Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დარღვევები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში


Recommended Posts

დარღევევები, რომლებიც ორგანიზაცია "მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლებმა სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო უბნებში გამოავლინეს, რამდენიმე სახის არის.

 

ერთი საჩივარი, რომელიც ორგანიზაციამ დააფიქსირა, საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნას ეხება, სხვა შემთხვევაში კი ამავე უბანზე ადგილი ჰქონდა, ოჯახის წევრის სანაცვლოდ, ხმის მიცემის მცდელობის ფაქტს.

 

ორგანიზაცია ასევე საუბრობს ბიულეტინების რიცხვის რაოდენობაზე. მათი თქმით, სოფელ დილისკის საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამებოდა ამომრჩეველთა რაოდენობას. ასევე ადგილი ჰქონდა საარჩევნო ურნაში ერთდროულად ორი კონვერტის ჩაგდების ფაქტსაც.

 

სარეგისტრაციო ჟურნალი არ იყო ნამდვილი (არ შეესაბამებოდა ს.ს.კ მიერ დამტკიცებულ ეგზემპლარს) ახალქალაქის მეორე საარჩევნო უაბანზე. ასევე კომისიის წევრებს არ ჰქონდათ უფლებამოსილების დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო ნიშნები.

 

სოფელ ვაჩიანში ერთ ამომრჩეველს მისცეს 8 ბიულეტენი და შესაბამისად ერთი ამომრჩეველი 8 ბიულეტენს აგდებდა საარჩევნო უბანში, ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

სოფელ გულიკამის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის გარეშე მიმდინარეობს.

 

ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართელო" არჩევნებს აკვირდება საქართელოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში – სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...