planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/31297_1193832745352_1814436910_374351_4415203_n-300x225.jpg“ალიანსმა” რეგიონებში დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაცია გაავრცელა. “ალიანსის” პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველაზე უხეში დარღვევა ქობულეთის #81 ოლქში, #58 უბანზე დაფიქსირდა, როცა მოქალაქე თეა აბუსერიძე უბანზე მივიდა, ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ მას ხელმოწერა დახვდა. ჩიქოვანის ინფორმაციით, რუსთავის მე-14, 63-ე და მე-15 უბნებზე, “ნაციონალების” შტაბის უფროსი დემნა გოგოლაძე შედის რეგისტრაციის თუ რამე სხვა მოწმობის წარმოდგენის გარეშე. მისივე თქმით, აღნიშნული პირი ოლქში დარეგისტრირებულია ორი პოზიციით: როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და როგორც “სპორტსმენთა კავშირის” დამკვირვებელი. მარნეულის 47-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე ხალილოვი და კომისიის წევრი გასანოვი მოსახლეობას აქტიურობის შემთხვევაში დაჭერით ემუქრებიან. ჩიქოვანის ინფორმაციით, საჩხერეში უბნებზე ღიად დგანან “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლები და მისულ ამომრჩეველს აგიტაციას უწევენ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts