planetanews Posted May 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/kuti-2008.gifსიღნაღის რაიონში პედაგოგები საარჩევნო უბნებთან ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან. ამის შესახებ “ჯეოტოპნიუსს” კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოწოდებული ინფორმაციითვე, ლაგოდეხის N 21 საოლქო კომისიის უზუნთალას საარჩევნო უბანზე კარუსელი ტრიალებს. ”ერთი და იგივე ამომრჩველი საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შედის”. დაუდგენელი რაიონის ბიულეტენები ჩაყარეს ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ყარაჯალის N22 საარჩევნო უბანზე და ამით არჩევნები გააყალბეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში დაუდგენელი რაოდენობის ბიულეტენები ჩაყარეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირველბლის, მარინა ზარდიაშვილის თქმით, იგი შეეცადა დარღვევის აღკვეთას, კომისიის წევრებს ბიულეტენებიც კი წაართვა, თუმცა კომისიის წევრებმა მასზე ფიზიკური ძალა გამოიყენეს, ბიულეტენები დამკვირვებელს ძალით წაართვეს და საარჩევნო ყუთში ჩაყარეს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts