Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ამ თემაში განთავსდება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია აარჩევნების მიმდინარეობის შესახებ. გთხოვთ ყველამ იაქტიუროთ და განათავსოთ ინფორმაცია.. კომენტარები კი ამ თემაში დავტოვოთ ---> http://planeta.ge/index.php?showtopic=26299

 

 

ამ დროისათვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია არის კრწანისიდან

 

 

 

კრწანისში არჩევნების ჩაშლის საფრთხე არსებობს

კრწანისში არჩევნების ჩაშლის საფრთხე არსებობს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, კრწანისის რაიონში, საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე, ბიულეტინები მიტანილი არ არის. “საარჩევნო კოდექსის მიხედვით,უბნებზე ბიულეტენები 29 მისის 20:00 საათამე უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე ღამის 1 საათია და ბიულეტენები, არამც ტუ საარჩევნო უბნებზე, საიოლქო კომისიებშიც არ შეუტანიათ გასანაწილებლად”, – აცხადებე “ალიანსი საქართველოსათვის” კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატის, სოფიო ხორგუანის შტაბში და აღნიშნულ ქმედება, არჩევნების ჩაშლის მცდელობად აფასებენ.

 

 

 

 

 

http://gtn.ge/?p=9100

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 791
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

FRIDRIX

სახელი რა ქვია?

 

როდის ადრე?

რაგბის კავშირი რომ შეიქმნა ბიძინა გეგიძე იყო

დებილი კი არ ვარ :(

თან იმ რაფავას ( სახელი დამავიწყდა) არასდროს უმსახურია არც მილიციაში და არც პოლიციაში

რამდენი წლისაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

თან იმ რაფავას ( სახელი დამავიწყდა) არასდროს უმსახურია არც მილიციაში და არც პოლიციაში

სახელი მეც დამავიწყდა ეხლა გამახსენდა გუნდის კაპიტანი იყო და არა კავშირის პრეზიდენტი ხო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

University Staff PDF | Print |

Law

 

1. Prof. Dr. Merab Rapava

2. Associate Prof. Gia Kiria

3. Associate Prof. Alexsander Chkhitauri

4. Associate Prof.Eldar Akhvlediani

5. Assistant Prof. Sergo Chelidze

 

6, Associate Prof.Gogniashvili Nino

 

7. Associate Prof. Alphaidze Tata

 

8. Associate Prof. Kiknadze Tamar

 

9. Assistant Prof. Irma Gabadze

10. Assistant Prof. Zaza Panculaia

11. Assistant Prof. Davit Kharati

ეს არის? პროფესორი რაფა მერაბი?

 

ვკითხავ ერთი გია ქირიას , იქით კვირაში ვნახავ

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://new.interpressnews.ge/photo/ipn_persons/xaratishvili-zurab-cesko1_big.jpg

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს წინასაარჩევნო მუშაობის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

როგორც მან აღნიშნა, ცესკო 30 მაისის არჩევნებს მომზადებული ხვდება.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩეველთა სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ჯამური ცდომილება 1%–ზე ნაკლებია; მთლიანად მოგვარებულია გარდაცვლილების, გაორებული მონაცემებისა და გამორჩენილი ამომრჩევლების საკითხი. მისივე თქმით, სიების მონიტორინგი პოზიტიური ნიშანია ცესკოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობისა.

რაც შეეხება ტექნიკურ მზაობას, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მოწყობილია უბნები, გაძლიერებულია სერვერები, შეძენილია მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი აპარატები, დაბეჭდილია საარჩევნო ბიულეტენები, დაბეჭდილია კედლისა და მაგიდის ამომრჩეველთა სიების საბოლოო ვერსიები.

ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგისტრირებულია 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია; არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით 13, 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება; აკრედიტებულია 56 მედია საშუალება. გარდა ამისა, განხორციელდა ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია და დამზადდა სპეციალური კლიპები: მაგალითად: რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთათვის; კლიპები გავიდა ყველა ნაციონალურ, რამდენიმე საკაბელო და ძირითად რეგიონულ არხებზე. გაზეთებში რეგულარულად იბეჭდებოდა სტატიები ცესკოს საქმიანობაზე; ხდება ცესკოს ვებ-გვერდის დროული განახლება ამომრჩეველთათვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციით.

"ახლა ჯერი ამომრჩეველზეა. მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ თავად ირჩევთ, თავად მართავთ", – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/135939-zurab-kharatishvili-cesko-archevnebs-momzadebuli-khvdeba.html

 

 

http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/images/03.09/logo.jpg

"ალიანსის" საარჩევნო შტაბში პირველი ბრიფინგი ხვალ 09.00 საათზე გაიმართება

20:30 29-05-2010

"ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბში პირველი ბრიფინგი ხვალ 09.00 საათზე გაიმართება.

"ალიანსის" საარჩევნო შტაბში, რომელიც "ახალი მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისში იქნება განთავსებული, ბრიფინგები მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ "ალიანსიდან" აცნობეს, ბრიფინგებს "ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბის სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი გამართავს.

http://new.interpressnews.ge/ge/politika/135938-qaliansisq-saarchevno-shtabshi-pirveli-brifingi-khval-0900-saathze-gaimartheba.html

 

http://new.interpressnews.ge/photo/archevnebi_2010/ceskoaxali640493241_big.jpg

 

არჩევნებს 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

 

 

 

30 მაისის არჩევნებისთვის ცესკო-ში 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო დაკმვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

დამკვირვებელს უფლება აქვს: დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს. მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად; დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს; დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში; დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

დამკვირვებელს არ აქვს უფლება: ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, ასევე, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდება დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტი ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი, თუ ისინი დაარღვევენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებსა და მოთხოვნებს.

http://new.interpressnews.ge/ge/politika/135928-archevnebs-36-adgilobrivi-da-28-saerthashoriso-organizacia-daakvirdeba.html

 

http://new.interpressnews.ge/photo/sxvadasxva/sacobi-sanapiroze_big.jpg

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მტკიცებით, დედაქალაქში ხვალ გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნება

15:32 29-05-2010

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ ხვალ დედაქალაქის მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება .

როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა, აკაკი ჯოხაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ზოგიერთი პარტიის მიერ ამომრჩევლების უბანზე მისაყვანად მიკროავტობუსების დაქირავების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

მისივე თქმით, "მიკროავტობუსების ხაზები არ გაუქმდება, მაგრამ რამდენად დატვირთულად იმუშავებს აღნიშნული ხაზები, ეს კერძო მფლობელების ინტერესებში შედის".

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" დღეს გააკეთეს განცხადება, რომ მხარდამჭერებს ტრანსპორტით უზრუნველყოფენ.

 

http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/135917-transportis-saqalaqo-samsakhuris-mtkicebith-dedaqalaqshi-khval-gadaadgilebis-problema-ar-sheiqmneba.html

http://new.interpressnews.ge/ge/images/stories/jon-basi01_big.jpg

ჯონ ბასი იმედოვნებს, რომ ქართველი ამომრჩეველი ხვალ მაღალ აქტივობას გამოიჩენს

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი იმედოვნებს, რომ 30 მაისის არჩევნებში ქართველი ამომრჩეველი მაღალ აქტივობას გამოიჩენს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

ამის შესახებ ელჩმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა.

"კმაყოფილი ვარ, რომ ამ არჩევნებში ბევრი პარტია მონაწილეობს და პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალფეროვნებაა. რაც შეეხება არჩევნების პროცესსა და მოსალოდნელ შედეგს, არ მსურს, ამ თემაზე არჩევნებამდე რაიმე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა ჯონ ბასმა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/135903-jon-basi-imedovnebs-rom-qarthveli-amomrcheveli-khval-maghal-aqtivobas-gamoichens.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ზვიადისტი რა... მერაბ რაფავა.. დაჟე ზვიადას მთავრობაშიც იყო.. სხვა ინფორმაცია არ მაქვს

 

ხო ეგაა სურათი ვისიც დადე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ეს არის?

ეს არ არის მორაგბე

ხო ეგარის და რეგბისტი არ ყოფილა და ის რაფავა გამახსენდა გუნდის კაპიტანი იყო და არა თავჯდომარე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/7635-300x250.jpg

პატრიარქი საკუთარ არჩევანს ხვალ ლესელიძის #15-ში მდებარე მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალისთვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ არჩევანს ლესელიძის #15-ში მდებარე მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს

 

http://gtn.ge/?p=9094

 

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/img.php2.jpg

გიგი უგულავა ხმას ძმები ზუბალაშვილების #48-ში მდებარე 15-ე საარჩევნო უბანზე მისცემს

 

 

თბილისის მოქმედი მერი და მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას ძმები ზუბალაშვილების #48-ში მდებარე 15-ე საარჩევნო უბანზე მისცემს. რაც შეეხება თბილისის მერობის სხვა კანდიდატებს, მოძრაობა “სოლიდარობის” კანდიდატი თამაზ ვაშაძე ხმას დიღმის მასივის I კვარტალში, 14-ე მუსიკალურ სკოლაში გახსნილ 38-ე უბანზე მისცემს, “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე ჭავჭავაძის #36-ში, 4-ე უბანზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე სოფელ ყარაჯალაში, გარდაბნის 59-ე უბანზე, “თორთლაძე – დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი დავით იაკობიძე კი სამტრედიის #38-ში, 19-ე უბანზე. ცსკ-ის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი საკუთარ არჩევანს აღმაშენებლის 174-ში, მე-18 საჯარო სკოლაში გახსნილ 19-ე უბანზე გააკეთებს. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე ჭავჭავაძის #50-ში, 10-ე უბანზე მისცემს ხმას.

 

http://gtn.ge/?p=9090

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აააააააა, ეხლა გასაგებია ყველაფერი :)

 

http://www.boom.ge/cached.php?id=508003&idx=0&q=%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

ექსკლუზიური ინტერვიუ ციხეების ყოფილ უფროსთან

 

zviad gamsaxurdiaსასჯელთაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, პროფესორი მერაბ რაფავა რამდენიმე წლის წინ გავიცანი. ინტერვიუც, რომელსაც “ფაქტნიუსი” გთავაზობთ, სწორედ მაშინაა ჩაწერილი, თუმცა აქტუალობა მაინც არ დაუკარგავს. სხვათა შორის, 1991 წლამდე საპატიმრო დაწესებლებებს შრომა-გასწორების სისტემა ერქვა და მას სასჯელთაღსრულების დაწესებულება სწორედ ბატონი მერაბის ინიციატივით დაერქვა... იმ დროს, როცა თბილისის ომი დაიწყო, მერაბ რაფავა შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, სამეგრელოს სამხარეო მილიციის უფროსად დაინიშნა... მოკლედ, ბატონმა მერაბმა მეოცე საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში მომხდარ მოვლენებზე ბევრი რამ იცის... მაშ ასე, ვინ დაგეგმა 1991 წლის 5-25 ოქტომბერს ციხეში ბუნტი? როგორ გადაურჩა ჯაბა იოსელიანი წალენჯიხაში ჩაქოლვას? როდის დახვრიტეს მოჭიდავე თამაზ ნამგალუარი, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ედებოდა და რა წერილი გაგზავნა ზვიად გამსახურდიამ კრემლში?..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

აააააააა, ეხლა გასაგებია ყველაფერი

ხოდა ესეთ ქვეყნისთვის თავდადებულ კაცს ხორგუანში გაცვლიან კრწანისელები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მაგას მიშა ან ვანო თუ დააცლევინებს კაბინეტს თორემ ხალხი...??? ერთ ადგილსაც ვერ მოსჭამს!!!

ხალხმა თუ მოინდომა, მიშა და ვანო კი არა და მამაზეციერიც ვერ უშველის!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ხოდა ესეთ ქვეყნისთვის თავდადებულ კაცს ხორგუანში გაცვლიან კრწანისელები

მეესეთ დეპუტატს არ ავირჩევდი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მეესეთ დეპუტატს არ ავირჩევდი

საერთოდ კრწანისი ორთაჭალა სხვა ადგილები რომლის დეპუტატიც შეიძლება გახდეს რაფავა მის ნაირი გამოცდილი და ამ ცხოვრებაში ბევრის მნახველი ადამიანია საჭირო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...