planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/sofo_xorguani.JPG“ალიანსი საქართველოსათვის” კრწანისის მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა “ახალი მემარჯვენეების” ოფისში განთავსებული მედიაცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ამ დროისათვის არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. ხურგუანის თქმით, იგი მთელი დღის განმავლობაში ფონიჭალაში იმყოფებოდა, სადაც არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი. “სამწუხაროა, რომ დარღვევები განსაკუთრებით ეხებოდა იმ უბნებს, სადაც არაქართული მოსახლეობა აძლევს ხმას. პრაქტიკულად ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს ეთნიკურ უმცირესობებზე და მათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის უფლებას ართმევს. ეს დისკრიმინაციაა”, – განაცახადა ხორგუანმა. ხორგუანის განცხადებით, დარღვევები რომელსაც დღეს კრწანისის ოლქში დაფიქსირდა, პროკურატურას გადაეცემა. “ყველა დარღვევას ბოლომდე მივყვები. რეაგირების გარეშე არც ერთი ფაქტი არ დარჩება. ერთ-ერთ საჩივარს, საოლქო კომისიაში უცხოელმა დამკვირვებელმაც მოაწერა ხელი. აღნიშნულ შემთხვევაში გადასატან ყუთში ჩაყრილი ბიულეტენრბის შეცვლას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა ხორგუანმა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts