planetanews Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 <p style="text-align: justify; ">http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/balkans.jpg ვლადიმერ სოკორი ამ ბოლო დროს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან მიმართებაში დაშვებული შეცდომების შემდეგ აშშ-ს პოლიტიკა სამხრეთ-კავკასიაში ახლა საქართველოსადმი ნდობის ეროზიითაც ზარალდება. ამ ბოლო დროს აშშ-ს მეინტსრიმულ მედიაში მოზღვავებულ კომენტარებში ყურადღება მიექცა იმას, რომ რუსეთის პირველ ადგილზე დაყენების გამო, უფრო მეტიც, ისეთი მიდგომის აღიარებით, რომელსაც ”მხოლოდ რუსეთი” – შეიძლება ეწოდოს, ვაშინგტონი და ნატო დე-ფაქტო სტრატეგიულად ეთიშებიან რეგიონს(დევიდ კრამერი ”აშშ რუსეთის მეზობლებზე უარს ამბობს” , Judy Dempsey, “East Europe Feels Ignored by NATO,” New York Times, May 16; Charles Krauthammer, “The Fruits of Weakness,” Washington Post, May 21). ქართველი არასამთავრობო ექსპერტებისთვის ეს ანალიზი ადასტურებს იმ ტენდენციას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები უკვე შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს. სულ ბოლოს რუსეთმა აშკარად წინააღმდეგობის გარეშე განაცხადა პრეტენზია უკრაინის კონტროლზე. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაართულა ქართველების წუხილი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია ნატო-სა და აშშ-ს უასფრთხოების ვაკუუმის შევსება შავი ზღვისა და სამხრეთ-კავკასიის რეგიონში. 11 მაისს თეთრმა სახლმა კონგრესს განუცხადა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი ”აღარ საჭიროებს ხელისშემშლელ ფაქტორად განხილვას“ 2008 წლის რუსულ-ამერიკული ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირების პროცესში. აქამდე ის ფაქტი, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ინკორპორირება და მილიტარიზაცია განახორციელა, სწორედ ამგვარ ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილებოდა. თეთრ სახლს შეეძლო განეცხადებინა, რომ საქართველო და ბირთვული შეთანხმება არსებითად არ უკავშირდება ერთმანეთს და მოითხოვს განცალკევებულ მიდგომას, თუმცა საქართველოს (და კონფლიქტით გამოწვეული ბევრი სხვა პრობლემის) გამო რუსეთთან არსებული უთანხმოება ძალაში რჩება. ამის ნაცვლად თეთრმა სახლმა, როგორც სჩანს არჩია განმარტებების გარეშე შეეცვალა პოზიცია, რომელიც საქართველოს გამო რუსეთთან სერიოზულ უთანხმოებას გულისხმობდა და საკითხის გვერდზე გადადება გადაწყვიტა. ამ ბოლოდროინდელ ”სამთავრობო საათზე” რუსეთის დუმაში, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საკმაოდ თვითდარწმუნებული იყო საიმისოდ, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია არად ჩაეგდო, როგორც უმოქმედო დოკუმენტი და აშშ-ს წარსული პოლიტიკის რელიქტი (Interfax, 13 მაისი). სიტუაცია ნატო-საქართველოს კომისიაშიც მსგავსი ინტონაციით უნდა აღიწეროს. კომისიამ, რომელიც 2008 წლის შემოდგომაზე „ღია კარის“ პოლიტიკის დასტურად შეიქმნა (თუ გაწევრიანების ტერმინებში არა, სულ ცოტა მფარველობის თვალსაზრისით მაინც), ვერ შესძლო იმ პროგრამების, ამოცანებისა და განრიგის დადგენა, რომელიც მომავალში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას შეუქმნიდა. ეს ინდიფერენტულობა კონტრასტში მოდის საქართველოს ქმედებებთან – მან ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობისთვის 1 000 სამხედრო გააგზავნა, ეს კი ყველა სხვა სახელმწიფოსთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტინგენტია. გარდა ამისა, საქართველოს თავისი კონტინგენტისთვის არავითარი შეზღუდვები არ დაუწესებია. ამ დროს კი ჯარი, რომელიც ქვეყნის შიგნით რჩება და რომელმაც სამშობლო უნდა დაიცვას, შეუიარაღებელი და გაუწვრთნელია. იმ დროს, როდესაც საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო ხომალდის მიყიდვას ნატო-სგან წინააღმდეგობა არ შეხვედრია, საქართველოს თავდაცვით იარაღზე აშშ-მ და ნატო-ს ქვეყნებმა დე-ფაქტო ემბარგო დაუწესეს. ამას ემატება ის, რომ საქართველო თავს დაუცველად გრძნობს, ისე თითქოს გარკვეული დროით ის დაუცველობის ნაცრისფერ სივრცეში დატოვეს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ყველაფერს ევრო-ატლანტიკური სივრცისადმი ერთგულებით პასუხობს. მანამდე სანამ ვითარება შეიცვლება, თბილისი უსაფრთხოების მუდმივი რისკებისგან თავის დასაზღვევად, უფრო აქტიურ რეგიონალურ პოლიტიკაში ჩაერთო. 17 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლა. ეს მოხდა ირანის, თურქეთისა და ბრაზილიის მიერ ბირთვული საწვავის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ, რამაც გააუქმა აშშ-ს სწრაფვა ირანის წინააღმდეგ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები. თურქეთის მთავრობა დიდი ხანია ეწინააღმდეგებოდა სანქციებს და სწორედ მან შეასრულა მთავარი შუამავლის როლი ბირთვული საწვავის ხელშეკრულების დადების პროცესში, მანვე იკისრა ამ ხელშეკრულების შესრულებაზე თანაპასუხისმგებლობა. სააკაშვილმა ერდოღანს „დიპლომატიური გმირობის ისტორიული აქტისთვის“ სახელმწიფო ჯილდო (ოქროს ვერძის ორდენი) გადასცა. „ჩვენ ყველა ვღელავთ, რადგან ჩვენი ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა (და სილვა) და ერდოღანი მრავალი თვის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ არსებობს მოლაპარაკებების შანსი, მაგრამ მათი არ სჯეროდათ. მიუხედავად ამისა, ისინი ჩავიდნენ თეირანში, ეფექტურად მოაგვარეს და შემოაბრუნეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სიტუაცია. ეს ირანისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის, ისევე როგორც თურქეთისთვის დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა და ეს რა თქმა უნდა საქართველოში მშვიდობას უკავშირდება“ (”იმედი” ტვ, 17 მაისი). ასე რომ თბილისმა თეირანში ერდოღანის მისიის შემდეგ შვებით ამოისუნთქა. საქართველოსთვის თურქულ-ბრაზილიურმა შუამავლობამ (ცოტა ხნით მაინც) შეაჩერა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებთან დაკავშირებული ვაჭრობა. სწორედ ეს იყო აშშ-ს პრობლემების მიზეზი – ის ამ რეგიონში თავის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს ირანის წინააღმდეგ სანქციებისთვის რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას სწირავდა. (ნომერ პირველი პუნქტი თხოვნების იმ სიაში, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს მოსკოვიდამი ჰქონდა). სანამ რუსეთი სანქციებთან დაკავშირებით წინააღმდეგობებს ქმნიდა და ვაჭრობდა, აშშ-მ და ნატო-მ სამხრეთ-კავკასიაში პრაქტიკულად უარი სთქვეს აქტორობაზე უსაფრთხოების სფეროში, რაც სულ უფრო ხშირად განიხილებოდა იმ წინმსწრებ იმპლიციტურ დათმობად, რომელიც მოსკოვს შეეძლო სრულ თავისუფლებად მიეჩნია და გამოეცადა კიდეც (Georgian Daily, 20 მაისი). მსგავს შეშფოთებას ნატო-ს შიგნით და გარეთ ბევრი ქვეყანა იზიარებდა, მაგრამ საქართველო ყველაზე მეტად დაუცველია ირანთან და კიდევ იმ სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს პრობლემებს უქმნის. მაგრამ ერდოღანის ვიზიტმა სულ უფრო მზარდ კავშირებს საქართველოსა და თურქეთს შორის უფრო ოპტიმისტური ხასიათი შესძინა. რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის შემდეგ შექმნილი სიცარიელე თურქეთმა შეავსო და ის საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა. თურქეთმა ააშენა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები (უკანასკნელს საქართველო და თურქეთი ერთად მართავს) და ახლახანს დაასრულა ”შერატონის” სასტუმროს მშენებლობა ბათუმში. 2009 წელს ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი ორივე ქვეყნის დაახლოებით ორმა მილიონმა მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო 2010 წელს ამ ქვეყნებს შორის მიმოსვლისას საპასპორტო მოთხოვნების გაუქმებაა დაგეგმილი (”რუსთავი 2”, Civil Georgia, 17, 18 მაისი). თურქეთი, რომელიც დაინტერესებულია ევროპის ქვეყნებში კასპიის ზღვის ნავთობის დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირებით, საქართველოს სატრანზიტო მარშრუტზეა დამოკიდებული. თურქეთი და აზერბაიჯანი აშენებენ და აფინანსებენ ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოს თურქეთზე გავლით ევროპასთან დააკავშირებს. აზერბაიჯანის მთავრობა, მას შემდეგ რაც აშშ-ს მთავრობამ დაუთმო სომხეთის ინტერესების დამცველ ჯგუფებს და პროექტიდან Eximbank-ი გამოიყვანა, რკინიგზის ქართულ სექციას შეღავათიანი სესხით აფინანსებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts