planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/phpThumb_generated_thumbnail.jpegცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ, 15:00 საათზე, არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრა. იქნა რამდენიმე შენიშვნა გამოთქმული, რომ ბიულეტენები უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია. ცესკო განმარტავს, რომ დაახლოებით 125 ათას ამომრჩეველს აქვს მინიჭებული სხვადასხვა სტატუსი (იმყოფება საზღვარგარეთ, ჯარისკაცია და იმყოფება პატიმრობაში) შესაბამისად ამ ამომრჩევლებისათვის ბიულეტენები არ დაბეჭდილა. 12:00 საათის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 706375 (ამომრჩეველთ 20%-ი) ამომრჩეველმა. ეს მონაცემი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ყველა, 73 საარჩევნო ოლქიდან. შეგახსენებთ რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51, სადაც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დარღვევებზე და ნებისმიერ ინცინდენტზე, რომელმაც თქვენი კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემა შეაფერხა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით. ცესკო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე. დღეს დილის შვიდი საათიდან 15:00 საათამდე ცესკოს ცხელ ხაზზე შემოვიდა 1899 ზარი. ძირითადად კენჭისყრა მიმდინარეობს შეუფერხებლად, უბნებზე არ არის დაფიქსირებული რაიმე სერიოზული სახის დარღვევა. მხოლოდ დაფიქსირებულია რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც ამ დროისათვის გამოსწორებულია. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები და მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ “თავად ირჩევთ – თავად მართავთ”. ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დარჩათ კიდევ ხუთი საათი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს და დააკვირდება 13 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 36 ადგილობრივი, 28 საერთაშორისო და 54 მედია საშუალება. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 17:00 საათის მონაცემებით მოგაწვდით 18:00 საათზე. შემდეგი ბრიფინგი ცესკოში 30 21:00 საათზე გაიმართება და მოხდება კენჭისყრის პროცესის შეჯამება. ასევე გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 20:00 საათისათვის Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts