planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpgცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა წარმოადგინა. 17:00 საათის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1432897 (ამომრჩეველთა 40.42%-ი) ამომრჩეველმა. ეს მონაცემი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო 73 საარჩევნო ოლქიდან. 12:00 საათის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 706375 (ამომრჩეველთა 20%-ი) ამომრჩეველს. შეგახსენებთ რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51, სადაც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დარღვევებზე და ნებისმიერ ინცინდენტზე, რომელმაც თქვენი კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემა შეაფერხა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით. ცესკო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე. დღეს დილის შვიდი საათიდან 18:00 საათამდე ცესკოს ცხელ ხაზზე შემოვიდა 2625 ზარი. ძირითადად კენჭისყრა მიმდინარეობს შეუფერხებლად, უბნებზე არ არის დაფიქსირებული რაიმე სერიოზული სახის დარღვევა. მხოლოდ დაფიქსირებულია რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც ამ დროისათვის გამოსწორებულია. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები და მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ “თავად ირჩევთ – თავად მართავთ”. ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დარჩათ კიდევ ორი საათი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებს აკვირდება 13 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 36 ადგილობრივი,28 საერთაშორისო და 54 მედია საშუალება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემდეგი ბრიფინგი 21:00 საათზე გაიმართება და მოხდება კენჭისყრის პროცესის შეჯამება. ასევე გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 20:00 საათისათვის. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts