planetanews Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/adm-edison-podcasters-300x238.jpgტელეკომპანია “პირველი არხის”, “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის დაკვეთით GfK და Edison Research ატარებს. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით, ევროპული კომპანია GfK ეგზიტპოლებს 50 საარჩევნო უბანზე ატრებს. კომპანიის წარმომადგენელები 5-დან 10 ათასამდე ამომრჩეველს გამოკითხავენ. ამომრჩეველები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან და მათი ანონიმურობა დაცული იქნება. შედეგები ყოველი საათის ბოლოს განახლდება. ეგზიტპოლების შესახებ ინფორმაციას პირველი არხი მაყურებლს 12.00, 17.00, 20.00 და 21.00 საათზე მიაწვდის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დამუშავდება ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობაზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი – წინასწარი და საბოლოო მონაცემები მერობის კანდიდატთა და პარტიების რეიტინგების შესახებ გამოქვეყნდება. ეგზიტპოლების საშუალებით არჩევნების წინასწარ შედეგებს საზოგადოება საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე ასევე ტელეკომპანიების – “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის ეთერით, საღამოს 20.00 საათზე გაიგებს. არჩევნების დღეს, ხმათა პარალელურ დათვლას, კვლევითი ორგანიზაცია “Edison Research” -ი, ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის დაკვეთით აწარმოებს. ინტერვიუერები არჩევნების დღეს თბილისის 75 საარჩევნო უბანზე იმუშავებენ და 7500 ამომრჩეველს გამოკითხავენ. “Edison Research” – ის თანამშრომელთა მთავარი ატრიბუტი, კითხვარი იქნება, რომელსაც გამოკითხული თავად შეავსებს და სპეციალურ ყუთში მოათავსებს. ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მაქსიმალური ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts