newstudio Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ეს არის ერთიანი თემა არჩევნების შესახებ გარდაბნის #21 საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლის ლელა გოგოლაურის ინფორმაციით , გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები ჯერ არ მიუღია.საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, ,,ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს"."ეროვნული საბჭოს" განცხადებით, ამდენად, ცესკო ვალდებული იყო, არა უგვიანეს 28 მაისისა ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიეწოდებინა. ლელა გოგოლაურმა შესაბამის საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და რეაგირება მოითხოვა. კრწანისში არჩევნების ჩაშლის საფრთხე არსებობსკრწანისში არჩევნების ჩაშლის საფრთხე არსებობს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, კრწანისის რაიონში, საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე, ბიულეტინები მიტანილი არ არის. “საარჩევნო კოდექსის მიხედვით,უბნებზე ბიულეტენები 29 მისის 20:00 საათამე უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე ღამის 1 საათია და ბიულეტენები, არამც ტუ საარჩევნო უბნებზე, საიოლქო კომისიებშიც არ შეუტანიათ გასანაწილებლად”, – აცხადებე “ალიანსი საქართველოსათვის” კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატის, სოფიო ხორგუანის შტაბში და აღნიშნულ ქმედება, არჩევნების ჩაშლის მცდელობად აფასებენ. http://gtn.ge/?p=9100 სხვა ინფორმაცია კრწანისზე ფეისბუქიდან კრწანისის ოლქში ნაციონალებმა ახალი ფოკუზი მოიგონეს. უბანზე სადაც 500-600 ამომრჩეველია საარჩებნო ყუთის სახლში მიტანას 100-ზე მეტი ადამიანი ითხოვს... მთელი ოლქის მასშტაბით ეს რიცხვი 1500ია.. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა როიმ ეს "განცხადებები" დაუწერიათ ნაცილონალების კოორდინატებსა და კორპუსების დედ-მამასახლისებს.... სოფო ხორგუანმა მიმართა პროკურატურას რათა საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტებზე დაიწყოს ძიება კომისიის წევრებმა როდისღა უნდა დაისვენონ .. 2-ის ნახევარია და ბიულეტენები მიტანილი ჯერაც არაა. . 8-ზე უბნები იხსნება.. კომისიის ოპოზიციონერ წარმომადგენლებს ეუბნებიან , რომ წავიდნენ სახლებში... “ეროვნული ფორუმის” ლიდერები არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ“ეროვნული ფორუმის” ლიდერები ხვალისთვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. “ფორუმის” არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას არ აპირებს”, – აღნიშნა მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებს ბოიკოტი ოფიციალურად “ლეიბორისტებმაც” გამოუცხადეს http://gtn.ge/?p=9097 არჩევნებზე ეგიტპოლებს 3 ქართული ტელეკომპანია ჩაატარებს21:00 29-05-201030 მაისის არჩევნებზე ეგზიტპოლებს ტელეკომპანია "პირველი არხის", "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით GfK და Edison Research ჩაატარებს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაკვეთით, ევროპული კომპანია GfK ეგზიტპოლებს 50 საარჩევნო უბანზე ჩაატრებს. კომპანიის წარმომადგენელები 5-დან 10 ათასამდე ამომრჩეველს გამოკითხავენ. ამომრჩეველები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან და მათი ანონიმურობა დაცული იქნება. შედეგები ყოველი საათის ბოლოს განახლდება. ეგზიტპოლების შესახებ ინფორმაციას პირველი არხი მაყურებლს 12.00, 17.00, 20.00 და 21.00 საათზე მიაწვდის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დამუშავდება ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობაზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი - წინასწარი და საბოლოო მონაცემები მერობის კანდიდატთა და პარტიების რეიტინგების შესახებ გამოქვეყნდება.ეგზიტპოლების საშუალებით არჩევნების წინასწარ შედეგებს საზოგადოება საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე ასევე ტელეკომპანიების – "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ეთერით, საღამოს 20.00 საათზე გაიგებს. არჩევნების დღეს, ხმათა პარალელურ დათვლას, კვლევითი ორგანიზაცია "Edison Research" -ი, ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი 2″-ის დაკვეთით აწარმოებს.ინტერვიუერები არჩევნების დღეს თბილისის 75 საარჩევნო უბანზე იმუშავებენ და 7500 ამომრჩეველს გამოკითხავენ. "Edison Research" – ის თანამშრომელთა მთავარი ატრიბუტი, კითხვარი იქნება, რომელსაც გამოკითხული თავად შეავსებს და სპეციალურ ყუთში მოათავსებს. ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მაქსიმალური ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს. ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა ჩაქვის მე-3 მაჟორიტარულ ოლქში ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა. ხამზა გორგაძემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯს გარკვეული მიზეზები აქვს. მიზეზების დაკონკრეტებისთვის ყოფილმა კანდიდატმა დებატების ფორმატში ღია ეთერი ითხოვა. გორგაძესთან ერთად ბრიფინგზე განცხადება ალიანსის ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმაც გააკეთა. ანზორ თხილაიშვილის განმარტებით, ხამზა გორგაძის გადაწყვეტილების მიზეზი ქრისტიან-დემოკრატების ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გახდა. თხილაიშვილი არ გამორიცხავს, რომ გორგაძის მსგავსად, ქრისტიან-დემოკრატების რიგები კიდევ არაერთმა ქობულეთელმა დატოვოს. ყოფილი კანდიდატი კი ირაკლი ალასანიას პარტიაში გაწევრიანებას გეგმავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ეს არის ალასანიას ბოლო მოწოდებაბოლო თუა ანდერძი ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 Saturnოლო თუა ანდერძი ყოფილა არჩევნებამდე ბოლო...მიხვდი ეხლა მაგდენს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 newstudio ისე თუ ატყობ, რომ ტიპი აშკარად "გაიზარდა"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ყველა გზა მოვსინჯოთ. ამჟამად ყველანი არჩევნებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
erfiro Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 newstudioპ.ს. არა? პ.ს. არა? პ.ს. კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 (edited) იცით თქვენ ჩემი პოზიცია, სამწუხაროდ ვერ ვხედავ ოპოზიციას, მაგრამ აუცილებელია დაფიქსირდს საზოგადოების პროტესტი. ყველა კანდიდატიდან მე პირადათ ავირჩევდი ზვიად ძიძიგურს. მაინც ვერ შესძლებს ოპოზიცია ამ ადგილოვებრივ მართველობაში რამის მიღწევას, მაგრამ თბილისში არ აქვს შანსი. ასე რომ ხმები რომ არ გაიფანტოს, მე მგონი ამ შემთხვევაში ველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ალასანიაზე ხმის მიცემა. ვნახოთ რა გამოვა ამ ალასანიასგან. მინიმუმ 2013 წლამდე კიდევ ბევრი დროა და იმის არ იყოს "აბანოში გამოჩნდებაო", დაე გამოჩნდეს. ჩემი წინააღმდეგობა და კრიტიკა სამართლიანი იყო ალასანიას მიმართ და არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ამ კრიტიკას მოვუკლო. თან ჯერ მისგან არ არის ის დამაჯერებელი ფაქტორი რომ ნაციონალებს გაემიჯნა. თუ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ შესძლეს მოლაპარაკება ერთიანი კანდიდატის თაობაზე, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ოპოზიციას იმით, რომ ერთ კანდიდატს მივცეთ ხმა. პ.ს. ისე სათაურმა დაგაბნიათ ხო "ჩქიმი პაკაზუხა" Edited May 28, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
erfiro Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ჩვენ შევცვლით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 babuagiorgiამ ადგილობრივ არჩევნებზზე ღირს მისვლა? შეიძლება არც ღირს მაგრამ მონაწილე პარტიებს უნდა დავანახოთ, რომ ამდენი ხალხის მისვლის მიუხედავად მაინც არაფერი გამოვა. პარალელურად ამ პარტიებმაც უნდა დადონ პირობა, რომ ბალერინობას თავი გაანებონ და საპროტესტო აქციებზე გავიდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 (edited) babuagiorgi შეიძლება არც ღირს მაგრამ მონაწილე პარტიებს უნდა დავანახოთ, რომ ამდენი ხალხის მისვლის მიუხედავად მაინც არაფერი გამოვა. პარალელურად ამ პარტიებმაც უნდა დადონ პირობა, რომ ბალერინობას თავი გაანებონ და საპროტესტო აქციებზე გავიდნენ. +1 რაც მალე გაუქრებათ ილუზიები, მით უკეთესი. მე ის ვერ გავიგე რომც გახდეს თუნდაც ალასანია მერი მაგით რა იცვლება ქვეყანაში? 2013 მდე ლოდინს მე არ ვაპირებ Edited May 28, 2010 by Blaugranator Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 [b]Blaugranator[/b] [quote name='Blaugranator' date='დღეს, 12:13 AM' timestamp='1275077621' post='274596'] მე ის ვერ გავიგე რომც გახდეს თუნდაც ალასანია მერი მაგით რა იცვლება ქვეყანაში? 2013 მდე ლოდინს მე არ ვაპირებ [/quote] ალბათ არც არაფერი არ შეიცვლება. თავის გასამართლებელი ექნება პრეზიდენტთან უთანხმოება და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 babuagiorgiყველა კანდიდატიდან მე პირადათ ავირჩევდი ზვიად ძიძიგურს. ძიძIგურს თბილისში თეორიული შანსიც არა აქვს....ჯერ არ შემხვედრია ძიძIგურის მომხრე...ვაშაძესავითაა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 babuagiorgi ძიძIგურს თბილისში თეორიული შანსიც არა აქვს....ჯერ არ შემხვედრია ძიძIგურის მომხრე...ვაშაძესავითაა რა ნუ აქ ორი მომენტია.უნდა დაფიქსირდეს ხალხის სურვილი ცვლილებებზე. ეს უფრო სწორი ამბეა ვიდრე არმისვლა. მეორე.ძიძიგურს არ აქვს შანსი და სხვებსაც, ხო და ხმების გახლეჩა არ ივარგებს და ამ მომნტში მაშინ რჩება ალასანია. ეხლა ალასანია არ არის ჩემთვის ის ვისიც მე მჯერა, მაგრამ აქ უკვე გვეყო დავები და კრიტიკა. დარჩა ერთი დღე და ოდნავ მაღლა უნდა დავდგეთ პირადულზე.ასე რომ ალასანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) ეხლა ალასანია არ არის ჩემთვის ის ვისიც მე მჯერა, მაგრამ აქ უკვე გვეყო დავები და კრიტიკა. +100% Edited May 29, 2010 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ალიანსის საქართველოსთვის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშულებს. ამის შესახებ ხორგუანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. კრწანისის მაჟორიტარის ინფორმაციით, ალიანსმა აღმოაჩინა 1 500 მოქალაქის განცხადება, რომელიც საარჩევნო ყუთების სახლში მიტანას ითხოვს, თუმცა, მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ ყველა განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ხელით არის დაწერილი. "ჩვენ აღმოვაჩინეთ 1 500 მოქალაქის განცხადება, რომელიც საარჩევნო ყუთების სახლში მიტანას ითხოვს. თუმცა განვახორციელეთ მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ყველა განცხადება მმართველი გუნდის მიერ არის დაწერილი და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ხორგუანმა. "ალიანსი საქართველოსთვის" აღნიშნული საკითხით პროკურატურის დაინტერესებას მოითხოვს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=49224 პ.ს. ნეტა სისხლის სამართლის მიხედვით, დოკუმენტაციის გაყალბებაზე რა სასჯელია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.