Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- ქართველი ახალგაზრდები ქართული დროშის, ჰიმნისა და გერბის ქვეშ


Recommended Posts

დღეს, 19.00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, გაიმართება ევროპის 2011 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის 21 წლამდელთა ნაკრებებს შორის. ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბიჭებისთვის, რადგან ამ მატჩში მიღწეული შედეგი გვიტოვებს შანს, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. გუშინ ეროვნულ სტადიონზე, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ივარჯეს და აღსანიშნავია, ჩვენი ბიჭების მონდომება და ჟინი და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს განწყობა დღეს დაფასდება. შვეიცარიის ნაკრები, რომელიც ჯგუფის ლიდერი 16 ქულით გახლავთ, პირველ შეხვედრაში დასანანი მარცხი გვაგემეს 1:0. ოთარ გაბელიას შეგირდების სატურნირო მდგომარეობას თუ გადავხედავთ რეალური შანსი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. ჯგუფში ყველაზე ცოტა 6 მატჩი გვაქვს ჩატარებული და 8 ქულით მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით, იმედი დავიტოვოთ, რომ დღევანდელი საღამო ჩვენთვის წარმატებული იქნება.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...