Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს ლიდერი ომის შემდეგ პირველ ტესტს აბარებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg

 

ფრაგმენტული ოპოზიციის წყალობით, რომელიც შეეცადა სააკაშვილის მმართველობის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოეყენებინა, მოსალოდნელია რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვირას მის პირველ საარჩევნო ტესტს რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ჩააბარებს

 

მუნიციპალური არჩევნები, რომელიც პირველად თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევასაც მოიცავს, განიხილება ასევე როგორც ტესტი მიხეილ სააკაშვილის პოტენციური მემკვიდრის გამოსავლენად. სააკაშვილის ათწლიან მმართველობას ვადა 2013 წელს ეწურება.

 

ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა პატრონთან რუსეთთან კვლავ სავალალოა და ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ამ ქვეყანასთან კავშირების განმტკიცების მოწოდებებით გამოდის, რათა დასრულდეს რუსეთის ემბარგო ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე და ქვეყნებს შორის აღდგეს პირდაპირი საავიაციო კავშირი.

 

მაგრამ საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლების უმთავრეს პრობლემად დასაქმება და სიღარიბე რჩება. საქართველოს ეკონომიკა შარშან 3.9%-ით შემცირდა.

 

„მე ხმას მივცემ კანდიდატს, რომელიც უკეთეს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამას წარმოადგენს, რადგან უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და პენსიები, ისევე როგორც სამედიცინო დაზღვევა რიგითი ადამიანებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა“ – ამბობს 68 წლის პენსიონერი ხათუნა მუმლაძე.

 

სამი საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს 3.5 მილიონი ამომრჩევლის ხმისა და 64 მუნიციპალურ საბჭოში, მათ შორის დედაქალაქის საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად. კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყება და საღამოს 8 საათზე დასრულდება.

 

42 წლის სააკაშვილის დასავლური მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობისა და ომის გამო შემცირდა, რომლის დროსაც აშშ-ს მიერ გაწვრთნილი ქართული არმია აჯანყებულ რეგიონს სამხრეთ-ოსეთს თავს დაესხა, რითაც რუსეთის დამანგრეველი კონტრშეტევა გამოიწვია.

 

სააკაშვილი ამბობს, რომ მან იმ რეგიონში სადაც არჩევნები ყალბდება და ქვეყნებს ხანგრძლივად მართავენ ავტორიტარი ლიდერები, სამაგალითო დემოკრატია შექმნა. ოპონენტები მას ძალაუფლების მონოპოლიზებაში, ოპოზიციის მარგინალიზებასა და მედიით მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

 

მმართველი პარტია და რეიტინგები

 

სააკაშვილი შარშან რამდენიმეთვიანი საპროტესტო მოძრაობის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მის „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე სოლიდური მხარდაჭერა აქვს. ოპონენტები იმუქრებიან, რომ კვლავ ქუჩაში გამოვლენ თუკი არჩევნებს უსამართლოდ ჩათვლიან, თუმცა მოსალოდნელი არ არის სერიოზული არეულობა.

 

„2008 წლის ომის შემდეგ, ეს პირველი შანსია მთავრობის მხარდაჭერის ხარისხის გასარკვევად“ – ამბობს ლოურენს შითსი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სხვაობათა გამო დაქსაქსულია და თანმიმდევრული პლატფორმა არ გააჩნია, ის მთელი ძალით ცდილობდა ამომრჩევლისთვის სააკაშვილის მმართველობის შთამბეჭდავი ალტერნატივის შეთავაზებას.

 

ავტორიტეტული ორგანიზაციის აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით, მმართველი პარტია კვირის არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებს.

 

მმართველი პარტიის წევრი გიგი უგულავა, როგორც სჩანს შეინაჩუნებს თბილისის მერის თანამდებობას – პოსტს რომელიც პრეზიდენტობისთვის პოტენციურ ტრამპლინად მიიჩნევა. მისი ყველაზე რეალური მეტოქე, როგორც სჩანს ირაკლი ალასანიაა, მშვიდი მანერების მქონე საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში.

 

დასავლელმა დამკვირვებლებმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს და ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) კვირის არჩევნებისთვის საქართველოში 300 დამკვირვებელზე მეტი გააგზავნა.

 

დასავლეთს ამ შფოთიან სამხრეთ-კავკასიაში სტაბილურობა სურს. რეგიონი ევროპისკენ მიმავალი ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტია.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...