტი, მაშინ უკეთესია სცნოს ნაცების გამარჯვება

ეს ერთი მხვრივ ტეხამს, მაგრამ მეორე მხვრივ სამართლიანი პოლიტიკოსის სახეს დაუტოვებს.

არ ვიც რა. მე მაგალითად ამ მეორე ვარიანტს გავრისკავდი.

არამგონია ხალხი მზად იყოს კონფრონტაციისა და ამ შემტხვევასი გაფარჩაკების უფრო დიდი შანსი არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 791
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ველამ ვნახეთ ედისონ რისერჩის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლი და მისი პროცენტული მაჩვენებელიც მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცოდეთ რომ მათი ნაჩვენები ეგზიტპოლის შედეგები არის მხოლოდ იმ 49%-ის პასუხების მიხედვით რომლებიც ეგზიტპოლში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. გამოკითხულთა 51%-მა პასუხი არ გასცა საერთოდ შეკითხვას თუ ვის მიცა ხმა.

 

იმის მიხედვით, რომ, ოფიციალური მონაცემებით, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12,951-მა ამომრჩეველმა (ანუ იმ 49%-მა ვინც მონაწილეობაზე დათანხმდა) შეგვიძლია დავადგინოთ, რომ მთლიანად გააჩერეს 26,430 ამომრჩეველი (აქედან 49% ანუ 12,951 ვინც მონაწილეობაზე დათანხმდა და 51% ანუ13,479 ვინც მონაწილოებაზე არ დათანხმდა.

 

ჯერ დავიწყოთ გამოქვეყნებული მონაცემებით (ანუ მხოლოდ ის 49% ვინც დათანხმდა):

 

უგულავა - 60% (7700 ხმა)

ალასანია - 17% (2201 ხმა)

ჭანტურია - 10% (1295 ხმა)

ძიძიგური - 6% (777 ხმა)

ძოფათე - 5% (647 ხმა)

 

 

თუ გავითვალისზინებთ მთლიანად გაჩერებულ ამომრჩეველს ანუ 26,430 ადმიანს და არა 12,951 ადამიანს ვინც ეგზიტპოლში მონაწილეობაზე დათანხმდა, შედეგები არის ასეთი:

 

უგულავა - 29.1%

ალასანია - 8.3%

ჭანტურია - 4.9%

ძიძიგური - 2.9%

თოფაძე - 2.4%

ყველა დანარჩენი კანდიდატი -

 

პასუხზე უარი თქვა - 51%

 

 

აქედან მოყოლებული ყველა დაანგარიშების მიზანია გავიგოთ თუ როგორ გადანწილდება ამ 51% (13,479 ადამიანის) ხმა.

 

ამ 51%-დან რამდენი იყო უგულავას ამომრჩეველი და რამდენი იყო ოპოზიციის ამომრჩეველი თქვენთვითონ გადაწყვიტეთ, ყველას სხვა და სხვა მოსაზრება ექნება.

 

გავითვალისწინოთ ის რომ ოპოზიციის ამომრჩეველი ბევრად უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ იქნებოდა პასუხის გასაცემად (არა მაინც და მაინც იმიტომ რომ ვინმე რამით დაემუქრა, უბრალოდ ბუნებრივად ზეწოლის ქვეშ), მოდი ჩავთვალოთ რომ ამ 51%-დან ვინც პასუხი არ გასცა, 75% იყო ოპოზიციის ამომრჩეველი და 25% უგულავას ამომრჩეველი.

 

ეგზიტპოლის მიხედვით 5020-მა კაცმა ანუ 40%-მა ხმა მისცა ოპოზიციას ხმა (უგულავას 60%-მა მისცა).

 

იმის და მიხედვით რომ, ოპოზიციიიდან 17% იყო ალასანია, 10% იყო ჭანტურია, 6% იყო ძიძიგური და 5% იყო თოფაძე, გამოდის რომ მხოლოდ ამ 5020 ოპოზიცონერი ამომრჩევლის ხმებიდან, ალასანიამ მოიპოვა 2201 ხმა ანუ 44%, ჭანტურიამ მოიპოვა 1295 ხმა ანუ 26%, ძიიძიგურმა მოიპოვა 777 ხმა ანუ 16% და თოფაძემ მოიპოვა 647 ხმა ანუ 13%.

 

ეს სტატისტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ გავარკვიოთ იმ 51% გამოკითხულისგან ვინც პასუხზე უარი თქვა და ოპოზიციას უჭერდა მხარს (რომელიც მაგალითად ავიღეთ 75%), გავარკვიოთ თუ ზუსტად რომელ ოპოზიციონერს და ზუსტად რამდენი ხმა მისცა თითოს.

 

ის 51% ვინც ხმა არ მისცა გამოდის 13479 ადამიანი. იმისათვის რომ დავითვალოთ თუ რამდენი ხმა მიიღო თითო ოპოზიციონერმა ამ ხალხისგან, ჯერ უნდა გამოვთვალოთ ამ რიცხვის 75% რომელიც ოპოზიციონერი იყო, რომელიც გამოდის 10109 ადამიანი. ესეგი იმ 51%-სგან (13479 ადამიანისგან) ვინც პასუხზე უარი თქვა, 10,109 ადამინი იყო ოპოზიციონერი.

 

ეხლა რომ გავარკვიოთ თუ რომელ ოპოზიციონერს რამდენი ხმა მიუვიდა ამ არ დაუთვლელი, არგაცემული პასუხებისგან, ვპოულობთ 10,109-ის 44%-ს (ალასანია), 26%-ს (ჭანტურია), 16%-ს (ძიძიგური) და 13%-ს (თოფაძე). ეს პროცენტები არის ზემოთ გამოთვლილი პროცენტები რომელიც ვიპოვეთ იმის დათვლით თუ გამოკითხული (49%) ამომრჩევლიის მხოლოდ ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა რომელ ოპოზიციის წარმომადგენელს მისცა ხმა. იგივე პროცენტებს ვხმარობთ რადგან ვთვლით რომ ოპოზიციონერი ამომრჩევლების ის ნაწილი რომელმაც ეგზიტპოლში მონაწილეობა მიიღო იგივე ტენდენციით მისცემდა ხმას სხვა და სხვა ოპოზიციის კანდიდატს როგორც ის ოპოზიციონერი ამომრჩეველი რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ეგზიტპოლში.

 

შედეგები ასეთია, რომ ამ გამოუკითხავი ამომრჩევლიდან (51%სგან):

 

ალასანიამ მიიღო 4447 ხმა

ჭანტურიამ მიიღო 2628 ხმა

ძიძიგურმა მიიღო 1617 ხმა

თოფაძემ მიიღო 1314 ხმა

 

ეხლა ეს ხმები დავუმატოთ ეგზიტპოლით გამოქვეყნებულ ხმებს რომლებიც იყო:

 

 

უგულავა - 60% (7700 ხმა)

 

ალასანია - 17% (2201 ხმა)

ჭანტურია - 10% (1295 ხმა)

ძიძიგური - 6% (777 ხმა)

ძოფათე - 5% (647 ხმა)

 

 

ხმების დამატებით გამოდის რომ ეხლა:

 

ალასანიას აქვს 6648 ხმა

ჭანტურიას აქვს 3923 ხმა

ძიძიგურს აქვს 2394 ხმა

თოფაძეს აქვს - 1961 ხმა

 

ანუ ამ ხმების დათვლის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია გმაოვითვალოთ ყველა ამომრჩევლის მიცემული ხმა და არა მხოლოდ იმ 49%-ის რომელიც მონაწილეობაზე დათანხმდა.

 

 

სანამ ოპოზიციის საბოლოო ხმებს დავითვლის ჯერ დავითვალოთ უგულავას მთლიანად მიღებული ხმები ანუ ის 25% რომელიც უგულავამ იმ 13479 (51% უპასუხო) ამომრჩევლისგან მიიღო.

 

13479-ის 25% არის 3369 ხმა.

 

ანუ უგულავას საბოლოო ხმების რაოდენობა არის 11069.

 

მთლიანობაში გამოვიდა რომ:

 

უგულავას აქვს 11069 ხმა

ალასანიას აქვს 6648 ხმა

ჭანტურიას აქვს 3923 ხმა

ძიძიგურს აქვს 2394 ხმა

თოფაძეს აქვს - 1961 ხმა

 

 

როგორც თემის დასაწყისში დაიწერა, იმის მიხედვით რომ 49% დათანხმდა პასუხის გაცემაზე და მთლიანად იყო 12951 ადამიანი ვინც პასუხი გასცა, მთლიანობაში გაჩერებული იყო 26430 ადამიანი. ეხლა ამ რიცხვით დავადგენთ თუ როგორი პროცენტული მაჩვენებლით გადანაწილდა ყველა კანდიდატის ხმა საბოლოოდ.

 

უგულავა - 41.8%

ალასანია - 25.2%

ჭანტურია - 13.8%

ძიძიგური - 9.1%

თოფაძე - 7.4%

 

ეგზიტპოლის სტატისტიკის გათვალისწინებით, დაახლოებით ეს უნდა იყოს შედეგი არჩევნებზე.

 

გავითვალისწინოთ ის, რომ ეს შედეგები მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ იმ 51%-დან ვინც ეგზიტპოლში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, 75% იყო ოპოზიციონერი და 25% მთავრობის მხარდამჭერი.

 

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შედეგები მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ 51%-დან ეგზიტპოლში არამონაწილე და ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩეველი იმავე პროცენტული მაჩვენებლით მისცემდა ხმას სხვა და სხვა ოპოზიცონერს როგორც ის 49% ამომრჩეველი ვინც მონაწილეობა მიიღო ეგზიტპოლში.

 

ასევე გავითვალისწინოთ, რომ ყველა გამოთვლა გაკეთებული იყო მხოლოდ ედისონ რისერჩის გამოქვეყნებული სტატისტიკით ასე, რომ ისიც თქვენი გადასაწყვეტია რამდენიად სწორი იყო მათი გამოქვეყნებული სტატისტიკა.

 

 

ხოდა სანამ ამ ყველაფერს ვწერდი, კიდევ ერთმა იუზერმა დაითვალა იგივე მეთოდით, უფრო ნაკლებ დეტალებში. იუზერი გ ი ო რ გ ი

 

 

 

 

 

უბრალოდ ჩემ აზრს დავაფიქსირებ: არ მჯერა იმის რომ უგულავა არჩევნებს 41.8%-ით მოიგებს. ის რომ 51% გაუცემელი ხმიდან 25% უგულად ჩავთვალე, უგულავასთვის ძალიან კარგად მოპყრობა იყო. ისიც გასარკვევია 51%-ს ოპოზიციონერი ამომრჩევლიდან ვინც ეგზიტპოლში არ მიიღო მონაწილეობა მართლა მისცემდა თუ არა ალასანიას მხოლოდ 44% ხმას.

 

http://forum.ge/?showtopic=34121578&view=findpost&p=19901801

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მაშინ 26 მაისის მერე დაკარგა უკვე... დღეს უბრალოდ გაგრძელებაა...

თქვენ რა, მართლა გჯერათ რომ ამ მთავრობას არჩევნების გზით შეცვლით??? :))

 

ამაზე როდესაც ვფიქრობ, არ შემიძლია არ დავაფიქსირო ის რომ ერთი მხვრივ არ მჯერა, მაგრამ მეორე მხვრივ მახსენდება ის, თუ როგორი დაუჯერებელი იყო კომუნისტების პერიდში ამაზე ოცნებაც კი.

მაშინ ზვიადიმ არჩევნებით მოუგო კომუნისტებს.

ასე რომ თუ კარგად მოემზადებიან + ძალიან ძლიერი პროგრამ უნდა ამას + კარგი პროფესიონალური პიარკომპანია. პროსტო ალასანიამ უნდა დაიჯეროს ის, რომ არ ჰყავდა გვერდში ამ საქმის პროფესიონალები.

შანსები არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

თუ ეს გაყალბების პროცენტი არ იყო ისეტი დიდი და ვთქვათ გადამწყვეტი,

პატიმრების ოჯახები და პირობითიანების ახლობლები მიაშინეს...

 

მარტო ეს მოიტანდაერთ 50 000 ხმას..ასე რომ გაყალბება თუ რაც ქვია იყო წარმოუდგენელი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

უბრალოდ ჩემ აზრს დავაფიქსირებ: არ მჯერა იმის რომ უგულავა არჩევნებს 41.8%-ით მოიგებს. ის რომ 51% გაუცემელი ხმიდან 25% უგულად ჩავთვალე, უგულავასთვის ძალიან კარგად მოპყრობა იყო. ისიც გასარკვევია 51%-ს ოპოზიციონერი ამომრჩევლიდან ვინც ეგზიტპოლში არ მიიღო მონაწილეობა მართლა მისცემდა თუ არა ალასანიას მხოლოდ 44% ხმას.

 

http://forum.ge/?showtopic=34121578&view=findpost&p=19901801

დამიჯერე ეს არის უბრალოდ უაზრო ნერვების შლა.

ამას სჯობია დამარცხების აღიარება და წინ სვლა. ასეთი რამ არაფერს არ მოგვცემს.

უნდა გაანაიზდეს შეცდომები და სულ სხვ მიდგომით მივაწვეთ საქმეს, თორემ ტირილით არაფერი კეთდება.

 

babuagiorgi

 

პატიმრების ოჯახები და პირობითიანების ახლობლები მიაშინეს...

 

მარტო ეს მოიტანდაერთ 50 000 ხმას..ასე რომ გაყალბება თუ რაც ქვია იყო წარმოუდგენელი!

 

ეს ისედაც იასნი იყო რომ გარკვეული % ნაყიდი და დაშინებული იქნებოდა.

ალასანიას მოგება შესაძლებელი იყო წინასწარი 20%-იანი ვერხით.

ეს უნდა გაითვალისწინო რომ ესენი ასეთ რამეს ყოველთვის შესძლებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ალასანიას მოგება შესაძლებელი იყო წინასწარი 20%-იანი ვერხით.

რაც ამ ტელევიზიების ამ დაშინების და ზეწოლის პირობებში ყოველთვის უტოპიაა

 

დაივიწყე არჩევნები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

რაც ამ ტელევიზიების ამ დაშინების და ზეწოლის პირობებში ყოველთვის უტოპიაა

 

დაივიწყე არჩევნები

 

თქვენი არ ვიცი და ყოველი წაგება უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მოგებაზე ვიფიქრო.

 

აუცილებლად გავუგზავნი ალასანიას წერილს. ეგებ ეს კაცი მართლა გულით აწვებოდა საქმეს და თუ ეს ასეა დახმარება უნდა.

ეხლა ამ ადამინის მიტოვება არასწორი საქმეა

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი არ ვიცი და ყოველი წაგება უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მოგებაზე ვიფიქრო.

ნუ აშკარა გახდა რომ ხელისუფლევას 30% ფორა მინიმუმ ექნება ყველა არჩევნებზე, ასეთ სიტუაციაში არჩევნებით ვერ შეიცვლება ეს მთავრობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/f/hbx7e.png

 

http://b.pix.ge/g/gt7kd.png

 

http://a.pix.ge/r/hfvhj.png

 

ისეთი ნა*** არიან რომ მაჟორიტარებშიც ყველგან მოგებას იწერენ, თან რა პროცენტებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰაჰაჰააა)))))

 

ვაკეში უგულავას 50% აუღია! :018: :018: :018:

 

სამი კორპუსი ვიცი ვაკის სულ სხვადასხვა ადგილას...არსად ნაცებს ხმას არ აძლევდნენ!

 

LegolaS

ნუ აშკარა გახდა რომ ხელისუფლევას 30% ფორა მინიმუმ ექნება ყველა არჩევნებზე, ასეთ სიტუაციაში არჩევნებით ვერ შეიცვლება ეს მთავრობა

ეს თბილისში, რეგიონებში რატო 50% ფორა არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი არ ვიცი და ყოველი წაგება უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მოგებაზე ვიფიქრო.

ბაბუ, ისე ხომ არ ჯობია, ყოველმა მოგებამ მოგცეს უფრო მეტი სტიმული შემდგომ გამარჯვებებზე იფიქრო? :) და არ ჩაება წინასწარ წაგებულ თამაშში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეხლა ამ ადამინის მიტოვება არასწორი საქმეა

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.

თავის თავზეა დამოკდიებული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია არჩევნებში დამარცხდა.. მიზეზებზე ხვალ ვრცელ თემას გავხსნი... სიტუაცია აღარ შეიცვლება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია არჩევნებში დამარცხდა.. მიზეზებზე ხვალ ვრცელ თემას გავხსნი... სიტუაცია აღარ შეიცვლება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...