newstudio Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoრა უნდა საარჩევნო უბნამდე მისვლას კაცო,მესტიიააა???ფსიქოლოგიური ზეწოლაა...ეგ ერთი! მეორე...კარუსლების დაფარვის მცდელობა!... ძინავს ალიანსს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoშეგიძლია შენ რომ შენს სახლში ჩაწერილები მათი ნებართვის გარეშე ერთი მისვლით ამოწერო? სადღაც ხომ უნდა ჩაეწერონ, ჰაერში ხომ არ დარჩებიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ეს იმას ჰგავს რომ მყველა პარტიამ თავისი ამომრჩეველი თვითონ უნდა მოიყვანოს საარჩევნო ყუთთთან.რა ჰქნას იმ პარტიამ ვისაც ავტობუსიები არ ჰყავს? პ.ს. ისე კი სულ ტყუილად ნერვიულობთ. გააყალბებენ და მით უკეთესი ჩვენთვის და მით უარესი მათთვინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoშეგიძლია შენ რომ შენს სახლში ჩაწერილები მათი ნებართვის გარეშე ერთი მისვლით ამოწერო? სადღაც ხომ უნდა ჩაეწერონ, ჰაერში ხომ არ დარჩებიან?მე დავწერ განცხადებას, ჩემი სახლია რა, პრივატიზირებული და ჩემი თანხმობის გარეშეჩაწერის უფლება არავის ქონდა,ამ განცხადებას შეისწავლიან და თუკი არ დააკმაყოფილებენ მერე სასამართლოშიც შემიძლია ვუჩივლო,მაგრამ დააკმაყოფილებენ Siknadmo ფსიქოლოგიური ზეწოლაა...ეგ ერთი! მეორე...კარუსლების დაფარვის მცდელობა!... ძინავს ალიანსს?ინფორმაცია მივაწოდე რომ ზედმეტი ხალხია ჩემს ბინაში ჩაწერილი და მაგაზე ვერაფერი გააწყვეს და kisa აი მაგათ რო ხმას მისცემს, იმათი ხმა არც უნდა გინდოდესხმას სუნი არა აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoესპანეთის მაგალითს გეტყვი. ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ ჩაწერილს ბინაში, ხოლო ამოწერა სადღაც ექვსთვიანი პროცესია. ძლივს ამოვაწერინე სახლის პატრონს ძველი მდგმური ბინიდან სადაც ვცხოვრობ ახლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoესპანეთის მაგალითს გეტყვი. ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ ჩაწერილს ბინაში, ხოლო ამოწერა სადღაც ექვსთვიანი პროცესია. ძლივს ამოვაწერინე სახლის პატრონს ძველი მდგმური ბინიდან სადაც ვცხოვრობ ახლა.ხოდა ჩვენ არავინ ჩაგვიწერია, ამაშია საქმე, თანაც კომუნალური გადასახადები მათზე არ მოდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoხოდა ჩვენ არავინ ჩაგვიწერია, ამაშია საქმე, თანაც კომუნალური გადასახადები მათზე არ მოდისეგრეა....და ოპოზიცია დროა გაინძრეს...თუმცა პირველი ფაქტი ალიანსმა გააჟღერა...კერძOდ ხორგუანმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 დროა გაინძრეს. კაი დროსია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) babuagiorgiიცით თქვენ ჩემი პოზიცია, სამწუხაროდ ვერ ვხედავ ოპოზიციას, მაგრამ აუცილებელია დაფიქსირდს საზოგადოების პროტესტი. ყველა კანდიდატიდან მე პირადათ ავირჩევდი ზვიად ძიძიგურს. მაინც ვერ შესძლებს ოპოზიცია ამ ადგილოვებრივ მართველობაში რამის მიღწევას, მაგრამ თბილისში არ აქვს შანსი. ასე რომ ხმები რომ არ გაიფანტოს, მე მგონი ამ შემთხვევაში ველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ალასანიაზე ხმის მიცემა. ვნახოთ რა გამოვა ამ ალასანიასგან. მინიმუმ 2013 წლამდე კიდევ ბევრი დროა და იმის არ იყოს "აბანოში გამოჩნდებაო", დაე გამოჩნდეს. ჩემი წინააღმდეგობა და კრიტიკა სამართლიანი იყო ალასანიას მიმართ და არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ამ კრიტიკას მოვუკლო. თან ჯერ მისგან არ არის ის დამაჯერებელი ფაქტორი რომ ნაციონალებს გაემიჯნა. თუ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ შესძლეს მოლაპარაკება ერთიანი კანდიდატის თაობაზე, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ოპოზიციას იმით, რომ ერთ კანდიდატს მივცეთ ხმა. ამ ადგილობრივ არჩევნებზე ისევე როგორც სხვა მიშას დროინდელ არჩევნებზე მისვლა ნიშნავს ნაცებისთვის გაყალბებაში ხელშეწყობას... მთავარია მაგათთვის ქვორუმი დაფიქსირდეს და მერე როგორც უნდა ისეთ მანიპულაციას გაუკეთებენ მიღებული ხმების პროცენტებს!!! ვინც საარჩევნო ტექნოლოგიებში ერკვევა და ერთხელ მაინც ყოფილა საარჩევნო კომისიაში იმან უკვე იცის ეს როგორც ხდება!!! Edited May 29, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) ეს ასე ვთქვათ ამერიკული ვერსიის ქართული სახუ,არო ადაპტაცია Edited May 29, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 +1 რაც მალე გაუქრებათ ილუზიები, მით უკეთესი. მე ის ვერ გავიგე რომც გახდეს თუნდაც ალასანია მერი მაგით რა იცვლება ქვეყანაში? 2013 მდე ლოდინს მე არ ვაპირებ ისე მალე გაირბენს ეს წლები ვერც კი შენიშნავ babuagiorgi ამ ადგილობრივ არჩევნებზე ისევე როგორც სხვა მიშას დროინდელ არჩევნებზე მისვლა ნიშნავს ნაცებისთვის გაყალბებაში ხელშეწყობას... მთავარია მაგათთვის ქვორუმი დაფიქსირდეს და მერე როგორც უნდა ისეთ მანიპულაციას გაუკეთებენ მიღებული ხმებიდ პროცენტებს!!! ვინც საარჩევნო ტექნოლოგიებში ერკვევა და ერთხელ მაინც ყოფილა საარჩევნო კომისიაში იმან უკვე იცის ეს როგორც ხდება!!!ნაცმოძრაობა 30% პროცენტს მაინც მიიყვანს არჩევნებზე, ერთ 10% მიაყალბებს და მაინც გაიმარჯვებს, თუკი არ მიხვალ, ძალიან ადვილად გაიმარჯვებს, თუკი მიხვალ და თუკი ყველა მივა ჩემს ფეხებს გაიმარჯვებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoნაცმოძრაობა 30% პროცენტს მაინც მიიყვანს არჩევნებზე, ერთ 10% მიაყალბებს და მაინც გაიმარჯვებს, თუკი არ მიხვალ, ძალიან ადვილად გაიმარჯვებს, თუკი მიხვალ და თუკი ყველა მივა ჩემს ფეხებს გაიმარჯვებს+1 babuagiorgiეხლა ალასანია არ არის ჩემთვის ის ვისიც მე მჯერა, მაგრამ აქ უკვე გვეყო დავები და კრიტიკა. დარჩა ერთი დღე და ოდნავ მაღლა უნდა დავდგეთ პირადულზე.ასე რომ ალასანია.ძიძიგურს მართლა არ აქვს შანსი...თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ასოცირდება სამტრედიასთან (რამდენად სწორია, ამაზე აქ ნუ ვიკამათებთ, ფაქტს ვამბობ უბრალოდ)... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmoთუკი მიხვალ და თუკი ყველა მივა ჩემს ფეხებს გაიმარჯვებს რის საფუძველზე ამბობ ამას??? ჭკუის სასწავლებლად წინა სხვადასხვა სახის არჩევნები არ არის საკმარისი შენთვის??? ადრე რა... ხალხი არ მიდიოდა არჩევნებზე ვითომ და იმიტომაც იმარჯვებდა სააკაშვილი??? სასაცილოა ეგ ვერსია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 Siknadmo რის საფუძველზე ამბობ ამას??? ჭკუის სასწავლებლად წინა სხვადასხვა სახის არჩევნები არ არის საკმარისი შენთვის??? ადრე რა... ხალხი არ მიდიოდა არჩევნებზე ვითომ და იმიტომაც იმარჯვებდა სააკაშვილი??? სასაცილოა ეგ ვერსია!თბილისში დამარცხდა ნაცმო, ეგ ფაქტია, თბილისში შესაძლებელია გამარჯვება,არჩევნების ბოიკოტი კი შეუძლებელია, ამჯერად ეს შEუძლებელია,ვინაიდან საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ნაცმოს იმისთვის რომ არჩევნების ჩატარება ლეგიტიმურად გამოაცხადოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ყველაფერი მარტივია:ცინიკურად წინასწარ ალიბს იბევებენ საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშე.როგორც ჩანს ახალი არაფერი მოუფიქრებიათ და ისევ სომხური კარუსელების გამოყენებას აპირბენ. ვინც არ იცით რა არის სომხური კარუსელი, აგიხსნით: კონკრეტულ ადამიანებს აძლევენ წინასწარ დაბეჭდილ ბიულეტენებს, რომლებშიც ხუთიანია შემოხაზული. ეს ადამიანები შედიან საარჩევნო უბანზე, ამ კონვერტს აგდებენ ყუთში და ცარიელი ბიულეტენი, რომელსაც კომისიის წევრი მისცემთ, გამოაქვთ უკან და აბარებენ კოორდინატორს.გარდა ამისა აქვთ მეორე მეთოდიც. სრულად ყავთ აღნუსხული ვინ იმყოფება საზღვარგარეთ და მათი დიდი ნაწილის სახელზე დაბეჭდილი აქვთ დუბლირებული პირადობის მოწმობები, სხვისი სურათებით და ეს "დუბლიკატი" ამომრჩევლები ყავთ ჩაყრილი მარშრუტკებში ან ავტობუსებში (ზოგიერთ მათგანს 5-6 პირადობის მოწმობა აქვს სხვისი სახელით და გვარით) და მაგათ დაათრევენ აქეთ-იქეთ.ხოდა დავუბრუნდეთ ისევ იმას, რომ წინასწარი ცინიკური ალიბი მოიმზადეს ამით. თუ რომელიმე დამკვირვებელი ამ ჯგუფებს შეამჩნევს, იტყვიან ესენი ის ხალხი არიან ჩვენ რო ვთქვით უფასოდ გადავიყვანთო. წინა არჩევნებზე მაგაზე ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ, სატურნი რომ კაიფობს ჩემს დადებულ ვიდეოზე, ეგეთი მასალა რამდენიმე მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამას გარკვეული რეაგირება მოყვა მათი მხრიდან. ასევე მიეწოდათ ის ინფორმაციაც, რომ პატიმრების ოჯახის წევრები და მეგობრები თუ მოსყიდული ამომრჩეველი იღებდნენ მონაწილეობას ამ ე.წ. სომხური კარუსელის საშუალებით და ისინი კონტროლდებოდნენ ნაცმოძრაობის კოორდინატორთა მიერ. ამაზე ყველაზე ცინიკური პასუხი ექნებათ აწი, ვითვლით ჩვენს ამომრჩეველს, რომ არ გაგვიყალბონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.