Jump to content
Planeta.Ge

რაში დაიხარჯა 800 000 ევრო

Recommended Posts

ევროვიზია დასრულდა. სოფო ნიჟარაძემ დაიკავა მეცხრე ადგილი. ნორმალური ქულები მივიღეთ მხოლოდ ლიტვისგან, სომხეთისგან და რუსეთისგან. სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაგვასწრეს. "ბოდიში", მაგრამ 800 000 ევრო რამდენ სიღარიბის აღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს ეყოფოდა "ბატონო" "პრეზიდენტო"? მინიმუმ 1000 ოჯახი მინიმუმ მშიერი არ იქნებიდა...ან მინიმუმ ყველა დევნილს გადაუხდიდით ელექტროენერგიის საფასურს რამდენიმე თვის განმავლობაში...ან ომში დაღუპულების ოჯახებს თუ ომში ტრავმამიღებულს დაეხმარებოდით?... რამდენ ლეიკემიიან, ცერებრალურ დამბლიან, ცეროზიან, უბრალოდ ავადმყოფ ბავშვსა თუ ადამიანს აღმოუჩენდით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას?... რამდენ გლეხს უყიდიდით დიზელის საწვავს, სასუქს და სათესლე მასალას?

ასეთი მნიშვნელოვანი იყო ევროვიაზიაზე მეცხრე ადგილის დაკავება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 64
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

analgin

იგივე კითხვა მქონდა მეც :))

დოლჩე გაბანას კაბა რომ არ ცმოდა ამ ქალბატონს იგივე რეზულტატს ვერ მიიღებდა?

იდიოტური კონკურსია საერთოდ - ვერ ნახეთ ვინ მოიგო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ფულით შეიძლება რამოდენიმე ციხეში საკმაოდ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაო ჩატარებულიყო რაც პატიმრების ყოფას ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდებოდა

და ამდენი ფული ვიღაც ფეხშიშველი მაწაკის "სიმღერაში" დაიხარჯა

ვიცი რომ უნდა ვიღებდეთ კონკურსებში მონაწილეობას და არაფერს არ უნდა გამოვაკლდეთ და ასე შემდეგ მაგრამ ეს "არაფერს არ უნდა გამოვაკლდეთ" მაშინ როცა საგარეო ვალები მილიარდებს არ შეადგენს და სხვა უამრავი პრობლემაა რომელიც ძალიან საჭიროებს დაფინანსებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისა და რა რვაასი ათას ევროზეა ლაპარაკი? რაში დაიხარჯა ეგ ფული?

არც ევროვიზიას ვუყურე და არც მაგ ფულის შესახებ ვიცი რამე და კითხვების დასმამდე სიტუაციაშიც რომ გაგვარკვიოთ ცუდი არ იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

იქით ვერ ვპოსტავ და რომ ვპოსტავდე კიდევ ერთ თვიან ბანს გავიჩალიჩებდი.

ქვეყანა რომელიც პიარზეა აშენებული,მალე თავზე დაგვემხობა და მიშას................

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

http://geworld.net/society/757.html

FRIDRIX

კარგია რომ რაღაცეებს სწორად უყურებ და ზოგიერთივით ცინიკურად არ უარყოფ ყველაფერს. ხანდახან გაქვს პატარა გამონათებები. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაში დაიხარჯა 800 000 ევრო

წინასაარჩევნო პიარი,არჩევნების წინა ღამეს..

http://s001.radikal.ru/i193/1005/34/ebd082def8cf.jpg

http://s03.radikal.ru/i176/1005/dd/baab7b4f7f51.jpg

http://s003.radikal.ru/i203/1005/9b/0e9a3004b4f5.jpg

http://s51.radikal.ru/i134/1005/9d/2256ee7d1019.jpg

ან მეორე პონტია...

ამ ქვეყნებშიც" გასაკეტებელი კიდევ ბევრია " :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ისა და რა რვაასი ათას ევროზეა ლაპარაკი? რაში დაიხარჯა ეგ ფული?

არც ევროვიზიას ვუყურე და არც მაგ ფულის შესახებ ვიცი რამე და კითხვების დასმამდე სიტუაციაშიც რომ გაგვარკვიოთ ცუდი არ იქნება

ვიღაც "ფეხშიშველა მაწაკი" რომელიც ბავშვობაში ალბათ სიმღერაზე ძალით დაყავდა დედამისს დედამ და შვილმა დაიკმაყოფილეს ამბიციები ჩვენს მიერ გადასახადებში გადახდილი ფულით

analgin

კარგია რომ რაღაცეებს სწორად უყურებ და ზოგიერთივით ცინიკურად არ უარყოფ ყველაფერს. ხანდახან გაქვს პატარა გამონათებები.

ობიექტურობას არასდროს არ ვკარგავ და ბრმა-ფაანტიკოსი ხელისუფლების დამცველი არ ვარ თუმცა ბრმა-ფანატიკოს ოპოზიციის დამცველსაც და ბრმა-ფანატიკოსი ხელისუფლების დამცველსაც ორივეს აღვიქვავ როგორც აგრესიულ საზოგადოებისთვის საშიშ მოქალაქეს რომელიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ადამიანს ნიჭი არა აქვს და თან ხმაც,დაახარჯე მილიონი მაინც არაფერი არ გამოვა.

აქ 500 საუკეთესო სიმღერის სია დადეს და პირველზე,იან გილანი,მეორეზე ქვინი და მესამეზე ჯონ ლენონი გავიდნენ.ეს არის უკვდავი კლასიკური როკი და ევროვიზიას არ გავკარი დილა საღამოს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამ სემთხვევაში ნიჭი და ხმა არაფერ შუაშია.

ცუდად ნამდვილად არ უმღერია სოფოს.

უბრალოდ კონკურსის სპეციფიკაა უცნაური...ტელეფონის ზარებით წყვიტავენ გამარჯვებულის ვინაობას..

იმ ქვეყანაში ძლიერი დიასპორა უნდა გყავდეს,რომ შენიანებმა გაგქაჩონ.

ან პოლიტიკური ნება უნა იყოს...

კიდე ერთი ცუდი რაც დავინახე..პოლიტიკურად "მეგობარმა ქვეყნებმა"-ც დაგვიკიდეს..საკმაოდ მცირე ქულებიმოგვცეს.

თუმცა ჩვენგან ბელორუსის უმაღლეს შეფასებას ნამდვილად არ ველოდი.

ფაქტია რომ ამის შემდეგ "ლუკაშენკო არასოდეს არ აღიარებს სამაჩაბლოს და ცხინვალის დამოუკიდებლობას "

პ.ს.დავიბენი, ამ პოსტის ქვემოთ როგორი სმაილიკები დავდო

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასერიოზული კონკურსია ეს " ევროვიზია" - საერთოდ არ მინახავს მანდ რომ ვინმე ნორმალურს მოეგო

ადრე კიდე არაუშავდა , მაგრამ მაინც იაფფასიანი "პაპსაა"

იტალიელები საერთოდაც არ კადრულობენ იქ გამოსვლას

რაში დაიხარჯა ეს ფული და როგორც "ახსნეს" პიარში, სიმღერაშიც გადაიხდიდნენ ფულს, ნოვეგიელებმა დაუწერეს

კაბა, პრომოუშენი, პოდტანცოვკა და ა.შ.

მაგას არ ჯობდა რამე საქმე გაეკეთებინათ?

აი მას ვერჩი სწორედ - პრიორიტეტს ვერ ან უფრო სწორად არ არჩევენ

akkai

კიდე ერთი ცუდი რაც დავინახე..პოლიტიკურად "მეგობარმა ქვეყნებმა"-ც დაგვიკიდეს..საკმაოდ მცირე ქულებიმოგვცეს.

ეს მეც მენიშნა

და ამ დროს რუსებმა - 10 ქულა :))

ჩვენ ბელორუსებს - 12 ქულა

ცირკია რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=I2ODj53hsGg&feature=player_embedded

ეს სოფოს დღვანდელი გამოსვლა.

ეს კი ქულები,რომელმა ქვეყანამ რამდენი დაგვიწერა.

ირლანდია 5

თურქეთი 5

ხორვატია 7

პოლონეთი 4

ბოსნია-ჰერცოგოვინა 4

სლოვენია 1

ესტონეთი 8

რუსეთი 10

აზერბაიჯანი 8

საბერძნეთი 5

ისლანდია 2

ესპანეთი 1

ბულგარეთი 6

უკრაინა 7

ნორვეგია 1

კვიპროსი 5

ლიტვა 12

ბელორუსია 7

შვეიცარია 1

ბელგია 4

ისრაელი 5

მაკედონია 5

მოლდავეთი 5

შვედეთი 4

სომხეთი 12

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

უბრალოდ კონკურსის სპეციფიკაა უცნაური...ტელეფონის ზარებით წყვიტავენ გამარჯვებულის ვინაობას..

იმ ქვეყანაში ძლიერი დიასპორა უნდა გყავდეს,რომ შენიანებმა გაგქაჩონ.

ან პოლიტიკური ნება უნა იყოს...

კიდე ერთი ცუდი რაც დავინახე..პოლიტიკურად "მეგობარმა ქვეყნებმა"-ც დაგვიკიდეს..საკმაოდ მცირე ქულებიმოგვცეს.

ზუსტად მაგას ეხება ეს თემა ჩემო ირაკლი და ქვესათაური ტყუილად არ აქვს. :)

ლაატვიისგან არცერთი ქულა არ მიგვიღია, ესტონეთისგან აღარ მახსოვს და მგონი 8 ქულა მივიღეთ. სამაგიეროდ რუსებმა მიიღეს მაღალი ქულები ამ ქვეყნებში. პოლონეთისგანაც 3 თუ 4. სკანდინავიის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა პრაქტიკულად დაგვიკიდეს. დაჟე თურქებმაც.

არადა დიდი ხანია გვაბოლებს მიშა, რომ ჭკუა ეკეტებათ ჩვენზე. ხოდა იმ ხალხსაც მაგრად ვკიდივართ და არც პოლიტიკური ნებაა ასეთი. ფაქტი სახეზეა.

800 000 ევროს რაც შეეხება ჯერ ერთი, რომ მე ვიფიქრე ეგ თანხა ალბათ ვისიმე მოსასყიდად იყო გამიზნული. ეს არ ყოფილა.

მერე ვიფიქრე, რომ ალბათ ჩერეზ თურქეთი ამ თანხას სხვადასხვა ქვეყანაში დაანაწილებდნენ და იქიდან დაარეკინებდნენ ვინმეს. ესეც არ ყოფილა როგორც ჩანს. ბოლოს და ბოლოს PR კომპანიამ რაში მიიღო ეს ფული თუ სხვა ქვეყნებში არ მოახდინა სოფოს პრომოუშენი? იმაში, რომ დოლჩე-გაბანას კაბა ცმოდა და ვიღაც ორ საშუალო დონის ფრანგ პედერასტ ბალერონს ეცეკვა, რომელთა დონისაც აქაც უამრავი გვყავს და კიდევ უკეთესები?

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...