planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 ეს არის შეფარული აგიტაცია და ჩვენი ორგანიზაცია იმსჯელებს, მიმართოს თუ არა საჩივრით საარჩევნო ადმინისტრაციას - განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა, ეკა სირაძემ პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებზე. საარჩევნო უბანში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილი ამბობს: „როგორც ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეს, ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობის ამ არჩევნებზე გამარჯვებაში. ეს არავის უნდა გაუკვირდეს და, საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს მანამ, სანამ ეს იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიზრდება უძრაობაში; სანამ ქვეყანა იქნება მოძრაობის პროცესში უკეთესობისკენ. დედაქალაქში ბევრად შეიცვალა სიტუაცია 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ, როცა მოგვიხდა სახელმწიფო გადატრიალების ღია მცდელობის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში“. მოძრაობამ „ალიანსი საქართველოსთვის“ ამ ფაქტს საარჩევნო აგიტაცია უწოდა. პრეზიდენტის სიტყვა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადასცეს ტელეკომპანიებმა (რუსთავი 2, იმედი). ეკა სირაძეს მიჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება არ არის პირდაპირი მოწოდება, აგიტაცია: „ამ შემთხვევაში იქნებოდა ორმაგი დარღვევა- ერთი ის, რომ ეს არ უნდა გადაეცათ ტელევიზიებს, რადგან არჩევნების დღეს, კანონმდებლობით, აგიტაცია აკრძალულია და ასეთ შემთხვევაში ტელევიზიები უნდა დაჯარიმდნენ და მეორე ის, რომ დაუშვებელია აგიტაცია საარჩევნო უბანზე ნებისმიერი პირისგან, მათ შორის პრეზიდენტისგან”. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამონათქვამები აშკარა ირიბი აგიტაციაა. ”შეფარული აგიტაციის ცნება სამართლებრივად არ არსებობს, ამიტომ საკმაოდ რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ პრეზიდენტმა ირიბი აგიტაცია გაუწია თბილისის მერობის კანდიდატს და ნაციონალურ მოძრაობას. მით უმეტეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკმაოდ მიკერძოებულია, ისევე, როგორც სასამართლო. ჩვენ ვიმსჯელებთ, გავივლით კონსულტაციას იურისტებთან და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მივმართოთ თუ არა ცესკოს” - აცხადებს სირაძე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts