planetanews Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/observateur.jpg კვირას საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ამომრჩევლებს იმის საშუალებას მისცემს, რომ ირიბად საკუთარი აზრი გამოთქვან პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიაზე, რომელმაც ორი წლის წინ ქვეყანა რუსეთთან დამანგრეველ ომში ჩაითრია. მაგრამ ოპოზიცია, რომელიც გასულ წელს სააკაშვილის გადაყენებას შეეცადა, დღეს გახლეჩილია და საზოგადოებრივი კვლევებში, პრეზიდენტის „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი პოზიციები უკავია. საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძლიერი ტრამვა გადაიტანა. რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრა და კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ მოსკოვმა ორი პრორუსული სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ქართველები მხოლოდ მოსკოვის იმპერიალისტურ პოლიტიკას არ ამხელენ, ისინი საკუთარ პრეზიდენტსაც ადანაშაულებენ მისი ავანტიურისტული პოლიტიკის გამო და იმისთვის, რომ მან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე გაუმართლებელი შეტევა წამოიწყო და რუსების ინტერვენციის პროვოცირება მოახდინა. ომის შემდეგ სააკაშვილი ნამდვილ ქარცეცხლში მოექცა. შარშან, გაზაფხულზე კვირეების განმავლობაში ოპოზიცია პრეზიდენტის ხელისუფლებიდან წასვლის მოთხოვნით ქუჩის მანიფესტაციებს აწყობდა. მაგრამ პროტესტი გაილია და მას შემდეგ ოპოზიციურმა ძალებმა ხელახლა გაერთიანება ვეღარ შეძლეს. კვირის არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი დედაქალაქის მერის არჩევნებია, რომელსაც პირდაპირი წესით პირველად აირჩევენ. საქმე ეხება ამ კავკასიური რესპუბლიკის ერთ–ერთ საკვანძო პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც გამარჯვებულისთვის ერთგვარი ტრამპლინია პრეზიდენტობისკენ, როდესაც 2013 წელს სააკაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, მოქმედი მერი და სააკაშვილის მოკავშირე გიგი უგულავა მერობის დანარჩენ 8 პრეტენდენტს დაახლოებით 40%–ით უსწრებს. მისი პოპულარობის მიზეზი ხუთწლიანი მერობის პერიოდში დიდი პროექტების განხორციელება და ქალაქის მიტოვებული უბნების რებილიტაციაშია. უგულავა, როგორც ჩანს, ასევე მასობრივი ინფორმაციის სასუალებების მხარდაჭერითა და ოპოზიციის დაქსაქსულობით სარგებლობს. ორმა ყველაზე პოპულარულმა ადგილობრივმა კერძო ტელეკომპანიამ „სახელისუფლებო პარტიისა და მისი მერობის კანდიდატის მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა“, – ნათქვამია ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში. „ეს ორი არხი თანაბრად ფართოდ აშუქებდა და მხარს უჭერდა სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობას კამპანიის კონტექსტის მიღმა“, – ნათქვამია ანგარიშში. „ოპოზიცია არ არის ერთიანი და არანაირი რესურსი არ გააჩნია“, – ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. „ეს ყველაფერი გამოწვეულია 2009 წლის აპრილის მანიფესტაციის შედეგებით, როდესაც ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის გადაყენებას შეძლებდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რამაც ამომრჩევლებში იმედგაცრუება გამოიწვია“.APორიგინალი უგულავას მთავრი მეტოქე ირაკლი ალასანიაა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც დღეს ოპოზიცის ერთ–ერთი ლიდერია, მაგრამ გამოკითხვების მიხედვით ის ათ პროცენტსაც ვერ აგროვებს. ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts